ემილ დიურკემისა და მაქს ვებერის სოციოლოგიის ძირითადი პრინციპების შედარებითი დახასიათება

1.    მეთოდოლოგიების შედარებითი ანალიზი
2.    სოციალური ფაქტისა და სოციალური მოქმედების შედარებითი ანალიზი
3.    რელიგიის სოციოლოგიური ანალიზების შედარება

მეთოდოლოგიების შედარებითი ანალიზი
დიურკემი განსაზღრავს  სოციოლოგიურ ახსნას,  როგორც მიზეზობრივ ახსნას, რომლის არსიც სოციალური მოვლენის სოციალური გარემოთი განსაზღვრულობის ანალიზში მდგომარეობს. დიურკემი მიიჩნევს ,რომ  სოციალური  მოვლენა არის ნივთი და იგი განხილული უნდა იყოს როგორც ნივთი. ნივთის  სახელით ერთიანდება,ის რაც მოცემულია ჩვენ წინ და არსებულია ან, უფრო ზუსტად, ექვემდებარება დაკვირვებას.ჩვენ მოცემული გვაქვს არა ღირებულებებზე ადამიანის მიერ შექმნილი იდეა- იგი მიუღწეველია დაკვირვებისათვის,- არამედ ეკონომიკურ ურთიერთობათა სფეროში არსებული რეალური ღირებულებები: ჩვენ გვეძლევა ზნეობრივი იდეალის არა რაიმე კონცეფცია, არამედ იმ წესთა ერთობლიობა რეალურად, რომ განსაზღვრავენ ადამიანის ქცევას.
•    სოციალური მოვლენები უნდა შევისწავლოთ  იმ სუბიექტებისაგან განცალკევებულად მათ რომ აცნობიერებენ.ისინი უნდა შევისწავლოთ ჩვენს გარეთ,როგორც გარეგანი ნივთები.ნებისმიერი მოვლენა  უნდა განვიხილოთ გარედან და არა განმცდელი თვალთახედვით.
•    სოციალურ ფაქტებში ვლინდება ნივთის ყველა თვისება:სამართალი არსებობს კოდექსის სახით,ყოველდღიური ცხოვრების სვლა აღირიცხება სტატისტიკური ციფრებით,ისტორიული ძეგლებით,სამოსის მოდა ვლინდება კოსტუმების სახით, გემოვნებები-ხელოვნების ქმნილებებში.
•    დიურკემის აზრით,   გაგების მეთოდის  ნაკლოვანება არის ის რომ ხშირად გრძნობაა წინ წამოწეული. მართლაც, ჩვენს  პოლიტიკურ და რელიგიურ რწმენებს, ჩვენს ზნეობრივ წესებს სრულიად სხვაგვარად ვეკიდბით,ვიდრე ფიზიკური სამყაროს ნივთებს.ეს მგრძნობიარე ხასიათი გავლენას ახდენს აღნიშნული წესების გაგებასა და   ახსნაზე.ჩვენს მიერ შექმნილი იდეები ისევე მახლობელია ჩვენი გრძნობებისათვის, როგორც მათი ობიექტები,ამიტომ იძენენ ეს იდეები  ისეთ ავტორიტეს, რომ ვეღარ იტანენ ვერავითარ წინააღმდეგობას: ყოველგვარ საპირისპირო აზრს ისინი მტრულად ეკიდებიან.
ამრიგად, როდესაც სოციოლოგი შეუდგება სოციალური ფაქტების რაიმე რიგის კვლევას, ისინი უნდა განიხილოს, როგორც  იზოლირებულნი  თავიანთი ინდივიდუალური გამოვლინებებისაგან.(დიურკემი)

დიურკემის საპირისპიროდ, ვებერი მიიჩნევს, რომ საზოგადოება მთლიანობაში არც კლექტიურობის ესა თუ ის ფორმაა, თუ მივუდგებით საკითხს  მკაცრი მეცნიერულობით, არ უნდა განიხილებოდეს მოქმედების სუბიექტების სახით: ასეთები შეიძლება იყოს  მხოლოდ ცალკეული ინდივიდები.
•    ვებერს მიაჩნია ,რომ  სოციოლოგიური  გამოკვლევის საგანია სუბიექტურად ნაგულისხმევ საზრისთან დაკავშირებული მოქმედება. სოციოლოგია, ვებერის მიხედვით უნდა იყოს “ გამგები” იმდენად, რამდენადაც ინდივიდის მოქმედება გააზრებულია,მაგრამ ეს გაგება არ არის  “ფსიქოლოგიური”, რამდენადაც საზრისი არ მიეკუთვნება ფსიქოლოგიურის სფეროს და არ არს ფსიქოლოგიის საგანი.
•    ვებერი ამბობს,რომ მხოლოდ ადამიანები არიან ჩვენთვის გასაგებ მოქმედებათა მატარებლები, მოქმედებათა, რომელთაც აქვთ საზრისისეული ორიენტაცია”.   ვებერის   თანახმად, კოლექტივები სოციოლოგიას შეუძლია  განიხილოს როგორც  მათი შემადგენელი ინდივიდებისაგან წარმოებული რამ: კოლექტივები წარმოადგენენ არა დამოუკიდებელ რეალობას, როგორც ეს  დიურკემთანაა, არამედ უფრო ცალკეულ ინდივიდდთა მოქმედებების ორგანიზაციის წესებს.
მხოლოდ ადმიანები არიან ჩვენთვის გასაგებ მოქმედებათა მატარებლები, მოქმედებათა რომელთაც აქვთ საზრისისეული ორიენტაცია (ვებერი)

