ცხინვალის, აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის წინა პერიოდში საქართველოს სამი პრეზიდენტის გამოსვლების დისკურსული ანალიზი

არ არსებობს გზა მშვიდობისკენ
თავად მშვიდობა არის გზა”.
მაჰათმა განდი

პრობლემის მიმოხილვა
საქართველოს ტერიტორიაზე დღესდღეობით შეიარაღებული კონფლიქტის ორი კერა არსებობს, აფხაზეთისა და ცხნივალის რეგიონში. შეიარაღებული კონფლიქტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით ან სახელმწიფოებს შორის შეიარაღებული წინააღმდეგობის ფორმას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ნაციონალურ, ეთნიკურ, რელიგიურ თუ სხვა სახის დაპირისპირებათა გადასაწყვეტად, რომლის დროსაც კონფლიქტში მონაწილეთა მხრიდან ადგილი აქვს სამხედრო ძალის შეზღუდულ გამოყენებას. ომთან შედარებით შეიარაღებული კონფლიქტის მიზნები და ტერიტორიული მასშტაბები გაცილებით შეზღუდულია. ამასთან, შეიარაღებული კონფლიქტი შესაძლოა იყოს პერიოდული, რომლის დროსაც საბრძოლო მოქმედებები არ ატარებს სისტემატურ ხასიათს.

ქართველებს არ აქვთ შესაძლებობა პირდაპირ დაელაპარაკონ აფხაზებსა და ოსებს. საზოგადოებას არაპირდაპირი მოწოდებებითა და განცხადებებით არწმუნებენ, რომ კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზა ომია. შეიძლება ითქვას, რომ საინფორმაციო ომი მიმდინარეობს. მოსახლეობას გაფილტრულ ინფორმაციას აწვდიან.ხდება მტრის ხატის შექმნა.ტელეეკრანიდან ნანახი ფაქტები და მოვლენები მხოლოდ ნაწილია სიმართლის.
რას ნიშანვს გაპიარებული ლოზუნგები, ”დავიბრუნებთ აფხაზეთს”, დავიბრუნებთ აფხაზეთის მიწას თუ აფხაზ ხალხს? საინტერესოა, რა სახის საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკურსები არსებობდა კონფლიქტთან დაკავშირებით, უშუალოდ კონფლიქტის შეიარაღებული ფაზის დაწყებამდე? იყო თუ არა ვითარება, დღევანდელი მდგომარეობისგან განსხვავებული? რა წვლილი მიუძღვის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ დისკურსს კონფლიქტის ესკალაციაში?
კვლევის ჰიპოთეზაა, რომ კონფლიქტების დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტების გამოსვლებში საომარი რიტორიკა მეტი იყო, ვიდრე მშვდობიანი გზით პრობლემის მოგვარებაზე საუბარი.

კვლევის მიზანი
კვლევის მიზანია გამოვარკვიოთ საქართველოს პრეზიდენტების გამოსვლებში, კონფლიქტის დაწყებამდე არსებული სიტუაცია, რამდენად ადეკვატურად არის ასახული და ასევე დავადგინოთ კონფლიქტების დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტების საუბრებში, პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე საუბრის მეტი, საომარი რიტორიკა ხომ არ იყო.

კვლევის ამოცანები:
1.კონფლიქტისწინა პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტების გამოსვლების ტექსტების მოცულობის შედარება.

2.კონფლიქტისწინა პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტების გამოსვლებში ეროვნულ უმცირესობათა საკითხის რეპრეზენტაციის, ასახვის  დადგენა.

3.კონფლიქტისწინა პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტების გამოსვლებში ეროვნულ უმცირესობათა საკითხის რეპრეზენტაციის სახის დადენა, უარყოფით კონტექსტში არიან ეროვნული უმცირესობები მოხსენიებულნი თუ დადებით.

4.კონფლიქტისწინა პერიოდში საქართველოს პრეზიდენტების გამოსვლებში ეროვნულ უმცირესობათა მიმართ გამოყენებული ეპითეტების დადგენა, როგორ მოიხსენიებდნენ ცხინვალის რეგიონს, როგორც სამაჩაბლოს თუ სამხრეთ ოსეთს.როგორ მოიხსენიებდნენ აფხაზებს, როგორც აფსუებს თუ აფხაზებს. რა სახის ზედსართავ სახელებს იყენებდნენ ოსებისა და აფხაზების დასახასიათებლად.

5.როგორ ხდება მტრის ხატის შექმნა და რა თვისებებით ხასითდება მტრის ხატი.

6.საუბრობენ თუ არა კონფლიქტის ესკალაციაში რუსეთის წვლილზე და რა სახით საუბრობენ ამ საკითხზე. რას ამბობენ რუსეთთან მიმართებით.

