ძალაუფლების დაყოფა – ეთნიკური კონფლიქტების მოგვარების გზა

 

ქვეყანაში, სადაც  ადრე ავტოკრატიული რეჟიმი არსებობდა, ახლა კი უწესრიგო, დაულაგებელი პოლიტიკაა, დემოკრატიის წამახალისებელი სამთავრობო ინსტიტუტების მოწყობის მცდელობისას, ეთნიკური ჯგუფების ლიდერებმა ძალაუფლებით აღჭურვილი უმრავლესობის ტირანიისაგან დაცვა შეიძლება  მოითხოვონ.

უმცირესობის ლიდერები შიშობენ, რომ უმრავლესობის პოლიტიკური გადაწყვეტილებები და მათ მიერ მიღებული კანონები მათ მუდამ წამგებიან მდგომარეობაში  ჩააყენებს. წმინდა მაჟორიტარული დემოკრატია, ამდენად, შესაძლოა არ იყოს მისაღები ეთნიკურად დანაწევრებული საზოგადოების პოლიტიკური კონსოლიდირებისთვის. უმრავლესობის ტირანიის შეზღუდვის პრინციპები ცნობილია კონსტიტუციონალიზმის თეორიასა და პრაქტიკაში, და მოცემულ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ ორი ამგვარი პრინციპის ავ-კარგიანობას ახალ დემოკრატიებში ეთნიკური კონფლიქტების სამართავად.

ძალაუფლების გაზიარების სტრატეგია , გადაწყვეტილების მიღების პროცესში  ყველა  ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლის ჩართულობას გულისხმობს. ეს სტრატეგია გადაწყვეტილების მიღების პროცესში საყოველთაო ჩართულობის მისაღწევად, კონსტიტუციურ უზრუნველყოფას იყენებს და მანდატებს აწესებს  ძირითად პოლიტიკურ პოსტებზე, როგორებიცაა პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი,  მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე.  წინასწარ განაწილებული მანდატები სარკისებურად უნდა ასახავდეს  საზოგადოების ეთნიკურ კონფიგურაციას. ძალაუფლების გაზიარების სტრატეგია, ასევე მატერიალური და არამატერიალური რესურსების განაწილებისას პროპორციულობის პრინციპის დაცვასაც ითვალისწინებს. ძალაუფლების გაზიარება ამავდროულად, ეთნიკური  ჯგუფებისათვის ძალაუფლების მინიჭებას გულისხმობს,  რათა მართონ საკუთარი თავი.

გადაწყვეტილების მიღების ინკლუზიური ხერხი, რომლის მაგალითია, კოალიციური მთავრობები, დანაწევრებული გადაწყვეტილების მიღება, რომლის მაგალითია, ტერიტორიული დეცენტრალიზაცია, ეთნოფედერალიზმი, ან ფისკალური დეცენტრალიზაცია და ასევე,  წინასწარგანსაზღვრული გადაწყვეტილებები, რომელშიც  ბიუროკრატიული პოზიციებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის პროპორციული განაწილება იგულისხმება,  ძალაუფლების გაზიარების უმთავრესი კომპონენტება. Gგამომდინარე აქედან, შეიძლება გამოვყოთ ძალაუფლების გაზიარების სტრატეგიის ოთხი ძირითადი განზომილება: ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლების ინკლუზიურობა, ტერიტორიული დეცენტარლიზცია, შეიარაღებული ძალების კონტროლი და დაკომპლექტება და შიდა რესურსების  კონტროლი და განაწილება. თუმცა, ხშირად  ამ სტარტეგიის შედეგად ეთნიკური ჯგუფის ლიდერები საერთო სახელმწიფოს შიგნით, ცალკეულ ავტონომიურ ადმინისტრაციულ ერთეულებს ითხოვენ.

არსებობს მაჟორიტარული დემოკრატისა და ძალაუფლების განაწილების ალტერნატივაც, რომელსაც ძალაუფლების დაყოფა ეწოდება. ეს ალტერნატივა წარმართავს მშვიდობისა და დემოკრატიის კონსოლიდაციას  იმ  პირობებში, რომლებიც ჭარბობს სამოქალაქო ომის შემდეგ  და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ  დიდი ხნით შესანარჩუნებლად ექსტრაორდინალური ნაბიჯები მოითხოვოს, როგორებიცაა: პროტექტორატი ან  სახელმწიფოს გაყოფა.

ძალაუფლების დაყოფა ძალაუფლების გაზიარების სტრატეგიის ალტერნატიულია და მისგან მკვეთრად განსხვავდება. ძალაუფლების დაყოფა ეფუძნება პრინციპს, რომ  ადამიანებს აქვთ  ნაციონალიზმის, ეროვნულობის, ერთი ერისადმი

მიკუთვნებულობის გაზიარებული გრძნობა, ანუ ისინი არ აპროტესტებენ ერთ სახელმწიფოში თანაცხოვრებას. ძალაუფლების დაყოფის სტრატეგიის სამი ელემენტი არსებობს: სამოქალაქო თავისუფლება, მრავალრიცხოვანი უმრავლესობები და ძალაუფლების გადანაწილება და დაბალანსება.

