სოციალიზაციიდან იდენტობების სტრატეგიებამდე

განხილულია სოციალიზაციის ცნება და მისი ევოლუცია სოციო-კულტურულ კონტექსტში, თუ როგორ წამოწია სოციალიზაციის ტრანსფორმაციამ, იდენტობის პრობლემები თანამედროვე საზოგადოებაში. რელიგიის გავლენის შემცირების, ღირებულების რეორიენტაციისა და კოლექტიურიდან ინდივიდუალურ ცნობიერებაზე გადასვლის გამო, ბავშვების სოციალური გარემო იცვლება ბევრად უფრო სწრაფად ვიდრე ეს ხდებოდა დიურკემის, ფროიდის ან პიაჟეს დროს. კროსკულტურული კვლევების განვითარებამ გააფართოვა ხელმისაწვდომი არეალი და სოციალიზაციის კვლევები ნაკლებ ევროპოცენტრული გახადა. ანთროპოლოგიური, სოციოლოგიური და ისტორიული ცნებებისა და ინსტრუმენტების განხილვასაც უკვე ინტერდისციპლინარული ხასიათი აქვს. გარდა ამისა, ფენომენი, რომელიც უკავშირდება სწრაფ სოციალურ ცვლილებებს, მოიცავს ნაციონალური იდენტიფიკაციის სახეცვლილებას. ჩამოთვლილი მიზეზების გამო, ინტერესი იდენტობების მიმართ კვლავაც განახლდა.

სოციალიზაციისა და ენკულტურიზაციის ცნებები:
სოციალიზაცია ეხება ინდივიდის ურთიერთობებს მის გარემოსთან. ეს არ არის შემთხვევითი, თუმცა განისაზღვრება ზოგადი ფაქტორებით, რომლებიც მოქმედებენ ინდივიდებზე. სოციალიზაცია, მისი ბაზისური განმარტებით, არის ცვლილებების ერთობლიობა, რომელიც ყალიბდება ინდივიდების ურთიერთობისას გარემოსთან (მატერიალურ, მენტალურ, სოციალურ). ეს ცვლილებები გავლენას ახდენს ყველაფერზე, რასაც ინდივიდი იღებს, როგორც გლობალურ ისე ბაზისურ დონეზე.

სოციალური სამყაროს ინტერნალიზება ორი გზით ხდება: 1) ინდივიდებს ექმნებათ სხვების შესახებ ზოგადი მენტალური ხატი, რომელიც გადაიქცევა მუდვივ შინაგან მითითებად. 2) ინდივიდები აცნობიერებენ ყველაფერს, რაც აიგივებთ მათ ამა თუ იმ ჯგუფთან. მაგ. საკუთარ თვისებებს, როლებიც მათ ხდიან ამა თუ იმ ჯგუფის წევრად. ამას მივყავართ სოციალიზაციის უფრო ვიწრო გაგებასთან, რომელთან მიმართებაშიც უნდა განვიხილოთ კულტურის ცნება. კულტურის ყველაზე ფართო გაგებით, კულტურულია ყველაფერი, რაც არის სოციალური, რადგან იგი შექმნილია ადამიანის მიერ. მაგრამ არსებობს კულტურის უფრო ვიწრო გაგება, რომელიც აყალიბებს ადაქმიანების ჯგუფებს და განასხვავებს მათ ერთმანეთისაგან.

კულტურა განსაზღვრავს ყველაზე მყარ, მტკიცე და გავრცელებულ ღირებულებებს. პროცესი, რომლის დროსაც ინდივიდი ეცნობა მისი კულტურისათვის დამახასიათებელ სპეციფიკას, სხვადასხვა ტერმინით განსაზღვრავენ და ერთ-ერთია ენკულტურიზაცია. ენკულტურიზაციის ადგილი და მნიშვნელობა სოციალიზაციის დინამიკის პროცესში, იცვლება საზოგადოების ტიპის მიხედვით.

სოციალიზაციის მეორე განმარტების მიხედვით, სოციალიზაცია ჩნდება რომ მოხდეს ადაპტაცია. ამ შემთხვევაში სოციალიზაციის ნორმატიული და ფუნქციური ნიშნები დიურკემის და მისი მიმდევრების გავლენას განიცდიდა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ სოციალიზაციის პროცესის მიზანი იყო, განეპირობებინა საზოგადოების ფუნქციონირება.

ფუნქციონირების ცნება ჩნდება ასევე ვალონთან, პიაჟესთან და ფროიდთან, რომლებიც ხაზს უსვამდნენ საზოგადოების როლს ინდივიდის განვითარების პროცესში. ეს თეორეტიკოსები სწავლობდნენ სტადიებს, რომელთა მიხედვითაც ინდივიდები იღებდნენ სოციალურ ნორმებს, რომ მიყვნენ ცხოვრების გზას ისე, როგორც საზოგადოება აღიქვამს ნორმალურად.