7.პრეზიდენტების რიტორიკა, რეალურად რამდენად არის კონფლიქტის დარეგულირებისკენ მიმართული.

8.როგორ აფასებენ, არსებულ სიტუაციას, კონფლიქტის წინა პერიოდში.

9.როგორ აფასებენ, ეროვნული უმცირესობების ქმედებებს.

10.რას ამბობენ, მომავალი მოქმედების სტრატეგიაზე.

კვლევევის მეთოდოლოგია

კვლევის ანალიტიკურ მეთოდად დისკურსის ანალიზი ავირჩიე, იმიტომ რომ მიდგომა საშუალებას იძლევა გავაანალიზო ის ლატენტური საზრისები, რომლებიც ტექსტის ზედაპირზე არ ჩანს, მაგრამ მთხრობელი გულისხმობს. ფარული საზრისების გამოვლენაში გვეხმარება წამოცდენები, რომლებიც ხშირია, აუდიტორიის წინაშე გამოსვლებისას.დისკურსული ანალიზის შედეგად, ჩვენ შეგვიძლია წინადადებებს შორის ნაგულისხმევი სიღრმისეული ინფორმაცია გამოვააშკარაოთ. პრეზიდენტების გამოსვლების გასაანალიზებლად საუკეთესო მეთოდად დისკურსის ანალიზი მივიჩნიე, ვინაიდან ამ გამოსვლების დროს პოლიტკორექტულობისა და სხვა მიზეზების გამო პრეზიდენტები ხშირად, ცდილობენ დაფარონ თავინთი ნამდვილი გეგმები და საზოგადოებას შეფარვით ესაუბრონ მოსალოდნელ სტრატეგიულ პოლიტიკაზე.

შერჩევა
შერჩევის კრიტერიუმად შემოვიღე,  აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და 2008 წლის აგვისტოს ცხინვალის კონფლიქტის წინა პერიოდის, გამოსვლები. 1990 წლის 27 დეკემბრის გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში გამოქვეყნებული ზვიად გასახურდიას სიტყვა წარმოთქმული 1989 წლის 25 დეკემბერს თბილისში გამართულ მიტინგზე”. ეს გამოსვლა ავრჩიე, იმიტომ რომ ის საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის ნომერში დაიბეჭდა, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ გამოსვლა აქტუალობას ინარჩუნებდა და იმ პერიოდის საზოგადოებრივი დისკურსის ნაწილი იყო. ასევე ავირჩიე, იმ დროისათვის საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდოამრის ზვიად გამსახურდიას 1990 წლის 12 დეკემბერის გამოსვლა, ასევე 1991 წლის 1 იანვრის საქ. რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის ზვიად გამსახურდიას საახალწლო მიმართვა ტელევიზიით. აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საჯარო გამოსვლებში არ საუბრობს აფხაზეთში შექმნილ მდგომარეობაზე მხოლოდ ბოლოს, ანუ 1992 წლის 12 აგვისტოს გამოდის ის ტეელვიზიით. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დაწყებამდე ერთი წლით ადრე მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება.


