ეთნკური უმცირესობების იდენტობის სტრატეგიები

ეთნიკური ან ნაციონალური იდენტობა, ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში გააქტიურებული არაა. მისი შეცნობა ისეთ სიტუაციებში იჩენს თავს, როგორიც მიგრაცია ან შერეული ქორწინებაა; ასევე, ისეთ სიტუაციებში, სადაც კულტურულ ღირებულებებსა და ნაციონალურ იდენტობას საფრთხე ან ცვლილება ემუქრება, მაგალითად, როგორიცაა ომი. შესაბამისად, რელიგიური იდენტობა არასოდეს არაა ისეთი ძლიერი, როგორც რელიგიური ომის დროს.
კულტურულ ცვლილებასთან შეგუებისთვისთვის ინტეგრაცია საუკეთესო გზადაა მიჩნეული. კანადური მოსახლეობის შესწავლის შედეგად, მკვლევარებმა ბერიმ და კიმმა აღმოაჩინეს, რომ ინტეგრაცია ფსიქოლოგიური მდგრადობისა და აკულტურაციისგან გამოწვეული ნაკლები სტრესის მაჩვენებელი იყო. მაგრამ ინტეგრაციისთვის გარკვეული პირობებია საჭირო: პირველ რიგში, ინდივიდს უნდა ჰქონდეს საკმარისი უნარები ახალი ენისა და ახალი კულტურის შესასწავლად, რათა სრულად ჩაერთოს ახალი საზოგადოების აქტივობებში; გარდა ამისა, პირველადი კულტურის ღირებულებები და ფასეულობები არ უნდა მოდიოდნენ დიდ წინააღმდეგობაში დომინანტურ კულტურასთან; ასევე, ახალი საზოგადოება უნდა იყოს ღია/გახსნილი ახალი წევრებისთვის და ადგილი არ უნდა ჰქონდეს დისკრიმინაციას.

დისტანცია ორ კულტურას შორის წარმატებული ან წარუმატებელი ინტეგრაციის ერთერთი გადამწყვეტი ფაქტორია. მაგალითად, პოლონელი მიგრანტები გაცილებით უკეთ შეეგუენ ახალ კულტურას აშშ-ში, ვიდრე ჩრდილოეთ აფრიკიდან წამოსული მუსლიმები ფრანგულ საზოგადოებას. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ მუსლიმური ქვეყნების ფუნდამენტურ ღირებულებებსა და ფრანგულ ქრისტიანულ საზოგადოებას შორის უფრო მეტი განსხვავებაა, ვიდრე ამერიკულ და პოლონურ ფასეულობებს შორის.