თავდაპირველად უნდა განვსაზღვროთ კავშირი ორ ცნებას შორის: სოციალიზაცია და განათლება. განათლება შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც, ძალისხმევა, ვუბიძგოთ ინდივიდებს იმ ღირებულებების შეცნობისკენ, რომლებიც ითვლება, რომ საუკეთესოა მათთვის. თუმცა, ზოგიერთი ავტორი მაგ: Muszynsky ამ ორ ცნებას არ განიხილავს, როგორც სინონიმს. იგი თვლის, რომ სოციალიზაცია გულისხმობს მოქმედებას, რომელიც არ არის წინასწარ განსაზღვრული, ხოლო მიზანმიმართულ მოქმედებას, უკვე შეადგენს განათლება.

სოციალიზაცია მიმდინარეობს იმიტაციის, იდენტიფიკაციის, თამაშის, როლების ათვისების, ენის შესწავლის, კითხვის პროცესში. დიდი ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით დიურკემის ადრეულ სოციოლოგიაში, ითვლებოდა, რომ მხოლოდ ჯგუფი ახდენს ინდივიდებზე გავლენას და არა პირიქით, მაგრამ ახლა შემობრუნება მოხდა უფრო ინტერაქციული პერსპექტივებისკენ, რომლებიც მხედველობაში იღებს ინდივიდების გავლენას გარემოზე, ისევე როგორც, გარემოს გავლენას ინდივიდებზე ანუ ხდება ორივე მხარის ურთიერთგავლენაზე დაკვირვება.
სოციალიზაცია და სოციალური ევოლუცია
მხედველობაში უნდა მივიღოთ სოციოლოგიური ცვლადები და განვიხილოთ გარემოს ის ტიპი, რომელშიც აღმოცენდება ეს ინტერაქცია. მიუხედავად ლიმიტირებულობისა, უნდა განვასხვავოთ “ტრადიციული” და “ინდუსტრიული” საზოგადოებები. პირველი მათგანი, განსაკუთრებით პატარა და ნაკლებ კომპლექსური საზოგადოებები, ხასიათდება მთელი ჯგუფის კონსენსუსით კოლექტიური “მოდელის” შესახებ, რაც მოიცავს ღირებულებებს და ინდივიდებს შორის ინტერაქციის სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს. ეს მოდელებიც სტაბილურია, რადგან სოციალური ცვლილებები ნელა აღწევს ამ ტიპის საზოგადოებებში. მათ საკმარისი დრო ჰქონდათ იმისათვის რომ მთლიან ტრადიციულ მემკვიდრეობაში ჩაითვალონ, ძირითადად ისინი საკრალურად/წმინდად არიან მიჩნეულნი და თაობიდან თაობას გადაეცემიან. ამ შემთხვევაში სოციალიზაცია არის აშკარა, ფორმალიზებული, და სოციალურად კონტროლირებადი. მსგავს საზოგადოებებში კულტურული მახასიათებლები ძალზედ ძლიერია. ამას ორი ასპექტი აქვს: პირველი, სოციოლოგიური ფუნქციონერების ეს მოდელი თავს იცავს შედარებით თავისუფალი, ნაწილობრივი, და ექსტრა-კულტურული მოდელების გამოჩენისგან. ამის გამო, ენკუტლტურიზაცია მოიცავს მთელს საზოგადოებას. შეიძლება ითქვას, რომ კულტურა საზოგადოების კონვერტია, ენკულტურიზაცია კი სოციალიზაციის კონვერტი. მეორეს მხრივ, კულტურული მოდელები ცხოვრების ყველა სიტუაციას აკონტროლებენ, დაწყებული ზოგადი ღირებულებებით – ყველა სიტუაციის მცირე დეტალებით დასრულებული. შესაბამისად ეს მოდელები იმართება წესებითა და რეგულაციებით. ამ წესებს ყველამ უნდა სცეს პატივი, თუკი სურს რომ ჯგუფის პატივსაცემი წევრი გახდეს თავად. ამ შემთხვევაში ენკუტლურიზაცია არ განსხვავდება არც სოციალიზაციისგან და არც განათლებისგან.