ძალაუფლების დაყოფის სტრატეგია დემოკრატიას მიიჩნევს უმრავლესობის წესად, მაგრამ ამავდროულად ისწრაფვის მრავალფეროვანი (სხვადასხვანაირი) უმრავლესობების გამოაშკარავებისკენ.  ძალაუფლების დაყოფის უმთავრესი მახასიათებელი არის ის, რომ ძალაუფლების დაყოფის ინსტიტუტები მიისწრაფიან თავიდან აიცილონ ეთნიკური სხვადასხვაობების პრივილეგირება და ცდილობენ  წაახალისონ  ურთიერთგადამკვეთი სოციალური  სხვადასხვაობები.

ძალაუფლების დაყოფა პოლიტიკურ ძალაუფლებას მრავალფეროვან პოლიტიკურ ინსტიტუტებს შორის ანაწილებს. ძალაუფლების დაყოფა უზრუნველყოფს აღმასრულებელი  ხელისუფლების საკანონმდებლო ხელისუფლებისგან გამოყოფას და ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების დანაწილებას. ამ სტრატეგიის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ნებისმიერ სტაბილურ რეჟიმს  თითოეული წარმომადგენლობითი ორგანოსათვის განსხვავებული  საარჩევნო წესი უნდა ჰქონდეს და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება  ალტერნატიული უმრავლესობების ამსახველი ინსტიტუტების შექმნა შესაძლებელი.

რაზეა დამოკიდებული ერთი ან მეორე სტრატეგიის წარმატებულობა? ძალაუფლების გაზიარება ეთნიკურ ელიტათა შორის თანამშრომლობაზეა დამოკიდებული. ეთნიკურად ან რელიგიურად  დაყოფილ საზოგადოებებში, პოლიტიკური სტაბილურობის ხელისშეწყობას ძალაუფლების გაზიარების რეჟიმი უზრუნველყოფს, რომლის შედეგია  ხალხის ნაკლები მონაწილეობა და ნაკლები  უთანხმოება  ეთნიკურ ელიტებს შორის, ვიდრე ეს ზოგადად  მაჟორიტარული დემოკრატიისათვისაა დამახასიათებელია. საშიშია, რომღია დემოკრატიულ პოლიტიკაში ლიდერობდნენ რადიკალები ნაირნაირი ეთნიკური ჯგუფებიდან – ეს გამოიწვევს პოპულისტური მოთხოვნების გააქტიურებას, ანუ ეკონომიკური რესურსების დანაწევრებას, მეტ პოლიტიკურ და სამოქალაქო დაპირისპირებას და  უფრო მეტიც პოლიტიკური ავტონომიის  მოთხოვნასაც კი. ძალაუფლების გაზიარების  წარმატება  დამოკიდებულია  ეთნიკური ჯგუფის ლიდერების მუდმივ ვალდებულებაზე, რომ  შეარბილონ მათი მოთხოვნები და მათ უნარზე, რომ გაიმიჯნონ რადიკალიზმის ელემენტებისაგან თავიანთ საზოგადოებებში.

განსხვავებით სტაბილური მდგომარეობისგან, ასეთი შერბილება და კონტროლი  თითქმის ვერ ხორციელდება სამოქალაქო ომის შემდეგ. უფრო მეტიც, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ რადიკალიზების წაქეზება თავად ძალაუფლების გამნაწილებელი ინსტიტუტების მიერ არის შექმნილი, ისინი აქეზებენ ეთნიკურ ელიტებს, მათ მოთხოვნების ესკალაციისაკენ უბიძგებენ და საშუალებას აძლევენ, რომ  მათ მოთხოვნებს ომის ზღვარზე ბალანსირების პოლიტიკით დაუბრუნდნენ.ამ მიზეზის გამო ძალაუფლების  გაზიარებამ ეთნიკურ ლიდერებს თავიდან შეიძლება ბრძოლის ველი დაატოვებინოს, მაგრამ მცირე ხნის შემდეგ რაც ბრძოლის ეს ველი გადაიქცევა  მორიგების ოთახად, ისინი ინაცვლებენ ბრძოლის ახალ ველზე.ეს არის სასტიკი ირონია, რომ ძალაუფლების განაწილების შეთანხმება შეიძლება იყოს  მაიძულებელი, რომ გაადვილოს შეთანხმება მშვიდობის შესახებ საწყის ფაზაზე, მაგრამ დაემუქროს სტაბილური მშვიდობისა და დემოკრატიის დამკვიდრებას გრძელვადიან პერსპექტივაში ეთნიკურად დაყოფილ საზოგადოებებში კონსოლიდაციის ფაზაში. სწორედ ამიტომ, ქვეყანაში ეთნიკური კონფლიქტის დასასრულებლად ძალაუფლების გაზიარების არც ერთი  გზა არ არის წინდახედული ნაბიჯი. მით უმეტეს, თუ ძალაუფლების გაზიარება გაბატონებული უმრავლესობის იძულებით და არა ნებით ხდება,  უმცირესობები ცხად სიგნალს იღებენ, რომ უმრავლესობა იძულებულია უმცირესობათა უფლებები დაიცვას. ასეთ შემთხვევაში, უმცირესობები ძალაუფლების გაზიარების ინსტიტუტებს მათი უფლებების დაცვის გარანტორად ვერ აღიქვამენ. ძალაუფლების გაზიარებისას ორი პირობა, რომელიც აუცილებელია მშვიდობისა  და დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის არის: იდენტობასა და რესურსებზე ზემოქმდება. იდენტობაზე ზემოქმედება ნიშნავს გაზიარებული ნაციონალურ იდენტობის არსებობას, ეს უკანსაკნელი კი ძალაუფლების გაზიარების მნიშვნელოვანი ელემენტია. სადაც გაზიარებული ნაციონალური იდენტობა არსებობს, ეთნიკური ელიტები ურთიერთდაპირისპირებული  ელიტები არ არიან. ურთიერთგადამკვეთი საერთო საკითხები მოქალაქეების  ეთნიკურობის განცდას ამცირებს. რაც შეეხება რესურსებზე ზემოქმედებას, ეს ნიშნავს, რომ  სახელმწიფო ძლიერია, ანუ ის მიჩნეულია ლეგიტიმურ ავტორიტეტად. ძალაუფლების გაზიარებისას მთავარი ნაციონალური უსაფრთხოების შიდა გამოწვევებისაგან დაცვაა.  თუნდაც იქ, სადაც ყველა პირობა არსებობს ძალაუფლების გაზიარებისათვის, ეს სტრატეგია გრძელვადიან პერსპექტივაში კონფლიქტის წამოწყებისკენაა მიდრეკილი.