ზვიად გამსახურდიას გამოსვლების  დისკურსული    ანალიზი

1990 წლის 12 დეკემბრის გამოსვლაში ზვიად გამსახურდია აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარი მიზანი საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს შორის ურთიერთგაგების დამყარებაა. ეს სხვადასხვა რაიმეს შეიძლება, გულისხმობდეს, პირველი: გამსახურდია გარკვეულწილად თავისმართლების პოზიციაშია, ვინაიდან, იცის რომ ცნობილია მისი ხელისუფლების ეროვნული უმცირესობებისადმი დამოკიდებულების პოლიტიკა და ცდილობს ეს ეჭვები გაფანტოს, მეორე: ის შესაძლოა იმ პერიოდში შექმნილი დაძაბული ვითარების გამო ეროვნული უმცირესობების დარწმუნებას ცდილობს , რომ მათ საფრთხე არ ემუქრებათ.თუმცა, მისი ამ გამოსვლის შემდეგი სიტყვები ორაზროვანია, ”ჩვენს წინსაარჩევნო პროგრამებში, ხაზგასმით იქნა აღნიშნული საქართველოში არსებულ ეროვნულ უმცირესობათა ავტონომიის შენარჩუნების საჭიროება; მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტონომიები ჩამოყალიბდა ბოლშევიკური ანექსიის შემდგომ ქართველი ერის ინტერესების საწინაააღმდეგოდ და გარკვეული გაგებით არღვევდა სწორედ ერთა შორის თანასწორობის პრინციპს”. ამ სიტყვებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას გარკვეულწილად ”მოწყალე” პოზიცია აქვს ეროვნული უმცირესობების მიმართ.მიანიშნებს მათ, რომ ისინი უკანონო წარმონაქმნი არიან, თუმცა მიუხედავად ამისა მისი ხელისფულების ნებიდან გამომდინარე ეროვნული უმცირესობებისათვის ავტონომიის მინიჭებაა საჭირო. ამ განხცადებით, გამსახურდია ეროვნულ უმცირესობებს ”თამაშგარე მდგომარეობაში” ამყოფებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისნი ”რეალური პოლიტიკის კეთების” პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ, გადაწყვეტილების მიღების მომენტში ეროვნული უმცირესობების ნების გათვალისწინებისა და მონაწილეობის არანაირ გარანტიაზე არ საუბრობს გამსახურდია. უფრო მეტიც, ის მათთვის ავტონომიის მინიჭების მიზნად ერთაშორისი ურთიერთოების მშვიდობიანად მოგვარებას მიიჩნევს და არა ეროვნული უმცირესობებისათვის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობების ზრდას.
ოსების გმსხურდია ისეთი ტერმინებით მოიხსენიებს, როგორებიცაა სეპარტისტები, რაც კიდევ უსვამს ხაზს მის დამოკიდებულებას. ”ჩვენ ვაღიარებთ ოსი ხალხის, ისევე როგორც სხვადასხვა ხალხის უფლებას თვითგამორკვევისას და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის შექმნისას, მაგრამ ეს უნდა განხორციელდეს მათ ისტორიულ სამშობლოში,დღევანდელ ჩრდილოეთ ოსეთში და არა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც მათ მიტაცებული აქვთ და რომელიც წარმოადგენს სუვერენული საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილს”.
აქედან იკვეთება,რომ მისთვის მნიშვნელოვანია ტერიტორიები და არა ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი. კიდევ ერთხელ, დასტურდება გამოსვლის დასაწყისში გამსახურდიას მოსაზრების ორაზროვნება და იბდება კითხვა, თუ ოსების მიერ შექმნილი ავტონომია უკანონოა, თუ მათი მოძრაობა სეპარატისტულია და თუ მათი თვითგამორკვევა ჩრდილოეთ ოსეთში უნდა მოხდეს, რა გარანტია უნდა ჰქონდეს ოს ხალხს, რომ გამსახურდიას ხელისუფლება მათ თანაბარ სასტარტო პირობებში ჩააყენებს და ოსებსაც ექნებათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა.
გასათვალისწინებელია ამ გამოსვლის თარიღი, 1990 წლის 12 დეკემბერი, ანუ ჯერ კიდევ არ არის დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება ოსებსა და ქართველებს შორის, თუმცა გამსახურდია აცხადებს რომ – ”საქართველოს მთავრობის ყველა ცდა, შეეწყვიტა ეს ანტიკონსტიტუციური ქმედება მშვიდობიანი, ურთიერთმოპლაპარაკების საშუალებით, უშედეგო აღმოჩნდა. თვითმარქვია ხელისუფლების მესვეურები განსაცვიფრებელი ცინიზმითა და უტიფრობით პასუხობდნენ ყველა ასეთ წინადადებაზე, შეეწყვიტათ თავის უკანონო საქმიანობა”.. ეს ტექსტი შეიარაღებული დაპირისპირებისკენ მოწოდებაად შეიძლება ჩაითვალოს. მით უმეტეს რომ გამსახურდია ამბობს ”კონფლიქტის მოწესრიგება მშვიდობიანი საშუალებით ვერ მოხერხდა”. საინტრესოა მის, მიერ გამოყენებული ეპითეტი კონფლიქტი, ამ სიტყვას უარყოფითი სემანკიტური დატვირთვა აქვს და ურთიერთდაპირისპირების მწვავე ფორმის აღსანიშნავად გამოიყენება. 1990 წლის 12 დეკემბრის გამოსვლა, გარკვეულწილად მოწოდებაა, როგორც ქართველებისთვის ასევე ოსებისთვის ქმედების ახალ საფეხურზე გადასასვლელად, ახალი საფეხური კი ნამდვილად არ არის მშვიდობიანი, რადგანაც გამსახურდია რამდენჯერმე აღნიშნავს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება ვერ მოხერხდა. ამ მოსაზრებას ადასტურებს მისი ნათქვამიც -”ჩვენ დღესვე შეგვიძლია უარვყოთ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში თვითმარქვია ერთეულის შექმნასთან დაკავშირებით არსებული ყველა იურიდიული ძალა და ამით დავამთავროთ.” ყურადღებას იქცევს ასევე სიტყვა ”ჩვენ”, რომელშიც ის ქართველებს გულისხმობს, ცხადია რომ ოსებს ქართული სახელმწიფოს ნაწილად არ მიიჩნევს, რადგან ამბობს რომ ”ჩვენ შეგვიძლია ამით დავამთავროთ”, რაც ოსი ხალხის ნების გაუთვალისწინებლობას გულისხმობს.ამ გამოსვლაში ის ძალიან დიდ დროს უთმობს, ოსი ხალხის წარმომავლობაზე მსჯელობას და ისტორიული ფაქტების მოყვანას იმის დასამტკიცებლად რომ ოსები ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოსული ალანები არიან, ანუ ისევ ყურადღებას ამახვილებს ტერიტორიებზე და არა ადამიანებზე
”საქართველოს რევოლუციური მთავრობა, ქართველი ხალხის კანონიერ მოთხოვნებს უპირისპირებს იდეოლოგიასა და აგიტაცია-პროპაგანდას და ცდილობს, შთააგონოს ცხინვალის ქართველებს, რომ ის თანაბრად იცავს ”ყველა ერი” ინტერესებს..ცდილობს, ჩამოუყალიბოს მათ ნდობა ხალხის იმ უმცირესი ნაწილის მიმართ, რომელიც დღენიადაგ იღვწოდა საქართველოდან გამოყოფის და ჩრდილოეთ ოსეთთან, იგივე რუსეთთან მუდმივი კავშირის დამყარებისათვის.”საუბრის ამ მონაკვეთშია ოსი ხალხი გამოყვანილია, როგორც რუსეთის ინტერესების დამცველი. გამსახურდია არ საუბრობს რუსებზე, როგორც ამ კონფლიქტის მაპროვოცირებლებზე. ის უშუალოდ ოს ხალხს ადანაშაულებს. თუმცა ერთი წლით ადრე 1989 წლის 25 დეკემბრის გამოსვლაში, გამსახურდია სიტუაციას აფასებს როგორც კრემლის დაპყრობით ომს და ოსების შესახებ ამბობს, რომ ”ისინი არიან კრემლის იარაღი ამ შემთხვევაში, ისინი არიან დამპყრობელნი, ასეთივე დამპყრობელნი, როგორც ჟლობას კავალერია, როგორც მე-11 წითელი არმია.ისინი განაგრძობენ, აგრძელებენ ჟლობას კავალერიის საქმეს, სერგო ორჯონიკიძის საქმეს.დიახ, მათი ხელით სურს კრემლს მოახრჩოს ქართველი ერი, მოახრჩოს ჩვენი ეროვნული მოძრაობა, მოახდინოს მისი სრული პარალიზება, მეგობრებო, დაპყრობით ომს უნდა ვუპასუხოთ ომით”. მიუხედავად იმისა, რომ გამსახურდია რუსეთის როლზე საუბრობს, მაინც ჩანს უარყოფითი დამოკიდებულება თავად ოსების მიმართ, როდესაც ის მათ დამპყრობლებს უწდებს. ”ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ამ შემოსევებს, გავუმკლავდეთ იარაღით ხელში. უნდა დავიცვათ ქართველი ერი იარაღით ხელში. ეს არის ჩენი ვალი ქართველი ერის წინაშე.” მართალია, გამსახურდია საუბრის დასაწყისში აღნიშნავს რუსების როლს კონფლიქტის ესკალაციაში, ის არ ამბობს რომ ოსები და ქართველები ერთად უნდა გაუმკლავდნენ ამას, არამედ პირიქით შეიარაღებული დაპირისპირების სტადიაზე გადასვლისკენ მოუწოდებს მხარეებს, რომელში ის ოსების წინააღმდეგ დაპირისპირებას გულისხმობს.