ინდუსტრიულ საზოგადოებებში, რომელთაც სწრაფი ცვლილებები ახასიათებთ, სუბჯგუფები გახდა როგორც მრავალი, ასევე არაერთგვაროვანი. ისინი აჩვენებენ ხაზგასმულ დამოუკიდებლობას იმ მოდელისაგან რომელიც საზოგადოებას მართავს უფრო ფართო დონეზე. ამის გამო, საქმე უკვე სუბ-სისტემებს (მაგალითად: სქესობრივი ან ასაკობრივი სუბჯგუფები) კი არა, არამედ სუბკულტურებს ეხება. სუბჯგუფებს შორის განსხვავება ძალზედ დიდია და ხშირად კონფლიქტური ხასიათის. მაგალითად ეს კარგად ჩანს დასავლური ტიპის საზოგადოებებში, სადაც განსხვავება უფროსებისა და ახალგაზრდების თაობებს შორის საკმაოდ დიდია. საზოგადოების დონეზე კულტურის ცნობა უკვე აღარ არის საკმარისი იმისათვის, რომ ამ სუბჯგუფების რეპრეზენტაციების წინასწარმეტყველება და ინტერპრეტირება მოხდეს, მაგალითად სოციოეკონომიკური სუბჯგუფის შემთხვევაში. შესაბამისად, ამ კონტექსტში, “საზოგადოება უკვე აღარ აროს ძირითადი დამოუკიდებელი ცვლადი, თუკი სოციალური კლასი არ განიხილება ადეკვატურად”. საჭიროა ამ კონკრეტული სუბკულტურების ცოდნის არტიკულირება.
აქედან გამომდინარეობს სტრუქტურული ცვლილებაც: თანამედროვე საზოგადოებაში კულტურა წარმოადგენს ძირითად მაინტეგრირებელ სისტემას, და აგრეთვე იმ სფეროს, რომელიც ამ სუბჯგუფებს, მიუხედავად მათი განსხვავებულობებისა საერთო აქვთ. კულტურა ნაკლებად გვთავაზობს სპეციფიურ მახასიათებლებს, ის აჩვენებს უფრო ზოგად დამოკიდებულებებს, ქმედების პრინიციპებსა და მოქმედების გლობალურ სქემებს. ამ გაგებით, სოციალიზაცია ”მიკროსკოპური” დონიდან გადაინაცვლებს უფრო ფართო “სოციალიზაციის ჩარჩოში”. ასევე საზოგადოების ფარგლებში კულტურის მნიშვნელობის შემცირება დაკავშირებულია არა მხოლოდ სუბკულტურების წარმოქმნასთან, არამედ ასევე იმ ფაქტთან რომ ცვლილებები არ აძლევს საშუალებას რეპრეზენტაციებს, ღირებულებებსა და ცოდნას ტრადიციაში დასალექად. ამის საპირისპიროდ სწრაფი ცვლილებები უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ტრანზიტულ კოლექტიური მნიშვნელობებს, ვიდრე კულტურულ მემკვიდრეობას. სწორედ ამიტომაც, მათი როლი სოციალიზაციაში იზრდება ენკულტურიზაციასთან ერთად.
რთულ ტრადიციულ საზოგადოებებში (მაგალითად, ანტიკური საზოგადოებები ევროპაში, აზია და არაბული სამყაო) და ასევე მეტად ინდუსტრიალურ საზოგადოებებში, ინდივიდი არასდროს არ ეხება საზოგადოებას როგორც მთელს, არამედ იმ სუბჯგუფებს რომელთა წევრიც ხდება დაუყოვნებლივ ან რომლთა წევრობასაც შემდგომში მოიპოვებს. რადგან სუბჯგუფები წარმოადგენენ ზოგადი კულტურული სისტემის სტაბილურ სუბსისტემებს, სოციალურ მობილობას დომინანტური ეფექტი აქვს სისტემაში მათი ადგილის განსაზღვრაში და შესაბამისად ახდენენ პირველად სოციალიზაციას. ამის საპირისპიროდ, ინდუსტრიულ საზოგადოებაში ერთი განსხვავებული სუბჯგუფიდან მეორეში მობილობას მივყავართ სოციალიზაციისკენ, რომელიც თავის მხრივ განსხვავებულია. ენკულტურიზაცის მიერ შემოთავაზებული ელემენტი ქრება. და რადგან კულტურა თავის მხრივ გადის მუდმივ ტრანსფორმაციებს, სოციალიზაციის აგენტები  უფრო და უფრო მეტად მუშაობენ მოდელებთან მიმართებაში, რომლებიც იცვლება ინდივიდის ცხოვრების მანძილზე. აქედან გამომდინარე, უკვე აღარ შეიძლება იმის თქმა რომ ინდივიდმა გაითავისა მხლოდ თავისი ადგილობრივი კულტურა, რადგან მას უწევს სხვადასხვა მოდელებთან მუშაობა. ერთი კულტურის ენკულტურიზაცია კომბინირებულია აკულტურიზაციასთან. ამიტომაც ინდივიდები მზად უნდა იყვენენ დესოციალიზაციისათვის და რესოციალიზაციისათვის თავიანთი ცხოვრების მანძილზე. შესაბამისად მართალია ის მოსაზრებაც, რომ როდესაც ინდუსტრიულ საზოგადოებაში განიხილება მიგრანტთა საკითხი “მიგრანტთა შვილები იზრდებიან სამყაროს სურათის განსხვავებული ფრაგმენტებით და ასევე განსხვავებული გამოცდილებებით”. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია რომ თავიდან ავიცილოთ განსხვავება მიგრანტთა შვილების სოციალიზაციასა და ადგილობრივი მკვიდრების შვილების სოციალიზაციას შორის.  მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტები არ წარმოიშვება ზოგადი კულტურის დონეზე, და წარმოიშვება სუბკულტურების დონეზე, პრობლემები რომელთაც აწყდება ადგილობრივი მოსახლეობა თვისობრივად არ განსხვავდება იმ პრობლემებისაგან, რომელთაც აწყდებიან მიგრანტები, თუმცა ამ უკანასკნელთა პრობლემები უფრო ძლიერია. შესაბამისად, განათლების ახალმა ტიპმა უნდა ასწავლოს ორივე ჯგუფს თუ როგორ გაუმკლავდეს კულტურის ცვლილებებს.