სოციალური ფაქტებისა და  სოციალური  მოქმედების შედარებითი ანალიზი
•    დიურკემის  განსაზღვრებით “ სოციალურ ფაქტს წამოადგენს მოქმედების ყველა მკვეთრად ან ნაკლებად მკვეთრად განსაზღვრული წესი, რომელსაც უნარი აქვს იქონიოს ინდივიდზე გარეგნული დაწოლა ისე,რომ ამავე დროს ინარჩუნებს თავის საკუთარ არსებობას, რომელიც დამოუკიდებელია მისი ინდივიდუალური გამოვვლინებიდან”. ამ განსაზღვრების საზრისი ისაა, რომ მისი აზრით დაბადებისას ინდივიდი მზამზარეულად პოულობს მისგან დამოუკიდებელ ფუნქციონირებად კანონებს და ადათ-წესებს, ყოფაქცევის წესებს, რელიგიურ რწმენებსა და ჩვეულებებს, ენას, ფულად სისტემას. აზრთა, მოქმედებათა და გრძნობათა ეს წესები არსებობენ დამოუკიდებლად, ობიექტურად.
•    სოციალურ ფაქტორთა ობიექტირობის შედეგია მათი მეორენაირი- სხვაგვარი დახასიათებაც, რომელიც ინდივიდებზე მათ  გავლენაში, ამ უკანასკნელთა  განსაზღვრული  მოქმედებისადმი იძულებაში გამოიხატება. ამის ახსნისას დიურკემი წერდა, რომ ყოველი ადამიანი თავის თავზე განიცდის სოციალურ იძულებას. მაგალითად იურიდიული და   მორალური წესები შეუძლებებლია ინდივიდმა დაარღვიოს  ისე, რომ  მან არ იგრძნოს საყოველთაო გაკიცხვისა და არმოწონების მთელი სიმძიმე.

•    ვებერი განსაზღვრავს სოციოლოგიას როგორც სოციალური მოქმედების შემსწავლელ მეცნიერებას.         როგორ განსაზღვრავს ვებერი თვით სოციალურ მოქმედებას? “  მოქმედებად უნდა იწოდოს ადამიანის ქცევა, მაგრამ სოციალური მოქმედება უნდა ეწოდოს ისეთს, რომელიც  მოქმედის ან  მოქმედდთა მიერ ნაგულიხმევი სუბიექტური საზრისის მიხედვით მიმართულია, მიპყრობილია სხვათა მოქმედებებზე”
•    ამგვარად სოციალური მოქმედება, ვებერის მიხედვით, გულისხმობს ორ მომენტს: ინდივიდის ან  ჯგუფის სუბიექტურ მოტივაციას, რომლიც გარეშეც  საერთოდ შეუძლებელია  ვილაპარაკოთ მოქმედების შესახებ, და სხვაზე ( სხვებზე) ორიენტაციას, რომელსაც ვებერი უწოდებს კიდეც “ მოლოდინსაც” და რომლის გარეშეც მოქმედება შეუძლებელია განხილულ იქნეს როგორც სოციალური