აკულტურაცია არის კულტურული მახასიათებლების გაცვლა სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს შორის, როდესაც ამ ინდივიდებს ერთმანეთთან ხანგრძლივი დროის განმავლობაში აქვთ ახლო კავშირი; აკულტურაციის დროს პირველადი კულტურებიდან რომელიმე ან ყველა შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ჯგუფები მაინც ერთმანეთისგან განსხვავებულნი რჩებიან.
ზოგიერთი ტრადიციული მუსლიმური ღირებულება, დამოკიდებულება თუ ნორმა დიდ წინააღმდეგობაშია ყოველდღიურ ფრანგულ კულტურასთან. ეს კვლევამაც დაადასტურა. კვლევა ჩაატარეს ჩრდილოეთ აფრიკიდან წამოსულ მიგრანტთა მეორე თაობის წარმომადგენლებსა და პორტუგალია/ესპანეთიდან წამოსულებზე (შეადარეს ფრანგ ახალგაზრდობას). კვლევამ აჩვენა განსხვავება მიგრანტთა პირველ და მეორე თაობას შორის. ახალგაზრდები, მშობლებისგან განსხვავებით, ცდილობდნენ თავიანთი ფრანგი თანატოლებისგან ღირებულებები შეეთვისებინათ. ეს განსაკუთრებით შეიმჩნეოდა ჩრდილო აფრიკელ გოგონებთან, რომლებიც თავიანთ ტრადიციულ ოჯახებში ნაკლები დამოუკიდებლობით სარგებლობდნენ, ხოლო ფრანგული ოჯახების გაცნობის შემდეგ თავიანთი დაბალი სტატუსი გააცნობიერეს. ისინი ბიჭებზე მეტად შეეჩეხნენ პრობლემას _ შეენერჩუნებითან თუ არა თავიანთი რელიგიური და ეთნიკური იდენტობა. ახალგაზრდა მიგრანტებისთვის მთავარი პრობელმა ის იყო, ჩართულიყვნენ თუ არა თანატოლების კულტურულ ერთობაში. ეს ხანდახან შეუძლებელია. ამავე პრობლემას აწყდებოდნენ პორტუგალიელები საფრანგეთში, თუმცა ნაკლებ მწვავედ.
სერიოზულმა კულტურულმა კონფლიქტებმა შესაძლოა კოგნიტური დისონანსი გამოიწვიოს და კოჰერენტული იდენტობის ჩამოყალიბება გაართულოს. იდენტობის ჩამოყალიბება არის დროსა და სივრცეში პიროვნების “იგივეობისა” და ახალი გამოცდილების, ღირებულებებისა და წარმოდგენების შეთანხმება. “იგივეობა” არ უკავშირდება მხოლოდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს, უფრომოიცავს ღირებულებათა სისტემის თანმიმდევრულობას, რასაც კამილერი “მნიშვნელობის ერთიანობას” უწოდებს. იდენტობის ჩამოყალიბებისას ზოგჯერ პრაგმატული საჭიროებები ონტოლოგიურ საჭიროებებს უპირიპირდება. ონტოლოგიური საჭიროებები საკუთარ თავთან, შინაგან “მე”-სთან ჰარმონიაში ყოფნას გულისხმობს.
იდენტობის შენარჩუნების სტრატეგიები
კამილერმა თავისი კვლევის საფუძველზე ჩამოაყალიბა 2 სახის სტრატეგია: ონტოლოგიური და პრაგმატული. ონტოლოგიური სტრატეგია გულისხმობს უცხო კულტურაში ყოფნის დროს საკუთარი კულტურის ერთგულებას, ხოლო პრაგმატული – დომინანტურ კულტურასთან შეგუებას და მისი ღირებულებების გარკვეულ გაზიარებას. გარდა ამისა, სტრატეგიები შეიძლება გამოიყენონ 2 დონეზე: მარტივ (ირჩევენ ან ონტოლოგიურს ან პრაგმატულს) და რთულ (რაციონალიზაციის პრონციპის გათვალსიწინებით ახდენენ ონტოლოგიური და პრაგმატული სტრატეგიების სინთეზს).
კონფლიქტის თავიდან აცილება მარტივი კოჰერენციით: 3 სტრატეგია
I.    პირველი სტრატეგია არის ონტოლოგიური, რომელსაც იყენებ მაშინ, როცა ინდივიდებისთვის იდენტობის ჩამოყალიბებისთვის წინააღმდეგობრივი ღირებულებები მნიშვნელოვანია. ისინი კონფლიქტის თავიდან არიდებას საკუთარ ტრდიციებზე ჩაბღაუჭებით ცდილობენ. ფუნდამენტალისტები, ჩვეულებრივ, პრაგმატიზმს უარყოფენ. დოგმებთან ნებისმიერი წინააღმდეგობა ან უნდა უარიყოს ან უგულებელიყოს. ეს ღირებულებათა ტოტალური სისტემის კლასიკური შემთხვევაა.

არსებობს სხვა შესაძლებლობაც, რომელიც გულისხმობს დღევანდელი სამყაროსგან მოთხოვნილი მორალური წინააღმდეგობების მინიმუმამდე დაყვანას. ამის კარგი მაგალითი არის მუსლიმანურ ოჯახებში ქალიშვილების განათლებისადმი დამოკიდებულება. როგორც წესი, მომწიფების შემდეგ მუსლიმი გოგოები სწავლას არ აგრძელებენ, თუმცა, მეორე მხრივ, განათლებული ქალები “უკეთ თხოვდებიან”, ამიტომაც მშობლები ურიგდებიან შვილების იმ მინიმალურ დამოუკიდებლობას, რაც განათლების მისაღებადაა საჭირო. თუმცა მას შემდეგ, რაც დიპლომიანი ქალიშვილი სახლში ბრუნდება, მშობლები მას კვლავ ტრადიციული წესებით ექცევიან. ამ შემთხვევაში ისინი გრძნობენ, რომ მინიმალურ პრაგამტიზმს მიმართეს და  მუსლიმური წესები შეინახეს.

II.    მეორე სტრატეგია არის პრაგმატული, რომელსაც მაშინ იყენებენ, როცა ინდივიდი ახალ სამყაროსთან ადაპტირების გამო ძლიერი სტრესის ქვეშაა მოქცეული. მაგალითად, მუსლიმი მიგრანტების შვილები ყოველდღიურ ცხოვრებაში სახლში იცავდნენ ტრადიციებს, თუმცა გარეთ, თანატოლებთან ინტეგრირებას ცდილობდნენ. მათ, შესაძლოა, შესვენებებზე ღვინოც კი დაელიათ, თუმცა ასე არასოდეს მოიქცეოდნენ სახლში. ისინი განსხვავებულად იქცეოდნენ საჯაროდ. თუმცა ზოგიერთი ქცევა მთლად ოპორტუნისტული არაა. ყველაზე მნიშვნელოვან სიტუაციებში, როგორიცაა ქორწინება და შვილების განთლება, მათი ნამდვილი ღირებულებები წარმოჩინდება: ისინი მინიმალურ ტრადიციულ ნორმებს მაინც იცავენ.