ინდივიდუალობა იძენს ახალ მნიშვნელობას. ორ ან მეტ სუბკულტურაში ყოფნის შემდეგ ინდივიდებს შეუძლიათ ამ სუბკულტურების ღირებულებებისა და რეპრეზენტაციების შედარება, და ასევე დისტანცირება ორივე მათგანისგან. ეს მათ საშუალებას აძლევს, რომ არა უბრალოდ გახდნენ კულტურისა და სოციალური სფეროს წევრები, არამედ იყვნენ აქტორები იმ კულტურულ და სოციალურ კონტექსტში, რომელიც ცოდნის ცნობიერ ობიექტს წარმოადგენს. ეს ახალი მენტალური სტადია, მათ ანიჭებს ძალას, რომელსაც თავიანთი პიროვნებიდან და გარემო პირობებიდან გამომდინარე მეტად ან ნაკლებად გამოიყენებენ, ეს არის მათი საზოგადოების მიერ შემოთავაზებული განსხვავებული მატერიების მანიპულირების პერსონალური ძალა. აქედან გასაგებია, რომ მოცემული კულტურა და გამოცდილებით მიღებული კულტურა განსხვავდებიან.
ეს პროცესები არ არის წახალისებული ტრადიციულ საზოგადოებებში. ამას მიყავართ ინტერაქციონისტული თეზისის რეზერვაციასთან. როდესაც ინდივიდები პასიურად ღებულობენ სოციალურ გზავნილებს, ეს ნიშნავს რომ მხოლოდ მათი აქტიური ჩართულობა წარმოქმნის კონფორმიზმს; მაგრამ ტრადიციულ საზოფადოებებში კოლექტიური მოდელი ქმნის კონფორმიზმს, ყველა მიზნისათვის. ამის საპირისპიროდ, ინდუსტრიულ საზოგადოებებში ინდივიდები არა მხოლოდ სარგებელს ნახულობენ სოციალური ობიექტებით მანიპულირებით, არამედ ისინი წახალისებულებიც კი არიან რომ ასე მოიქცნენ. მათ უწევთ აირჩიონ სხვადასხვა კონკურენტ მოდელებს შორის, და ეს ეხება სოციალიზაციის თვით ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტებს როგორებიცაა: ოჯახი, სკოლა, ეკლესია. ამას ისინი რამოდენიმე პროცესით ახარხებენ, უფრო ზუსტად კი შერჩეული იდენტობებით თამაშით. იმ მომენტიდან რაც საზოგადოებაში იქმნება სუბ-დანაყოფები, კონფლიქტი იკავებს დიდ ადგილს სოციალიზაციაში და უნდა განიხილოს როგორც პოზიტიური ელემენტი. ეს საჭიროა თვისებრივად უფრო მაღალი სახელმწიფოს შექმნისათვის, და ამის გამო განათლებამ უნდა იზრუნოს კონფლიქტებზე და კონფლიქტის გადაწყვეტაზე.
მედიის საშუალებით ინდივიდები ეცნობიან მსოფლიოს მოდელებს, საიდანაც ავითარებენ “სოციალურ წარმოსახვას”, რაც ადრე არ იყო შესაძლებელი და ახლა კი მნიშვნელოვანია და “სოციალურ რეალობას” კონკურენციასაც კი უწევს. შესაბამისად ბავშვობიდან მოყოლებული ინდივიდები ეჯახებიან პრობლემებს ღირებულებებისა და ცოდნის გადაწყვეტაში, ფაქტიურად ირჩევენ საკუთარი სოციალიზაციის გზას. ეს ქმნის მათ შიდა კონტროლს ტრადიციების გარე კონტროლზე.