1991 წლის 1 იანვრის საქართველოს მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვაში გამსახურდია ამბობს, რომ ” ჩვენ გავაუქმეთ უკანონო ავტონომია ე.წ სამხრეთ ოსეთისა. ამჟამად იქ მიმდინარეობს მდგომარეობის სტაბილიზაცია იმით, რომ ჩვენი მილიციის ძალები დღითი-დღე უფრო და უფრო აქტიურად მოქმედბენ.შინაგანი ჯარიც უკვე ვეღარ გვიწევს ისეთ წინააღმდეგობას.ის ექვემდებარება ჩვენს მიერ დანიშნულ კომენდანტს. ” მართალია არის ცალკეული მოვლენები, რომელთაც მეტი კონტროლირება სჭირდებათ.ჩვენ მოვითხოვთ, კატეგორიულად მოვითხოვთ ცენტრისაგან, ის არ უნდა ჩაერიოს ჩვენს შინაურ საქმეებში. მას არა აქვს არავითარი უფლება, რაიმე პრეტენზიები წამოგვიყენოს ამ ავტონომიის გაუქმებასთან დაკავშირებით.მაგრამ ეს სეპარარატისტი პროვოკატორები განაგრძობენ თავიანთ საძრახის საქმიანობას. ისინი პირდაპირ მოუწდებენ სამოქალაქო ომისაკენ მოსახლეობას.”
ამ გამოსვლით კიდევ ერთხელ დასტურდება გამსახურდიას გამოსვლების ორაზროვნება და არათანმიმდევრულობა, ის გარკვეულწილად ამ კონფლიქტის გაჩაღებაში რუსულ წვლილზეც საუბრობს, მაგრამ იქვე უარყოფითად იხსენიებს ოსებს და მათ სეპარატისტ პროვოკატორებს უწოდებს.