III.   ე.წ. “ქამელეონის” იდენტობა -ასეთ შემთხვევაში მიმართავენ გარემოებებიდან გამომდინარე ქცევას. მაგალითად, მაკიაჟიანი და თმადავარცხნილი მუსლიმი გოგო შინ დაბრუნების შემდეგ კვლავ ტრადიციულ გარეგნობას იბრუნებს, რათა თავიდან აიცილოს მშობლებთან დაპირისპირება. ეს ქცევითი ტექნოლოგია მას საშუალებას აძლევს მულტიკულტურულ გარემოში მშობლებთან პერმანენტულ კონფლიქტებს თავი აარიდოს.

კონფლიქტის თავიდან არიდება რთული კოჰერენციით

I.    პირველი სტრატეგიის მიხედვით, ინდივიდი 2 სხვადასხვა კულტურიდან ირჩევს მისთვის საუკეთესო ღირებულებებს და ახდენს მათ სინტეზს. შესაძლოა, ეს შერჩეული ღირებულებები ერთიან ლოგიკურ სისტემაში ვერ ჯდებოდეს, თუმცა აკმაყოფილებს პიროვნულ საჭიროებებს, რადგან მოქმედებს “სარგებლის მაქსიმიზაციის სტრატეგია”. მაგალითად, მუსლიმი კაცები ირჩევენ, დასავლური ღირებულების მიხედვით, ცოლი სივყარულით შეირთონ და არა მშობლების ჩარევით. თუმცა “საყვარელ” მეუღლეზე დაქორწინების შემდეგ ისინი ტრადიციული კოდის მიხედვით მოქმედებენ, რადგან ასე მათ ოჯახში უფრო დიდი ძალაუფლება ექნებათ, რაც მათთვის პრივილეგიაა.

II.     სხვები ორივე კულტურის წინააღმდეგობებთან გამკლავებას 3 რაციონალური საშუალებით ცდილობენ:
1)    რეაპრობაცია ; ძველი ფუნდამენტური ტექსტების, ისეთის, როგორიცაა ყურანი, ახლებური ინტერპრეტაციით გაგება. ასეთ შემთვევაში ინდივიდი ეთნიკური ტრადიციის “ჭეშმარიტებასთან” დაპირისპირების გარეშე ეგუება ახალ გარემო-პირობებს. ამ სტრატეგიას ტუნისის მთავრობა ხშირად იყენებდა სოციალური ცვლილებების დასანერგად.
2)    დისოციაცია; ამ სტრატეგიას ხშირად მიმართავენ, გარკვეულ ღირებულებებს განიხილავენ “დროის ჭრილში”  და ამართლებენ წინაპრებისგან ასეთ “დროისგან ნაკარნახევ” საქციელს. “მათ დროში ეს გასაგები იყო”, ამბობენ. ამ შემთხვევაში უფროს თაობასა და ისლამის ძირითადი წესების მიმართ პატივისცემა შენარჩუნებულია.
3)    თანამედროვე ღირებულებების განხილვა ტრადიციულის მიხედვით;  მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი თანამედროვე ქცევა არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ ემსახურო ტრადიციულ ღირებულებას. მაგალითად, ქალებს თანამედროვე განათლება აძლევს საუკეთესო საშუალებას, იყვნენ კარგი ცოლები ქმრებისთვის და კარგი მასწავლებლები შვილებისთვის.
4)    ბევრი ახალგაზრდა ამტკიცებს, რომ იზიარებს ტრადიციულ ღირებულებებს, მაგალითად, “მანდილოსნების პატივისცემას”, თუმცა ბრმად არ მიჰყვება ძველ მიწერილობებს. ეს მოწმობს იმაზე, რომ წესის მნიშნველობა იმაზე მეტად ფასობს, ვიდრე – თვითონ წესი.

ახალგაზრდები ხშირად ერიდებიან საკუთარი განსხვავებული მოსაზრებების (განსაკუთრებით წვრილმან საკითხებზე) გამოთქმას, რათა შეინარჩუნონ ოჯახის ერთიანობა. ეს ძალისხმევა ემსახურება ტრადიციული და ახალი კულტურიდან ღირებულებების იმდაგვარ სინტეზს, რომ თავიდან აიცილონ წინააღმდეგობები. ამგვარად ისინი იცავენ ოჯახს, სოციალურ კავშირებსა და ერთობას.

წყარო-Camilleri C. and Malewska-Peyre. (2nd ed.). (1996). Socialization and Identity Strategies (pp. 43-64).

მთარგმნელი: ნინო მაჭარაშვილი

About socioflaneur

სოციოფლანიორი
This entry was posted in კულტურის ემპირიული კვლევები and tagged , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s