სოციალურ ნორმებს შორის არჩევნის გაკეთებას, ინდივიდები მიჰყავს კოლექტიური ნორმების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებამდე და აღუძრავს სოციალური ცვლილებების სურვილს, რათა დასახონ ახალი სოციალური და კულტურული მიზნები და თავიანთი საკუთარი სოციალიზაციის გეგმები შემოგვთავაზონ. თვითონ სოციალიზაციაც გადის ცვლილებებს: თუკი ადრე ინდივიდი ერგებოდა საზოგადოებას (რაც იყო დიურკემის სოციოლოგიის ცენტრალური განხილვის საგანი), ახლა საზოგადოებაც ერგება ინდივიდს. ინდივიდებს შეუძლიათ თავიანთი საკუთარი სოციალიზაციის გზისა და ენკულტურიზაციის არჩევა. პროცესი ხდება უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე თავად პროდუქტი.
ამ პირობებიდან გამომდინარე, როდესაც აკვირდები ორ ინდივიდს შორის კომუნიკაციას, მხოლოდ ზოგადი კულტურის ცოდნის შემთხვევაში ძნელია იმის გამოცნობა და გაგება თუ რა ხდება მათ შორის, რადგან ინდივიდები სხვებთან ინტერქციას ახდენენ თავისებურად. ამიტომ ჩვენ უნდა შევისწავლოთ ურთიერთობები და პროცესები იმ ინდივიდებს შორის, რომლებიც ამ კულტურების მატარებლები არიან, და ჩავუღრმავდეთ კულტურის შესწავლას ინტერკულტურული ინტერქციების დონეზე.
და ბოლოს, მაშინ როდესაც ინდივიდები უკვე თავად ირჩევენ თავიანთი სოციალიზაციის გზებს, იდენტურობის პრობლემა ხდება ძალზედ მნიშვნელოვანი.

სტიგმატიზაციის თავიდან აცილების სტრატეგიები:
ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ  საკუთარი თავის პოზიტიურ სიტუაციაში წარმოჩენა ადამიანების მთავარი მახასიათებელია. პოზიტიურ იდენტურობაში, ჩვენ ვგულისხმობთ, გრძნობას, რომ ვფლობთ განსაკუთრებულ თვისებებს გავლენა მოვახდინოთ ადამიანებსა და სიტუაციაზე, ან სულ ცოტა გავაკონტროლოთ საკუთარი გარემო და გვქონდეს  სხვებთან შედარებით  კარგი იმიჯი. ნეგატიური იდენტურობა  ფსიქოლოგიური დარღვევების ნიშნად მიიჩნევა.  პოზიტიური იდენტურობა კი – კარგი მენტალური ჯანმრთელობის ნიშნად. ეს შეგძნებები და  იმიჯები  დამოკიდებულია გამოცდილებაზე, სხვებთან ინტეგრაციის დონესა და სოციალურ ჯგუფზე.
პოზიტიური იდენტურობის საპირისპიროდ, ნეგატიური იდენტურობა არის გრძნობა ცუდად და დაუცველად ყოფნისა. ეს შეგრძნება მტკივნეულია. სტიგმატიზაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს ნეგატიური იდენტურობის ჩამოყალიბებაში. ამა თუ იმ პიროვნების პოზიტიური ან ნეგატიური შეფასება დამოკიდებულია სოციალურ მოლოდინებზე, რომელი სოციალურ როლებს უკავშირდება. პიროვნებას უარყოფითად განსჯიან თუ მისი საქციელი არ შეესაბამება სოციალურ მოლოდინს. მიგრანტებისათვის, რომლებმაც განსხვავებულ კულტურაში მიიღეს განათლება ზოგჯერ ძნელია და შეუძლებელიც კი, რომ გაამართლონ  საზოგადოებაში არსებული მოლოდინები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მოლოდინები ხშირ შემთხვევაში  უცნობია მიგრანტებისათვის.
ინდივიდი იტანჯება უარყოფისა და უარყოფითი მსჯელობებისგან, რომლებიც დაფუძნებულია  ნეგატიურ სოციალურ სტერეოტიპებსა და ცრურწმენებზე. . ეთნიკური უმცირესობებს,  სოციოეკონომიკური ჯგუფის წევრებსა და მარგინალიზებული ინდივიდებს ხშირად მოიხსენიებენ ნეგატიურ ასპექტში. ჩვენ იდენტურობის კრიზისს ვუწოდებთ მდგომარეობას, რომლის დროსაც ინდივიდებს არ შეუძლიათ კონსტრუირება მოახდინონ კოჰერენტული და თამამი იდენტურობისა , რომელიც განსაზღვრავს მათ მიკუთვნებულობას ახალ სოციალუ ჯგუფთან და შესაძლებელს ხდის სოციალურ ინტერაქციას.