ედუარდ შევარდნაძის გამოსვლის  დისკურსული   ანალიზი

გამოსვლის კონტექსტი შემდეგია აფხაზებმა გაიტაცეს სანდო კავსაძე, რომან გვენცაძე, დავით სალარიძე და სხვები. შევარდნაძე სატელევიზიო გამოსვლით ეხმიანება ამ ფაქტს.
აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, შევარდნაძე თავის გამოსვლებში აფხაზეთის საკითხზე არ საუბრობს, მხოლოდ 1992 წლის 11 აგვისტოს გამოდის ის ტელევიზიით და შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობას თითქმის ომის დაწყებას აცნობს, იმდენად მილიტარისტულია მისი ტექსტი. ” ჩვენ გადავწყვიტეთ ამაღამვე დამუშავდეს სამხედრო ოპერაციების გეგმა”.ის აცხადებს, ”ვებრძოლო ბოროტებას არა ბოროტებით, არა მარტო ძალით, მაგრამ ძალითაც, ძალის გამოყენებითაც.” ისევ ორაზროვნება და ნათქვამის ბუნდოვანობა ჩანს, რაც გვაფიქრებინებს, რომ საჯარო გამოსვლებისას პრეზიდენტები გულრწფელნი არ არიან , ისინი უბრალოდ ცდილობენ პოლიტკორექტულობის დადგენილ ნორმებს მიჰყვნენ, სინამდვილეში კი მათ მიერ გახმოვანებული გეგმები და რეალურად დაგეგმილი ქმედებები ერთმანეთისგან აცდენილია, რაც განსაკუთრებით კარგად დისკურსში, წამოცდენებში იჩნეს თავს. ასე იყო გამსახურდიას შემთხვევაშიც, როცა ის ოსებს საუბრის ერთ მომენტში რუსეთის მსხვერპლად მოიხსენიებს, მეორე მომენტში კი თავად ოსები გამოჰყავს კონფლიქტის გამჩაღებლებად, ცდილობს დაარწმუნოს ისინი რომ საფრთხე არ დაემუქრებათ, თუმცა წამოსცდება რომ ავტონომია მოხლოდ კულტურული იქნება, ამით კი პირდაპირ გამორიცხავს პოლიტიკურ ცხოვრებაში ოსთა მონაწილეობას. შევარდნაძემაც იცის, რომ ბორტებას ბოროტებით უნდა ვებრძოლოთო რომ ეთქვა ნაწილობრივ პრვოკაციული და მილიტარისტული განცხადება იქნებოდა,ამიტომაც ამბობს ის თუმცა ბოროტებიტაც და ძალის გამოყენებითაცო, რაც ფაქტობრივად წამოცდენაა. ” დამყარდება წესრიგი ყველგან და ყველაფერში, ამისათვის გამოყენებული იქნება ჯარიც, მილიციაც, სამხედრო ტექნიკაც.”
”ჩვენ მსოფლიოს თვალწინ მართლაც უჩვეულო დიდსულოვნება და სულგრძელება გამოვიჩინეთ, ვაპატიეთ ის, რასაც არც ერთი სახელმწიფო არ აპატიებდა, იმის უფლებაც გვაქვს, ვთხოვოთ ჩვენს ხალხს, რომ ხვალ გამოვიდნენ ქუჩებში, მოედნებზე და მოითხოვოს ჩვენგან მხარი დავუჭიროთ, რათა შევუტიოთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს, – ჩვენი მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მტრებისა და მოღალატეების წინააღმდეგ ბრძოლაში!- თუ გვინდა, რომ იცოცხლოს და იდღეგრძელოს საქართველომ. მე ვხედავ ვისი ხელი ტრიალებს ამ ამბებში, ვისი ხელწერაა. ეს არ არის ძნელი გასარჩევი.
შევარდნაძე თავს ამ გამოსვლაში აფხაზეთის კონფლიქტში რუსეთის კვალზე საუბრობს, თუმცა მხოლოდ გადაკვრით, არც ახსენებს რუსებს. ისიც ასახელებს სიკეთისა და ბოროტებსი აბსტრაქტულ ძალებს და საკუთარ თავს საქართველოსთან ერთად სიკეთის გამრჯვებისთვის მებრძოლად მოიაზრებს : ” მე მგონი ახლა, სწორედ ახლა, ამ დღეებში წყდება ჩვენი ყოფნა- არყოფნის საკითხი, ან სიკეთე გაიმარჯვებს ან ბოროტება! არ უნდა დავუშვათ, რომ ბოროტებამ გაიამრჯვოს! თუ ბოროტება არ გაიამრჯვებს მაშინ საქართველო მართლა დამოუკიდებელი გახდება”.

მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის  დისკურსული ანალიზი

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დაწყებამდე სააკაშვილი 2007 წლის 15 მარტის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ყოველწლიურ შემაჯამებელ მოხსენებაზე, დიდ დროს უთმობს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე საუბარს, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონს. მისი გამოსვლაში პირდაპირ ჩანს მზადება ომისათვის. სააკაშვილი ყურადღებას ამახვილებს გაზრდილ თავდაცვისუნარიანობაზე, საქართველოს განსაკუთრებულ სამხედრო ძლიერებაზე. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან არაპირდაპირი მუქარა და ომის დაწყების შესაძლებლობის ლატენტურად გაცხადებაა. ”მაშინ ჰქონდათ რაგატკები- ახლა გვაქვს საჰაერო დაცვის თანამედროვე სისტემები”. ”მაშინ იყო უიარაღო, ჩაუცმელი და უჭმელი მცირერიცხოვანი ჯარი – ახლა არის უმაღლესი სტანდარტებით გაწვრთნილი, აღჭურვილი და მომზადებული მრავალრიცხოვანი არმია” ” მაშინ იყო უსუსურობა და შიში – ახლა არის ძალა და გამბედაობა”. ” მაშინ სათანადო პასუხის გაცემა ასეთ დროს ტექნიკურად შეუძლებელი იყო, ახლა ეს არის არა ტექნიკური შესაძლებლობის, არამედ მთელი ხალხის მიერ გაზიარებული გადაწყვეტილების საკითხი”. ეს ბოლო წინადადებაა პრიდაპირი მოწოდებაა ომის დაწყებისაკენ, სააკაშვილი ამბობს რომ საქართველოს ტექნიკური შესაძლებლობები გაიზარდა და თუ ხალხი შეთანხმდება მათ ომის დაწყება შეუძლიათ. ისევე როგორც წინა ორი პრეზიდენტის გამოსვლებში აქაც  ჩანს ორაზნოვნება და არათანმიმდევრულობა საუბრის დასაწყისში სააკაშვილი გაზრდილ სამხედრო ძლიერბაზე და ომის დაწყების მხოლდ ხალხის სურვილზე დამოკიდებულებაზე საუბრობს, ხოლო საუბრის ბოლოს კი ამბობს, რომ ” ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის დასაცავად. ქართველი ერი მზადაა მიიღოს ყველანაირი გამოწვევა მშვიდობისა და საქართველოს მთლიანობის დასაცავად ყველაფერს გავკეთებთ, რათა შევინარჩუნოთ ის, რაც ყველა კონფლიქტურ რეგიონში გვიკეთებია – აღმშენებლობა და განვითარება”, აქ პარალელის გავლება შეიძლება გამსახურდიას გამოსვლასთან, რომელშიც კარგად ჩანს რომ ის დაკარგულ ტერიტორიებზე სწუხს, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლებულმა ალანებმა მიითვსეს და რეალურად ოსი ხალხის ინტეგრირებაზე. ასევეა სააკაშვილიც, ის აცხადებს რომ მათ კონფლიქტი რეგიონში აშენებული უნდა დაიცვან,ნაცვლად იმისა რომ ოსების ინტეგრაციაზე ისაუბროს.თუმცა საუბრის ბოლოს მიხეილ სააკაშვილი ქართველები და ოსი ხალხის ძმობაზეც საუბრობს. საუბრის სტრუქტურა საკმაოდ უჩვეულოა, პრეზიდენტი საუბარს მილტარისტული პათოსით იწყებს თითქოს ვიღაცას ემუქრება და ქართული ჯარების ძლიერების წარმოჩენას ცდილობს, საუბრის ბოლოსკენ კი ოსებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების აუცილებლობაზე იწყებს ლააპრაკს.