რელიგიის სოციოლოგიური ანალიზი
•    ემილ დიურკემის აზრით,  ყოველი რელიგიური რწმენისათვის დამახასიათებელ ნიშნად, რომელიც მათ ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ახასიათებთ, არის  რელიგიის მიერ გაშუქებული ყველა საგანთა ორ დაპირისპირებულ კლასად: საეროდ ( ყოველდღიური, ამქვეყნიური, ვულგარული, უწმინდური, არაწმინდა ) და სასაულიერო, წმინდად დაყოფა.
•    სასულიერო წმინდა ფლობს ფლობს, პირველი, აკრძალვითობას, ამქვეყნიური  მოვლენებისაგან განცალკევებულობას: მეორე არის მისწრაფებათა, სიყვარულისა და პატივისცემის ობიექტი  ავტორიტეტის წყარო. ეს დიურკემის აზრით  მიუთითებს  წმინდას  საზოგადოებრივ ხასიათზე. ღამდენადაც მხოლოდ საზოგადოება ფლობს ასსეტ თვისებებს: იგი ერთდროულად ავტორიტეტის,  სიყვარულის,  თაყვანისცემის წყაროცაა და იძულების წყაროც.
•    დიურკემმა ასე განმარტა რელიგია: “ ესაა რწმენათა და ადათ- წესთა მთლიანობითი სისტემა, რომელიც ეხება წმინდა ( სასულიერო) ე. ი აკრძალულ, ნივთებს, რწმენათა და ადაპტ- წესთა, რომლებიც აერთიანებენ ერთ მორალურ თემად წოდებულს ეკლესიად ყველა იმათ ვინც მისდევს მათ და აღიარებს.  რელიგია დიურკემის მიერ ყოველთვის განიხილებოდა, როგორც პოზიტიური ფაქტი, როგორც სიკეთე, რომელსაც ხალხისათვის სიხარული და სულიერი აღფრთოვანება მოაქვს. დიურკემს მიაჩნდა, რო მორწმუნეთა ღმერთი სხვა არფერია თუ არა  მხოლოდ საზოგადოების ფიგურარული გამოთქმა, ხოლო ღვთაებრივი პრინციპი, “ სხვა არაფერი თუ არა საზოგადოება ჰიპოსტაზირებული და გარდაქმნილი”. ამგვარად რელიგია თვით საზოგადოებაა. შაზოგადოება რელიგიური კულტისა და დოგმატების  ავტორიცაა და საგანიც. იგი ქმნის რელიგიას და იწვევს რელიგიურ თაყვანისცემას, იგი ერთდროულად ღმერთიცაა და მორწმუნეც. დიურკემმა ჩათვალა რა რომ რელიგიის მთავარი კომპონენტი არ არის  მისი დოგმატური ნაწილი, არამედ რელიგიური საქმიანობა, რომეიც წეს- ჩვეულებათა კოლექტიურ  შესრულებაში  გამოითქმება. დიურკემმა გააკეთა დასკვნა, რელიგიის დადებითი საზოგადოებრივი ფუნქციის შესახებ. მისი აზრით კულტი მიმართულია ადამიანთა ქცევაში ღვთაებრივისა და საეროს დუალიზმის განხორციელებაზე.შესაბამისად ყველა რელიგიური წეს- ჩვეულებანი იყოფიან ორ   სახეობად: ნეგატიურად და პოზიტიურად. პირველთა მიზანია, მკვეთრად გამიჯნოს  ღვთაებრივი და საერო. დაიცვას ღვთაებრივი საერო წაბილწვისაგან, მიუახლოვოს ადამიანი ღვთაებრივს თვითაღკვეთის  პირად სიკეთეზე უარის თქმის, თვითდამდაბლების, თვითშეწირვის ან უკიდურესი ასკეტიზმის ფასად. პოზიტიური კულტის ამოცანაა, ღვთაებრივი  სამყაროსადმი მორწმუნეთა ზიარება. საკულტო პრაქტიკაში დიურკემმა გამოყო შემდეგი ძირითადი სოციალური ფუნქციები: დისციპლინარული ანუ მაიზულებელი და მაკონტროლებელი: კვლავწარმოებითი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ახალი ტაობისადმი სოციალური მემკვიდრეობის გადაცემა: და ბოლოს ეიფორიული, რომელიც სოციალური კეთილდღეობის, სამხიარულო გრძნობების შექმნაში მდგომარეობს.

About socioflaneur

სოციოფლანიორი
This entry was posted in სოციოლოგია and tagged , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to ემილ დიურკემისა და მაქს ვებერის სოციოლოგიის ძირითადი პრინციპების შედარებითი დახასიათება

  1. Chiamaria says:

    ვაიმე როგორ მეზიზღებოდა ამეების სწავლა უნივერსიტეტში :შ
    ბლაჰ…

    • socioflaneur says:

      😀😀 მეზარებოდა. პ.ს ვერ მივხვდი რომელი ხარ🙂

      • Chiamaria says:

        ბლოგი ანონიმური მაქვს, შესაბამისად პიროვნებას როგორც ასეთი, ალბათ ვერ მიცნობთ და არც ისე გიცნობთ, რეალუტრი ცხოვრებაში. გზააბნეული “ბლოგერი” ვარ :))))

  2. T>T> says:

    sagol magrad gamomadgeba 3 dgeshi maqvs amati shedareba dasaweri😀

  3. ხედავ ხატია თანამედროვე ნეოლიბერალური განათლება პროცესუალურად ისეა აწყობილი, რომ სტუდენტები სწავლობენ გამოცდების ჩაბარებისთვის

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s