ძალაუფლების გაზიარება სინამდვილეში დემოკრატიისათვის დამაბრკოლებელი შეიძლება იყოს. მისი გამოყენების სამი შესაძლო შედეგი არსებობს, ესენია:  ინსტიტუციური არასტაბილურობა, კონფლიქტების ესკალაცია და შეფერხებული დემოკრატიული ტრანზიტი. ტერიტორიული დეცენტრალიზაციის მარცხს მეცნიერები  ძალაუფლების გაზიარების შემდეგი სამი დილემით ხსნიან:  მმართველობის პრობლემა, რომელიც მაშინ წამოიჭრება, როდესაც ინსტიტუტები არასაკმარისადაა მხარდაჭერილი საზოგადოების მიერ, კონსტიტუციის არასრულყოფილება, რომელიც კანონების შესახებ დავის გადასაწყვეტად მოქმდების ცენტრალურ პოლიტიკას მოითხოვს. ძალაუფლების გაზიარება კონფლიქტს არ ამცირებს და პირქითაც კია, მშვიდობას ფიტავს, იმიტომ რომ ის ეთნიკური ჯგუფის ლიდერების განზრახვებს კონფლიქტის ესკალაციის შესახებ ზრდის. როდესაც ძალაუფლების გაზიარების შესახებ შეთანხმება სამოქალაქო ომის ბოლოსაა მიღებული, ურთიერთდაპირისპირებული ეთნიკური ჯგუფის ლიდერები მთავრობის პოლიტიკის გადამწყვეტები ხდებიან. ასეთ შემთხვევაშინებისმიერს, ვისაც გადაწყვეტილების მიმღები ცენტრალური ორგანოდან პოლიტიკაზე ზემოქმედება უნდა, პოლიტიკა ეთნიკური ჯგუფის ინტერესებისა და  ძალაუფლებით აღჭურვილი ეთნიკური ჯგუფის ლიდერების ინტერესების გათვალისწინებით უნდა შეიმუშაოს. სწორედ ამიტომ ძალაუფლების გაზიარება ყველა პოლიტიკას ეთნიკურ პოლიტიკად აქცევს. ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ეთნიკური დაყოფის გამომწვევი ურთიერთგანსხვავებული საკითხები  მოლაპარაკების მაგიდამდე ვერ მიაღწევს.  ძალაუფლებით აღჭურვილი ეთნიკური ჯგუფის ლიდერები მიდრეკილი არიან განამტკიცონ საკუთარი ეთნიკური ჯგუფის ერთიანობა და მათში საკუთარი პრივილეგირებული მდგომარეობა.არც ერთ ეთნიკურ ჯგუფს არ უნდა, რომ დარჩეს უმწეო მდგომარეობაში, რომელიც ემორჩილება შეთანხმებას, მანამ სანამ  სხვა ეთნიკური ჯგუფები სახელმწიფოსგან სარგებელს იღებენ. ამ ყველაფრის შედეგად ძალაუფლების გაზიარებამ  ეთნიკური უმცირესობების “განდგომების” დომინოს ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს.

ძალაუფლების გაზიარების სტრატეგია ზრდის ეთნიკური ჯგუფის ლიდერების განზრახვას რომ  დაუბრუნდნენ კონფლიქტების ესკალაციას.  ძალაუფლების განაწილების სტრატეგია  ცალკეული ეთნიკური ჯგუფის ლიდერებისათვის  მთავრობაში ადგილების გამოყოფით ინსტიტუციურ იარაღებს ეთნიკური უმცირესობის ხელში აქცევს.ამან კი ეთნიკური  ჯგუფების მიერ ავტონომიური რეგიონებისა და საკუთარი შეიარაღებული ძალების გააქტიურების მოთხოვნა შეიძლება გამოიწვიოს. ამის შედეგი კი ის არის, რომ ეთნიკური ჯგუფების ხელში ინსტიტუციური იარაღები იყრის თავს, რომლებითაც ცენტრალურ მთავრობაზე ზემოქმედება შეიძლება. ძალაუფლების გაზიარების სტრატეგია ცენტრალური მთავრობის ლიდერებსა და ეთნიკური ჯგუფის ლიდერებს შორის ძალაუფლების დაბალანსებისკენ ისწრაფვის. ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები უნდა დაარწმუნონ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი იარაღს დაყრიან, ცენტრალური მთავრობა მათ უხეშად არ მოექცევა.