ინტერაქციონისტული მიდგომის თანახმად სხვათა მსჯელობა, საუბარი  ორნაირ გავლენას ახდენს  ინდივიდის თვითობაზე :  პირველი, ინტერპერსონალურ სიტუაციაში, როდესაც ინდივიდის  საქციელი არ ეთანხმება სხვების მოლოდინებს, რომელებიც სოციალურ როლად მიიჩნევა. და მეორე  სოციალურ სიტუაციებში , სადაც ინდივიდი მიეკუთვნება  ჯგუფს და ასრულებს სოციალურ როლს, რომელიც ასოცირებულია სტერეოტიპულ, ნეგატიურ იმიჯთან. ჩვენს ანალიზში განვიხილავთ ძირითადად მესიჯებსა და ინტერაქციას სოციო_ფსიქოლოგიური მიდგომის ჩარჩოებში, მაგრამ ჩვენ არ ვივიწყებთ, სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებს, რომელმაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს ინდივიდში თვითობის გაუფასურება.
ჩვენს კვლევაში განვიხილავთ, ნეგატიურ მსჯელობებს, რომლებიც ცალკეული ჯგუფებისკენ არის მიმართული და რასისტული და ქსენოფობიური სტეროტიპებით ხელს უწყობს მიგრანტების კოლექტიური და ინდივიდუალური იდენტობის გაუფასურებას. ჩვენ განვიხილავთ თვითობის ნეგატიური იმიჯის თავიდან აცილების სტრატეგიებს.
ემპირიული კვლევები:
ერთერთი მნიშვნელოვანი შედეგი ჩვენი კვლევებისა არის  რასისტული დამოკიდებულების სიხშირე, რომელიც საფრანგეთში მცხოვრებმა მეორე თაობის მიგრანტებმა გამოსცადეს. ათი მოზარდიდან შვიდი ინტერვიუს წინ აცხადებდა, რომ ისინი რასისტული ცრურწმენებისა და დისკრიმინაციის ეფექტებს ღრმად განიცდიდნენ საკუთარ თავზე, გოგოები მეტად ვიდრე ბიჭები, და პორტუგალიელები და ესპანელები ნაკლებად ვიდრე არაბები. უნდა აღვნიშნოთ, რომ საფრანგეთში მიგრანტებს არ აქვთ იგივე სამოქალაქო უფლებები როგორიც ადგილობრივებს, რომელიც კიდევ ამძაფრებს მათ არათანასწორ სტატუსს.
მნიშვნელოვანია რასიზმის არსებობა სკოლებშიც. ეს კი იწვევს კონფლიქტებს  და საბოლოოდ  მიგრანტები სკოლებს ტოვებენ. ჩვენი მონაცემების მიხედვით  სკოლაში წარუმატებლობა  დაკავშირებულია მოზარდის თვითობის იმიჯზე. სკოლის მიტოვება ზრდის დაუსაქმებლობის დონეს, ეს უკანასკნელი კი უფრო ხშირია მეორე თაობის მიგრანტებში ვიდრე ფრანგ მოზარდებში.
ზოგადად, ძლიერი კორელაცია არსებობს ნეგატიურ იდენტურობასა და რასიზმისა და ქსენოფობიის გამოცდილებას შორის.  მიგრანტ მოსახლეობაში უფრო მაღალია  თვითობის ნეგატიური იმიჯის სიხშირე, ვიდრე ადგილობრივ მოსახლეობაში. ასევე აღსანიშნავია, რომ  თვითობის ნეგატიური იმიჯი  უბიძგებს ინდივიდებს პრობლემის გადაწყვეტის ძიებისაკენ, სახელდობრ ცდილობენ შეეგუონ დომინანტურ კულტურაში არსებულ ქცევის ნიმუშებსა და სტრატეგიებს, რომელიც მათ დაეხმარება გადალახონ  წინააღმდეგობები და შეცვალონ სიტუაცია.
საწყისი წერტილი, იდენტურობის სტატეგიების კვლევისას იყო შეცნობა იმისა, რაც აუფასურებდა თვითობას. ინდივდები ავითარებდნენ ქცევის მექანიზმსა და ნიმუშებს, (რომლებსაც ჩვენ სტრატეგიებს ვუწოდებთ)  რათა შეემცირებინათ და თავიდან აეცილებინათ ტანჯვა. ეს სტრატეგიები შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან კოლექტიური.

ინდივიდუალური სტრატეგიები:
მილიონობით ბავში და მოზარდია დასავლეთ ევროპაში, რომლებიც მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან მოვიდნენ აქ. საზოგადოებრივი აზრი ახდენს მათ სტიგმატზაციას, როგორც  გაუნათლებლებისა და დევიანტების. ამ ახალგაზრდა ადამიანების იდენტურობის განვითარება დაკავშირებულია სტეროტიპულ იმიჯთან რომელიც საზოგადოების მიერ არის თავს მოხვეული.