ძირითადი ტენდენცია, რომელიც სამივე პრეზიდენტის შემტხვევაში იკვეთება, საუბრის არათანმიმდევრულობა და ორაზროვნებაა, რაც ზოგადად პოლიტიკოსებისათვის არის კიდევაც დაამხასაითებელი. თუმცა ამ შემტხვევაში საუბრის არათანმიმდევრულობა დასაწყისში მილიტარისტული და ძალისმიერ პათოსი და ბოლოს მშვიდობიმაშენებლისა და სტაბილუროის გარანტის იმიჯის შექმნა გვაფიქრებინებს, რომ პრეზიდენტების მიერ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაზე საუბარი უბრალო ფასადია, ხოლო მათი რალური დამოკიდებულება საკითხისადმი, მათივე წამოცდენებიდან კარგად ჩანს. არც ერთი მათგანი არ სვამს კითხვას რატომ ისწრაფიან ეროვნული უმცირესობები ავტონომიისაკენ? მხოლოდ კულტურული ავტონომია არის კი საკამრისი პირობა, ეროვნული უმცირესობების კეთილდღეობისათვის? არც ერთი პრეზიდენტი არ სთავაზობს უმცირესობებს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველყოფის კონკრეტულ მექანიზმებს. მათ საკუთარი თავი მოწყალე ბატონების სხით გამოჰყავთ, რომელებიც საკუთარი კეთილი ენბისა და ისევ საკუთარი კეთილდღეობის შენარჩუნებსი გამო ეროვნულ უმცირესობებს კულტურულ ავტონომიას ანიჭებენ. ასევე, საინტერესო მტის ხატის შექმნის ტენდენცია, თუმცა მტრის ხატიც ბუნდოვანია მათ გამოსვლებში. სამივე მათგანი რუსეთს მოიაზრებს კონფლიქტის გამჩაღებლად, თუმცა ოსებსაც და აფხაზებსაც გარკვეულწილად რუსეთის ნაწილად მიიჩნევს.

დასკვნა
კონფლიქტისწინა პერიოდში საქართველოს პრეზიდენტების გამოსვლების მოცულობებს თუ შევადარებთ, გამსახურდია ყველაზე მეტად ეხმაურეობდა ეროვნული უმცირესობების საკითხს. ოსეთის კონფლიქტის დაწყებამდე ერთი თვით ადრე გამსახურდიას ყველა გამოსვლა ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ეხება, ამის მიზეზი ალბათ ანწილობრივ ისიცაა, რომ იმ პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა მსჯელობა ავტონომიის გაუქმების საკითხზე, უფრო სწორად ე.წ სამხრეთ ოსეთის ავტონომის გაუქმება გამსახურდიას დღის წესრიგიში განიხილებოდა. შევარდნაძე ყველაზე ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას ეროვნული უმცირესობების მიმართ პოლიტიკაზე და აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, ის მხოლოდ ერთხელ გამოდის საზოგაოების წინაშე 1992 წლის 12 აგვისტოს, როცა მდგომარეობა უკვე უკიდურესად დაძაბულია და ფაქტობრივად ომის დაწყბეას ამცნობს მოსახლეობას. მართალია, სააკაშვილი ეროვნული უმცირესობების მიმართ მუდამ ამბობს, რომ ის მათი პრეზიდენტიცაა და ეთნიკური უმცრესობები სრულად უნდა იყვნენ ინტეგრირებულნი საზოგადოებაში, თუმცა იქმნება შთაბეჭდილება, რომ სამხედრო ძლიერებაზე საუფრის ფონზე მშვიდობაზე საუბარი მხოლოდ რიტორიკაა და არაფერი აქვს საერთო რეალურ სტრატეგიასთან. სამივე რეზიდენტისათვის საერთოა, ის რომ ისინი საკუთარ მსჯელობებში არათანმიმდევრულნი და ორაზროვანნი არიან, ჯერ ქვეყნის გაზრდილ ძლიერებასა და დაუმარცხებლობაზე საუბრობენ, ხოლო შემდეგ კი აცხადებენ რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია. ასევე, სამივე მათგანი ხედავს კონლიქტის გაჩაღებაში რუსეთს კვალს და საუბრობს კიდევაც ამაზე, მაგრამ საუბრობს გაურკვევლად, ქარაგმებითა და მინიშნებებით. ისინი არ მიჯნავენ ერთმანეთისგან რუსეთსა და ეროვნული უმიცრესობის წარმომადგენლებს და მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკურ უმცირესობებს რუსეთის იარაღად მიიჩნევენ, თვად ეთნიკურ უმცირესობებსაც სეპარატისტებად და პროვოკატორებად წარმოაჩენენ. პრეზიდენტების რიტორიკა რეალურად კონფლიქტის დარეგულირებისკენ მიმართული არ არის.ისინი სამომავლო სტრატეგიაზე თითქმის არ საუბრობენ, არ ამბობენ როგორ ესახებათ ეროვნულ უმცირესობების ინტეგრაცის გზები, მხოლოდ  მუქარის შემცველი ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებიან. სამივე პრეზიდენტის პათოსი მსგავსია, გადაჭარბებული წარმოდგენა საქართველსო ძლიერბაზე და ამაზე მუდმივი ხაზის გასმა, მტრის ხატის ჩამოყალიბება,თუმცა აქაც გაურკვევლობა და ხშირად აფხაზებისა და ოსების მტრებად, პროვოკატორებად და რუსეთის წისქვილზე წყლისდამსხმელ ძალად სტიგმატიზირება. სამივე პრეზიდენტს, მომავალი მოქმედების სტრატეგიაზე  საუბარისას,  კონფლიქტის გადაწყვეტის საშუალებად მაშინვე სამხედრო , შეიარაღბული დაპირისპირების გზა ესახება. კვლევის ჰიპოთეზა დასტურდება, საქართველოს პრეზიდენტების გამოსვლებში,  კონფლიქტის მშვდობიანი გზით დარეგულირებაზე საუბრის მეტი, საომარი რიტორიკაა.
ბიბლიოგრაფია:

1.ზვიად გამსახურდიას სიტყვა წარმოთქმული 1989 წლის 25 დეკემბერს თბილისში გამართულ მიტინგზე.
2.1990 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავჯდომარის ზვიად გამსახურდიას გამოსვლა.
3. 1991 წლის 1 იანვარს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის ზვიად გამსახურდიას საახალწლო მიმართვა ტელევვიზიით
4.1992 წლის 12 აგვისტოს, ედუარდ შევადნაძის მიმართვა ტელევიზიით.
5. საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის ყოველწლიური შემაჯამებელი მოხსენება პარლამენტის საზაფხულო სესიაზე, 2007 წლის 15 მარტი.

About socioflaneur

სოციოფლანიორი
This entry was posted in სოციოლოგია and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to ცხინვალის, აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის წინა პერიოდში საქართველოს სამი პრეზიდენტის გამოსვლების დისკურსული ანალიზი

  1. Mr WordPress says:

    Hi, this is a comment.
    To delete a comment, just log in, and view the posts’ comments, there you will have the option to edit or delete them.

  2. Nino says:

    ძალიან საინტერესო კვლევაა!! ავტორს მინდა ვკითხო თუ არის ეს კვლევა ოფიციალურად გამოქვეყნებული ინგლისურ ენაზე ? ამ შეკითხვას ვსვამ იმიტომ რომ საინტერესო წყარო იქნებოდა ჩემი სამაგისტრო ნაშრომისთვის. წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის

    • socioflaneur says:

      ნინო,ინგლისურად არ არის გამოქვეყნებული.

      • Nino says:

        ქართულად ოფიციალურად არის გამოქვეყნებული როგორც ნაშრომი? შეგიძლიათ რომ მომაწოდოთ? ანუ თუ მომცემთ იმის უფლებას რომ მივუთითო როგორც წყარო ჩემს სადიპლომოში? მადლობა კიდევ ერთხელ

        პ.ს კიდევ ერთი შეკითხვა: სოციალური ქსელებიდან მხოლოდ Facebook – ისთვისაა დაბლოკილი? ამას იმიტომ ვკითხულობ რომ მართლაც საინტერესო კვლევაა, და ჩემი აზრით ბევრმა უნდა წაიკითხოს, Facebook კიდევ სოციალურ ქსელში ყველაზე პოპულარულია, ანუ მისი საშუალებით უფრო მეტი შანსია რომ ბევრმა წაიკითხოს😉

      • socioflaneur says:

        არც ქართულად არის გამოქვეყნებული. “უფლებას”, რა თქმაუნდა – კი

  3. Konstantine says:

    ვერ დავეთანხმები ასეთ მიდგომას – უფრო ობიექტური ანალიზია საჭირო და მეტი გამოსვლების, მეტი მასალის, ასევე პოლიტიკური შედეგების გათვალისწინებით. ცოტა არ იყოს ხიჭვის ძიებას გავს სხვის თვალში. იგნორირებულია კონკრეტული შედეგიც – როგორიცაა მაგალითად 1991 წლის სამშვიდობო პროცესი აფხაზეთში, როდესაც კომპრომისის საფუძველზე მოხერხდა ერთობლივი არჩევნების ჩატარება და თუნდაც მყიფე, მაგრამ მაინც იმედისმომცემი მშვიდობის დამყარება აფხაზეთში, რომელმაც ასე თუ ისე 1992 წლის აგვისტომდე მაინც გასტანა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s