მოსალოდნელია, რომ ისტიტუციური იარაღების ეთნიკური ჯგუფის  ლიდერების ხელში თავმოყრა ცენტრალურ მთავრობაზე ეთნიკური ჯგუფის ბატონობასა და კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.უფრო მეტიც, ძალაუფლების გაზიარების სტრატეგიამ სახელმწიფოს შიგნით ინტენსიური კონფლიქტი შეიძლება გამოიწვიოს.ასევე მნიშვნელოვანია, რომ ძალაუფლების გაზიარების ინსტიტუტები ხელს უშლის დემოკრატიის კონსოლიდაციას, ეს ინსტიტუტები სახელმწიფოს ასუსტებს, იმიტომ რომ ისინი მიკროსახელმწიფოებს ქმნიან სახელმწიფოს შიგნით.

რეილი, ეთნიკურად დაყოფილ საზოგადოებებში  ინკლუზიურობასა და  დემოკრატიის კონსოლიდაციას შორის კორელაციას პოულობს, მაგრამ ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ძალაუფლების გაზიარების სკოლის მტკიცებას, პროპორციული საარჩევნო სისტემის დემოკრატიულ შედეგებზე გავლენის შესახებ. ის აღნიშნავს, რომ ეთნიკურად დაყოფილ საზოგადოებებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემები, როგორიცაა პლურალური არჩევნები ერთმანდატიან ოლქებში, მოსალოდნელია, რომ ინკლუზიურ აღმასრულებლობას უზრუნველყოფს და  ასევე მოსალოდნელია, რომ  ასოცირებული იქნება დემოკრატიის წარმატებულ კონსოლიდაციასთან. რეილი ამბობს რომ, ნახევარზე მეტ ეთნიკურად დაყოფილ საზოგადოებებში, რომლებშიც უკვე  სტაბილური დემოკრატიაა, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემებია.

ყოველივე ეს კი  შემდეგ კითხვას წარმოშობს: რის გარანტიას იძლევა ძალაუფლების გაზიარება, თუ არა მშვიდობისა და დემოკრატიის? ძალაუფლების გაზიარება შეთანხმებაა ეთნიკური ჯგუფის ელიტებს შორის, რომ შეწყვიტონ პოლიტიკური კონფლიქტი.

მნიშვნელოვან ერთობებს თუ არ სურთ საერთო სახელმწიფოში ცხოვრება, დანაწევრება შეიძლება  ერთადერთი გზა იყოს ინტენსიური კონფლიქტიდან სტაბილურ მშვიდობასა და დემოკრატიამდე წამატებული ტრანზიციისთვის. იქ, სადაც ერთობები  არ უარყოფენ საერთო სახელმწიფოს, მაგრამ ერთობების ლიდერები არ ენდობიან სხვა ეთნიკური ჯგუფების ლიდერების ვალდებულებებს, დანაწევრება შეიძლება ერთადერთი გზა იყოს მშვიდობისა და დემოკრატიისაკენ. გასული საუკუნის განმავლობაში ნორვეგიის, ირლანდიის, ფინეთის, ისრაელის, ინდოეთისა და ჩეხოსლოვაკიის წარმატებული მაგალითები ამტკიცებენ, რომ შესაძლებელი იყო იმ წინაპირობების დაძლევა, რომელიც დემოკრატიის არსებობას არ მოასწავებდა.ამ მოვლენებმა  დაუშვა სტაბილური დემოკრატიების განვითარება სხვა სახელმწიფოებში, სადაც ის შეიძლებოდა შეჩერებულიყო. გარე ძალებმა სცადეს შეენარჩუნებინათ  გაერთიანებული სახელმწიფოები.

შედარებით სწავლებებში ნიკოლას სამბანი აღნიშნავს, რომ  ახლად დამოუკიდებლობამოპოვებულ სახელმწიფოებში, რომლებიც სამოქალაქო ომის შემდეგ დანაწევრებით შეიქმნა, დემოკრატია უფრო ძლიერია ვიდრე იმ სახელმწიფოებში, რომლებიც მთელი დარჩა სამოქალაქო ომის შემდეგ. მიუხედავად ამისა, გეგმებმა “ცივილიზებული გაყოფის” შესახებ შეიძლება  სამი მოულოდნელი სირთულე გამოიწვიოს: შეიძლება საზღვრები არ არსებობდეს ეთნიკურ ჯგუფებს შორის და ამან მემკვიდრე სახელმწიფოებს შორის საერთაშორისო კონფლიქტი წარმოქმნას. დაყოფილი და  მოდუნებული  ბაზრის ეკონომიკური საფასური შეიძლება სარისკო იყოს. სახელმწიფოს დაყოფამ ახალი უმცირესობები შეიძლება წარმოშვას, საზღვრებთან ემიგრანტთა  გაზრდილი რაოდენობა და მემკვიდრე სახელმწიფოებში ეთნიკური წმენდა წარმოშვას.