რეაქცია   ზემოთ ჩამოთვლილზე არის ის რომ ინდივიდები, დამნაშავედ გრძნობენ თავს საკუთარი არსებობის გამო. ინტერვიუს დროს მიგრანტი გოგონები განსაკუთრებით გამოხატავდნენ ამ ტენდენციას. ისინი ამბობდნენ “ მე პორტუგალიელი ვარ მაგრამ კარგი ადამიანი ვარ “.  მეორე კი ამბობდა “ მე არ ვხვდები ბიჭებს, რომლებიც ჩემი ქვეყნიდან არიან ( დასავლეთ ინდოეთი), ისინი ყველანი სულელები და გიჟები არიან, მაგრამ “ მე ასევე არ  მივდივარ პაემანზე ფრანგ ბიჭებთან, იმიტომ რომ დედაჩემმა მითხრა შეუმჩნეველი იყავიო”. სტრატეგია, რომელსაც ისინი ირჩევენ არის “ შეუმჩნევლობის” სტრატეგია. ჩვენი კვლევების მიხედვით, ეს არის შედარებით იზოლირებული ახალგაზრდების სტრატეგია, რომელთა ოჯახები ნაკლებად  ინტეგრირებულები არიან.
მომდევნო სახის რეაქცია არის რასისტული გამოცდილების უარყოფა “ მე არასდროს შემხვედრია რასისტი”. ისინი უარყოფენ, რომ მათ ხელს უშლით ან აწუხებთ რასიზმი. ჩვენმა ინტერვიუებმა აჩვენა, რომ  ისინი, ანუ მიგრანტები ამბობდნენ, როცა ადგილობრივები ჩვენი მიმართ ამბობენ ისეთ სიტყვებს როგორებიცაა “ ბინძური  შავკანიანი” და სხვა, ისინი ხუმრობენ. მე და ჩემი მეგობრები არ ვუსმენთ მათ და ვცდილობთ დავივიწყოთ. ერთერთმა  რესპონდენტმა, რომელიც ინტერვიუს მიმდინარეობისას აცხადებდა, რომ რასიზმის გამოვლენის შემთხვევებსაც კი  არ შესწრებია, ინტერვიუს შემდეგ განაცხადა, რომ ერთხელ ის საკუთარი არაბული სახის გამო კაფეში არ შეუშვეს.
ერთერთმა რესპონდენტმა თქვა “ ჩვენ არაფერი შეგვიძლია მოვიმოქმედოთ რასიზმთან დაკავშირებით, და სჯობს მოვიქცეთ ისე თითქოს ის არც კი არსებობს. ეს ჩემი არჩევანია. მე არ ვიბრძვი რასიზმის წინააღმდეგ მე, უბრალოდ, ყურადღებას არ ვაქცევ მას “. მომდევნო რესპონდენტმა, აზიური წარმოშობის სტუდენტმა თქვა “ სინამდვილეში მე ისევე ვლნძღავ რასისტებს, როგორც რასისტები მე, მაგრამ მე ამას არ გამოვხატავ. ჩემი კულტურა მასწავლის ზრდილობიანი ვიყო”.
მომდევნო ინდივიდუალური სტრატეგია არის ასიმილირება. მისი მიზანია  გახდე ასიმილირებული დომინანტურ კულტურასთან, საკუთარი განსხვავებულობის უარყოფისა და გადალახვის გზით. ეს სტრატეგია მოითხოვს სხვადასხვაგვარ ოპერაციებს,  რათა  გადავლახოთ ფიზიკური განსხვავება, როგორებიცაა თმების გასწორება, ან მათი ქერად შეღებვა, კანის ფერის გამაღიავებელი კრემების გამოყენება და კულტურული წარმოშობის დაფარვა გვარის შეცვლით.  ეს სტრატეგია ყოველთვის შესაძლებელი არ არის იმიტომ, რომ მისი ფსიქოლოგიური საფასური ძალიან მაღალია.