ამ სირთულეებმა შეიძლება გადაწონოს დაყოფის უპირატესობები, ამიტომ დანაწევრება ეთნიკურად დაყოფილ საზოგადოებაში სამოქალაქო ომებისა უმჯობესი გადაწყვეტა არ უნდა გახდეს. ის შეიძლება საუკეთესო არჩევანი იყოს, როდესაც ეთნიკური ჯგუფები იმდენად არ ენდობიან ერთმანეთს, რომ მათ ერთად ცხოვრება სტაბილურ დემოკრატიაში არ შეუძლიათ და ძალაუფლების განაწილების ინსტიტუციანალიზებას ითხოვენ, როგორც პირობას მათი შეთანხმებისათვის, რომ თავიანთ მოწინააღმდეგეებთან ერთად ერთ სახელმწიფოში იარსებონ.ამ შემთხვევაში სეპარატისტულ სახელმწიფოში  მშვიდობისა და დემოკრატიის კონსოლიდირების ინიცირებისათვის დანაწილება შეიძლება ნაკლებად მისაღები გზა იყოს. ეთნიკურად დაყოფილ საზოგადოებებში სამოქალაქო ომის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოება ახალი სახელმწიფოს შექმნის (როგორიცაა ბოსნია) ან არსებული სახელმწიფოების გაერთიანებისკენ მიისწრაფვის (როგორიცაა მაკედონია)  გაერთიანება უნდა მოხდეს ისე, რომ სახელმწიფოს სხვადასხვა ნაწილებმა ეროვნულობის საერთო განცდა უნდა გაიზიარონ, მინიმუმ საერთო სახელმწიფოში თანაარსებობაზე უნდა შეთანხმდნენ, ეროვნულობის ეს გაზიარებული გრძნობა ეთნიკურად დაყოფილ საზოგადოებებში, როგორებიცაა ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა და ძალიან ბევრი უნიტარული პოსტკომუნისტური სახელმწიფო მნიშვნელოვანია დემოკრატიის წარმატებისათვის. ამიტომ როდის უნდა შევაკოწიწოთ არსებული სახელმწიფო ან პირიქით დავყოთ ის დამოკიდებულია კონფლიქტში მონაწილე მხარეების მიზნებზე.არსებული სახელმწიფოს ერთიანად შენარჩუნება რელევანტური სტრატეგიაა, როდესაც ეთნიკური ჯგუფი იზიარებს საერთო სახელმწიფოს ვალდებულებებს. სახელმწიფოს შენარჩუნება შესაფერისი სტრატეგია არ არის მაშინ, როდესაც ერთი ან რამდენიმე ეთნიკური ჯგუფი გამოთქვამს საერთო სახელმწიფოსაგან გამოყოფის სურვილს. ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფოს ცალკეულ დამოუკიდებელ ერთეულებად დანაწევრება უკეთესიც კია, ასეთ შემთხვევაში თითოეულ ნაწილს შესაძლებლობა ექნება მისთვის სასურველი მმართველობა დაამკვიდროს.არსებული სახელმწიფოს დაყოფა შემდეგ საფრთხეებს წარმოშობს: ლტოლვილთა გაზრდილი რაოდენობა, ადმინისტრაციული გადასახადები და საერთაშორისო დაძაბულობა. თუმცაღა, აღმოსავლეთ ტიმორის მაგალითი ინდონეზიიდან გვიჩვენებს, რომ  ზოგიერთ შემთხვევაში დანაწილება უმჯობესია, რათა თავიდან ავიცილოთ ერთად ცხოვრების გაურკვევლობები.

განსხვავებით ძალაუფლების გაზიარებისგან, ძალაუფლების დაყოფა გაცილებით უკეთ ესადაგება სტაბილურობისა და დემოკრატიის დამკვიდრების ამოცანებს. ერი-სახელმწიფოს მოწყობის სტრატეგიის შერჩევისას ცენტრალური სამთავრობო ორგანოები იმას უნდა ასახავდნდენ, რაც ყველა ნაწილისათვის საერთოა, ანუ იმას, რაც ეროვნულობის საფუძველს შექმნის. შეზღუდული მმართველობა სამოქალაქო საზოგადოებისა და პრივატული ინიციატივებისადმი ნდობის გაზრდას ნიშნავს იმ საკითხებში, რომლებიც ჰყოფს  მოწინააღმდეგე მხარეებს. საერთო კონსესუსი ინდივიდებსა და ჯგუფებს შორის, რომ ისინი დარჩებიან ერთად ერთ სახელმწიფოში, გაიზიარებენ და შეინარჩუნებენ საშინაო კანონებს და ერთად იბრძოლებენ გარე მტრის წინააღმდეგ, აყალიბებს მოქალაქეობის გრძნობას, ამის შედეგად მიიღება თანამედროვე მინიმალური სახელმწიფო, სადაც ცენტრალური მთავრობა მოახდენს იმ იდეების რეპრეზენტაციას, რასაც ყველა ეთნიკური ჯგუფის მოქალაქეები იზიარებენ. ძალაუფლების დაყოფის სტრატეგია ეთნიკურ საზღვრებს ამცირებს – პოლიტიკის ყველაზე მწვავე, იდენტობისა და კულტურული საკითხების,  მთავრობის განკარგვის სფეროდან ამოღებითა და მათი სამოქალაქო საზოგადოებისათვის მინდობის გზით.

ეთნიკურად დაყოფილი საზოგადოების ლიდერებმა შეზღუდული მთავრობის ტექნიკა უნდა გამოიყენონ, რათა პოლიტიკა ნაკლებად ნულოვანჯამოვანად აქციონ. ძალაუფლების დაყოფის სტრატეგია ეთნიკური და სხვა სახის უმცირესობათა უფლებებს სამოქალაქო უფლებებით იცავს.უფლებები, რომლითაც სარგებლობენ კულტურული უმცირესობები იდენტური უნდა იყოს კულტურული უმრავლესობის წევრთა უფლებებისა. ასევე ეთნიკური უმცირესობების უფლებები იდენტური უნდა იყოს სხვა ტიპის უმრავლესობებისა და უმცირესობების უფლებებისა სამოქალაქო საზოგადოებაში. თუმცაღა ეთნიკურობა არ არის პრივილეგია პოლიტიკური მონაწილეობისათვის. ძალაუფლების დაყოფა დემოკრატიას მიიჩნევს უმრავლესობის წესად, რომელიც მიისწრაფის  მრავალრიცხოვანი ალტერნატიული უმრავლესობების გამოაშკარავებისაკენ.პოლიტიკურ ინსტიტუტებს საზოგადოებაში არსებული სხვადასხვაობისათვის ფორმის მიცემა შეუძლია. ძალაუფლების  დაყოფის ინსტიტუტები მიისწრაფის ეთნიკური უმცირესობების პროვილეგირება თავიდან აიცილოს და ურთიერთგადამკვეთი სხვადასხვაობების განვითარებას შეუწყოს ხელი. ძალაუფლების განაწილებისა და მაჟორიტარული დემოკრატიის შეპირისპირებისას, ჩვენ გვჯერა ძალაუფლების დანაწილების უარყოფისადმი ადრეული  ინსტიტუციონალური დამოკიდებულების, რომელიც უარყოფს ძალაუფლების დანაწილებას და ასოცირდება ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციასთან, ჯეიმს მედისონის მიხედვით, უმრავლესობის მმართველობის ერთი შეზღუდვა ის არის რომ, უმცირესობათა ჯგუფებს სამთავრობო ძალაუფლებაში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევენ, მაგრამ მთავრობის ხარჯზე, სხვადასხვა უმრავლესობებისათვის დამოუკიდებელ ორგანოებსა და მთავრობაში მუშაობის უფლების მინიჭებით, ინდივიდუალურ თავისუფლებასა და უფლებებს უზრდიან.  ძალაუფლების დაყოფის სტრატეგიის სამი ელემენტი არსებობს: სამოქალაქო თავისუფლება, მრავალრიცხოვანი უმრავლესობა და კონტროლი და ბალანსი.მოკლედ რომ ვთქვათ, ისეთ დემოკრატიებში, რომლებშიც ძალაუფლება დაყოფილია სახელმწიფო ძალაუფლება  სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოებას შორისა განაწილებული.ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეთნიკურ ჯგუფებს ჰყოფს,  მთავრობის მიერ უნდა იყოს გადაწყვეტილი როგორც ყველა ეთნიკური ჯგუფისათვის საერთო, ძალაუფლების დანაწილების ინსტიტუტები გადაწყვეტილების მიმღებ ერთ ცენტრს აბალანსებს და უმრავლესობას აკონტროლებს.

გადაწყვეტილების მიღების უფლების კონსტიტუციურ განაწილებაში, ძალაუფლების განაწილების სტრატეგია და ინდივიდების ხელშია მთავრობაზე არ არის დამოკიდებული, ეს კერძო, (პრივატული) სფეროს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სამოქალაქო საზოგადოებას უტოვებს. მედისონი  აღიარებს, რომ გადაწყვეტილების მიღების უფლებაზე შეზღუდვები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მთავრობაში მყოფი ნებისმიერი უმრავლესობის შეზღუდვა. მაგალითად მედისონი მიიჩნევს, რომ  ისეთ კულტურულ საკითხებში, როგორიცაა რელიგია, მთავრობა არ უნდა ერეოდეს. სამოქალაქო საზოგადოებაში  მთავარია ინტერესებისათვის ხელსაყრელი ინსტიტუციური პირობების შექმნა, რომ ისინი მოქნილად და თვითგანსაზღვრულად იქცნენ, ვიდრე შერეულ და მთავრობის მიერ განსაზღვრულ მოცემულობებად. იმიტომ, რომ  ლიბერალური რეჟიმები მიდრეკილი არიან შეამსუბუქონ ბზარი, რომელიც  დომინანტურ ეთნიკურ ჯგუფებში წარმოიშობა, ფართო მასშტაბიანი ინდივიდუალური თავისუფლებები ასევე ზრდის შესაძლებლობას, რომ უმრავლესობა ცალკეული ინტერესების მიხედვითდაიყოფა. იქ, სადაც ძალაუფლების გამყოფი ინტიტუტები არსებობს, მოსალოდნელია, რომ ეთნიკური იდენტურობები სპეციფიკური პოლიტიკური საკითხებით შეიზღუდოს და ეთნიკური უმრავლესობებისათვის ძნელი გახდეს მათი ეთნიკური ჯგუფის პოლიტიკური ჰეგემონიის შენარჩუნება. შეჯიბრებითობა დომინანტურ ეთნიკურ ჯგუფს შორის წარმოშობს სუბჯგუფებს.