კვლევები ფრანგ სტუდენტებზე, რომლებიც წარმოშობით დასავლეთ ინდოეთიდან არიან აჩვენებს, რომ როდესაც ისინი არიან საფრანგეთში  ისინი ცდილობენ ფრანგებს დაემსგავსონ და ფრანგებივით მოიქცნენ, თუმცა რასიზმის საკუთარ თავზე გამოცდის შემდეგ ზოგიერთმა მათგანმა განსაკუთრებით დააფასა საკუთარი კულტურა და დაიწყო საკუთარი იდენტობის თამამად გამოხატვა.  ისეთ ციტატები როგორიცაა “ შენ  ისეთივე ხარ, როგორიც ჩვენ” ან  “ შენ, საკმაოდ, ღია ფერის კანი გაქვს” საკუთარ თავში შეიცავს რასიზმის ელემენტებს. ჩვენ ვხედავთ, რომ პიროვნება, რომელიც ამ გამოთქმებს იყენებს საზოგადოებაში გამეფებულ ცრურწმენებს ემყარება და მიიჩნევს რომ ღია ფერის კანის ქონა უპირატესობაა და ა. შ.  სტიგმატზაციის დაძლევის ერთერთი სტრატეგიაა ასევე   საკუთარი  კულტურის გაღმერთება, მაგალითად,  აფრიკელს კეთილშობილების, კულტურისა და ცივილიზაციის სინონიმად მიიჩნევნ, ხოლო ევროპას კი ომებსა და ბარბარიზმს უკავშირებენ. ეს სტრატეგია შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური ასევე კოლექტიური. არსებობს ფიზიკური წინააღმდეგობაც, ანუ როდესაც მიგრანტებს ეუბნებიან “ ბინძური შავკანიანი” ისინი პირდაპირ ფიზიკურ ძალადობაზე გადადიან.

კოლექტიური სტრატეგიები:
ერთერთი კოლექტიური სტრატეგიაა საკუთარი კულტურის იდეალიზება  და დასავლური ცივილიზაცისადმი უარყოფითი დამოკიდებულება. ამ სტრატეგიამ ,ასევე, შეიძლება ,ნაწილობრივ ,ახსნას ისლამური ფუნდამენტალიზმის წარატების მიზეზი.
საფრანგეთში მოზარდების მეორე თაობის მიგრანტებმა ჩრდილოეთ აფრიკიდან წამოიწყეს  ძლიერი მოძრაობა, რომელმაც მნიშვნელოვანი ისტორიული როლი შეასრულა  ფრანგულ საზოგადოებაში მათ  ადაპტირებაზე. ისინი ცდილობდნენ გამოყოფოდნენ  მშობლებს , მათ უნდოდათ ეშოვათ უკეთესი ადგილი საზოგადოებაში, იმიტომ რომ მეორე თაობის მიგრანტები იყვნენ და  უფრო  მეტად განათლებულები იყვნენ ვიდრე მშობლები.
მეორე კოლექტიური სტრატეგია არის ხაზგასმა არა ეროვნულზე, არამედ საერთო ადამიანურსა და ეგალიტარულზე. ეს სტრატეგია გულისხმობს, იმ ღირებულებების  თავმოყრას რომლებიც საერთოა ფრანგი და მიგრანტი ადამიანებისათვის.  შედარებით მარტივია ისეთი ღირებულებების გაზიარება , რომლებიც დაფუძნებულია  თანასწორობასა და ადამიანის უფლებებზე, ეს ღირებულებები საერთოა ფრანგებისა და მიგრანტებისათვის ვიდრე  ეროვნულ კულტურასა და ისტორიაზე დაფუძნებული ღირებულებები.
ასევე მნიშვნელოვანია საერთო ფაქტორებით გაეთიანების სტრატეგია ასიმილაციის გარეშე , ამის მაგალითია საფრანგეთში მიგრანტებისა  და ფრანგების ერთთობლივი გამოსვლა  უმუშევრობის წინააღმდეგ.
სტრატეგიის შერჩევა დამოკიდებულია ინდივიდზე და ასევე სოციეტალურ სიტუაციაზეც. ეს სტრატეგიები ასევე დამოკიდებულია პიროვნულ რესურსებზეც.

დასკვნა
სოციალიზაციის პროცესი და იდენტურობის სტრატეგიები ერთი და იმავე ფენომენის ორი ასპექტია. როდესაც სოციალური კონტექსტი არის სტაბილური , როგორც ეს ტრადიციულ საზოგადოებებშია, სოციალიზაცია და იდენტურობა ერთი და იგივეა. მაგრამ როდესაც , სოციალური კონტექსტი  რთულია და განსხვავებულ სეგმენტებისგან შედგება , იდენტურობის ცნება შემოდის.  იდენტურობა გამოიხატება იმ სტრატეგიებით რომლითაც ინდივიდები ყოველდღიურ ინტერაქციას არეგულირებენ.
თარგმანი -Camilleri C. and Malewska-Peyre. (2nd ed.). (1996). Socialization and Identity Strategies (pp. 43-64). Berry, J.W., Poortinga, Y. H., & Pandey, J. (eds.). Handbook of Cross-Cultural Psychology.  Vol. 2.

About socioflaneur

სოციოფლანიორი
This entry was posted in კულტურის ემპირიული კვლევები and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s