ეს არ წარმოადგენს ურთიერთგადამკვეთ განსხვავებულობას, ის არ არის დამოკიდებული შეჯიბრებით ლოიალურობაზე, რომელიც ინდივიდებს ეთნიკურ ჯგუფებად კრავს, არამედ დამოკიდებულია უმრავლესობის ეთნიკურ ჯგუფს შორის არსებულ შეჯიბრებითობაზე.

ძალაუფლების დანაწილება სამთავრობო ძალაუფლების ყველა დონეზე უწყობს ხელს დაყოფას როგორც მთავრობის დამოუკიდებელ განშტოებებს შორის, ასევე ცალკეულ სპეციალიზებულ ნაწილებს შორის, რომლებიც განსხვავებულ უმრავლესობებს  წარმოადგენენ. მაგალითად, ბევრ ადგილას  ქალაქის არჩეული მუნიციპალიტეტი, სკოლის გამგეობა და სხვა წარმოადგენს საზოგადოებას სხვადასხვანაირად, ანუ მთელ საზოგადოებას წარმოადგენს და თითოეულ განსხვავებულ უმრავლესობებს საჯაროდ გამოსვლის საშუალებას აძლევს. ძალაუფლების დაყოფის სამი უპირატესობაა: მეტი ეფექტურობა, მეტი დემოკრატია და უმცირესობებისაგან შემდგარი უმრავლესობა. სტეფან ჰოლმსი აღნიშნავს, რომ ძალაუფლების დანაწილება “შრომის დანაწილების ეფექტური ფორმაა, ზოგიერთ შემთხვევაში სამთავრობო ფუნქციების ეფექტური განაწილებითა და ორგანიზაციით”. ამიტომაც “დამოუკიდებელი  სასამართლო თავდაიპირველად დამკვიდრდა არა ძალაუფლების შეზღუდვის მიზნით არამედ პირიქით, რომ გაეზარდა მთავრობის უნარი უკეთ შეესრულებინა მისი საქმე”.  ბერნანდ მანინი, ადამ პრჟევორსკი და სუზან სტოკი მიიჩნევენ, რომ ეს მოწყობა შეიძლება უფრო მეტად დემოკრატიული იყოს ვიდრე საპარლამენტო მოდელი, იმიტომ რომ შეთავსებული ძალაუფლება ამომრჩევლებს მხოლოდ ერთ ხმას აძლევს. ისინი აღნიშავენ, რომ “მთავრობა ათასობით გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც ინდივიდების კეთილდღეობაზე მოქმედებს, მაგრამ მოქალაქეებს ამ გადაწყვეტილებების გაკონტროლების მხოლოდ ერთი მექანიზმი აქვთ”. ისინი  სთავაზობენ ძალაუფლების დაყოფის გადაწყვეტას: “ამიტომ, მაგალითად, ფინანსური გადაწყვეტილებების გამოყოფა სხვა სახის პოლიტიკური გადაწყვეტილებებისაგან.” ასევე ეს არის წინდახედული პასუხი ეთნიკურად დაყოფილი საზოგადოების ცენტრალური პრობლემისადმი. ძალაუფლების დამყოფი ინსტიტუტები, რომლებიც საშუალებას აძლევენ უმრავლესობას, რომ გაზარდონ ალბათობა იმისა რომ ეთნიკური უმცირესობის წევრები პოლიტიკური უმრავლესობის წევრები იქნებიან და ეთნიკური უმრავლესობის წევრები ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური უმცირესობის წევრები იქნებიან.

ინსტიტუტებს შორის ძალაუფლების დანაწილება ეფუძნება ალტერნატიულ უმრავლესობებს. ვრცელი პერიოდის განმავლობაში უფრო ძნელი ხდება უმრავლესობის კონსენსუსის მიღწევა და რთულდება ასეთი უმრავლესობის შენარჩუნება. კონტროლისა და ბალანსის კარგად ჩამოყალიბებულ სისტემაში  ერთი რომელიმე  ორგანოსა და ერთი უმრავლესობის ძალაუფლების გაფართოება ეთნიკური უმცირესობების ხარჯზე სხვა ორგანოების  წინააღმდეგობას გამოიწვევს. მოცემული ლოგიკის გამო, პრეზიდენტალიზმი ძალაუფლების რეალური ბალანსით აღმასრულებელ და საკანონმდებლო ინსტიტუტებს შორის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველ პარლამენტარიზმს სჯობს; ორპალატიანი საკანონმდებლო ხელისუფლება  შეჯიბრებითობაზე დაფუძნებული წარმომადგენლობით, ერთპალატიან ორგანოებს სჯობს და ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი სასამართლო – სუსტ სასამართლოს. დამოუკიდებელ ორგანოებს ძალაუფლების განაწილების დემოკრატიიული წესი საშუალებას აძლევს გადაწყვეტილებები სხვა ორგანოებისაგან დამოუკიდებლად მიიღონ. ძალაუფლების განაწილების დემოკრატიული წესი მოითხოვს სხვადასხვა ორგანოები განსხვავებული უმრავლესობებისგან იყოს დაკომპლექტებული.

მოკლედ რომ  ვთქვათ, ძველი ექსპერიმენტები, მაჟორიტარული დემოკრატიის დაყოფილ საზოგადოებებში ასამუშავებლად, როგორებიცაა აშშ-სა და შვეიცარიაში, მიზნად არ ისახავს ელიტის ძალაუფლებით აღჭურვას. მის ნაცვლად, ისინი ცდილობენ  სამოქალაქო საზოგადოებისადმი ნდობის გაზარდასა და მთავრობის ძალაუფლების შემცირებას სამოქალაქო უფლებების გაზრდით. ისინი სამთავრობო ძალაუფლებას ცალკეულ დამოუკიდებელ ორგანოებს შორის ანაწილებენ და ეს დანაწილება ურთიერთგადამკვეთი, მრავალგვარი უმრავლესობის ნებას ეფუძნება.

საერთო პოლიტიკური ინსტიტუტების შეიქმნამდე ძირითადი ეთნიკური ჯგუფის ლიდერებს შორის, რომლებიც ერთად თავიანთი განსხვავებული მოსახლეობით ერს ქმნიან, კონსენსუსის არსებობა აუცილებელია, ეს იწვევს მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვას. მათ სურვილი უნდა ჰქონდეთ, რომ დაეთანხმონ პოლიტიკას, რომელიც ყველა ეთნიკური ჯგუფისათვის შემაკავშირებელია, მათ უნდა სურდეთ, რომ  ერის, როგორც მთლიანის უმრავლესობის  ხმების პოლიტიკას დაეთანხმონ. იქ, სადაც არ სურთ დაეთანხმონ უმრავლესობის ხმებს, ლიდერებს მიაჩნიათ რომ განსხვავებული ადამიანები არ არიან ერთი ერის ნაწილები. როცა არსებობს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის დროსაც  ეთნიკური უმცირესობის წევრები არ არიან პოლიტიკური უმრავლესობის წევრები და ეთნიკური  უმრავლესობის წევრები არიან პოლიტიკური უმცირესობის წევრები.ეს შეიძლება იყოს სამხილი, რომ არ არსებობს ერთი ერი, რომელიც გააერთიანებს  ეთნიკურ ჯგუფებს.ეს არის შემთხვევა, რომლის დროსაც  გაყოფა  უკეთესი გადაწყვეტაა დემოკრატიისათვის, ვიდრე ძალაუფლების განაწილება.

ძალაუფლების განაწილებამ შესაძლოა ეთნიკური ჯგუფის ლიდერების მიერ სხვადასხვა მოთხოვნების ესკალაცია გამოიწვიოს. ეთნიკური ჯგუფის ლიდერები შესაძლოა დაუბრუნდნენ თავიანთ მოთხოვნებს ექსტრემალური საშუალებებით, ანუ ძალადობაც კი შეიძლება გამოიყენონ. ძალაუფლების ალტერნატიული დაყოფა ან მრავალჯერადი უმრავლესობების ინსტიტუტების მშენებლობის სტრატეგია ამცირებს ეთნიკურ კონფლიქტებს, აღწევს ეფექტური გადაწყვეტილების მიღებას უმრავლესობის ტირანიის ინსტიტუციონალიზაციის გარეშე და იცავს ეთნიკურ უმცირესობათა უფლებებს, უკავშირებს რა მათ სხვა ტიპის უმცირესობათა უფლებებს ეთნიკური უმრავლესობის ფარგლებში. ყველა მნიშვნელოვანი ჯგუფის წარმომადგენლებს შორის.

მაჟორიტარული დემოკრატია ინტერეთნიკური კონფლიქტების გაძლიერების წყაროდ მიიჩნევა, სწორედ ამიტომ მეცნიერები ამ დილემის გადაწყვეტას  ძალაუფლების გაზიარების სტრატეგიის მეშვეობით ცდილობდნენ. მაგრამ  ძალაუფლების გაზიარების შეთანხმება შეიძლება მაიძულებელი იყოს, რომ გაადვილოს შეთანხმება მშვიდობის შესახებ საწყისს ფაზაზე, მაგრამ დაემუქროს სტაბილური მშვიდობისა და დემოკრატიის გრძელვადიან პერსპექტივას ეთნიკურად დაყოფილ საზოგადოებებში კონსოლიდაციის ფაზაში. როგორც უკვე ვთქვით არსებობს მაჟორიტარული დემოკრატისა და ძააუფლების განაწილების ალტერნატივაც, რომელსაც ძალაუფლების დაყოფა ეწოდება. ეს ალტერნატივა წარმართავს მშვიდობისა და დემოკრატიის კონსოლიდაციას.  .  იმ  პირობებში, რომლებიც ჭარბობს ეთნიკური კონფლიქტების შემდეგ.

About socioflaneur

სოციოფლანიორი
This entry was posted in "ცოტა მერწყული და აპოკალიფსი" and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s