ენტონი გიდენსის სტრუქტურაციის თეორია

ენტონი გიდენსი თავის თეორიას მედიატორულ თეორიას  უწოდებს. მედიატორული თეორია სტრუქტურასა და სუბიექტზე  ორიენტირებულ თეორიების ”მომრიგებლად” შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომლის მიხედვითაც  სტრუქტურა- აქტორის დაპირსპირების დილემის  გადასალახავად სოციალურმა თეორიამ მოქმედების პერფორმაცია  უნდა განიხილოს. გიდენსს სტრუქტურა აინტერესებს, არა როგორ სტატიკური აბსტრაქტული ფენომენი, არამედ მას აინტერესებს სტრუქტურა დინამიკაში, სტრუქტურის ისეთი ცნება, რომელიც მოქმედების მიღმა არ  მნიშვნელობს. გიდენსის მიხედვით სტრუქტურაცია მოქმედებაში ჩართულობა, მოქმედებაში გადაყვანილი კოლექტიური ცხოვრების ფორმაა. გიდენსი წერს, რომ სოციოლოგები ყურადღებას მოქმედების შედეგს აქცევდნენ და არა მოქმდების პროცესს, ისინი ყურადრებას  არ ამახვილებდნენ  მოქმედების მიმდინარეობაზე. გიდენსის  სტრუქტურაციის თეორიის მიხედვით კი ჩვენ ყურადღება მოქმედების შესრულებას, პერფორმაციას უნდა მივაქციოთ. მედიატორული თეორია ცდილობს გამოარკვიოს ის მექანიზმები, რომლებიც მოქმედების შესრულებას განაპირობებს. ამ მექანიზმებმა ჩვენ უდნა აგვიხსნას მოქმედება, მაგრამ მოქმედების შედეგი შეიძლება ვერ  აგვიხსნას. რა  მექანიზმები გნსაზღვრავს მოქმედების შესრულებას, იმისათვის რათა მოქმედება განხორციელდეს აუცილებელია:

1) მოქმედების წესები

2) მოქმედების რესურსები

მოქმედების წესები: პროცედურული წესი და მორალური წესი (არამეტაფიზიკური მორალი, არამედ სოციალური მორალის წესები)

მოქმედების რესურსები: ავტორიტეტული, ძალაუფლებითი და მატერიალური რესურსები.

პროცედურული წესები: მოქმედების როგორც გარკვეული პროცეის შემადგენელი მონაკვეთების თანმიმდევრობის დაცვა. პროცედურული წესები შეიძლება იყოს ფორმალური ან არაფორმალური.

მორალური წესები: სოციალური ეთიკა, მორალური წესები აღწერს მოქმედების შესრულების იმგვარ  პირობებს, რომლებსაც მინიმუმადე  დაჰყავს დევიაციის, კონფლიქტების რიცხვი, ეს წესები კორპორაციულია.

მატერიალური რესურსები : ფული და ა.შ

ავტორიტეტული, ძალაუფლებითი რესურსები: ნებისმიერი მოქმედება ხორციელდება ძალაუფლების  ველში. ადამიანები ამ სუბორდინაციას  მოქმედებისას ითვალისწინებენ. ძალაუფლება სიტუაციურია, რელატიურია, შეფარდებითია, როცა იწყება  ძალაუფლების გააბსოლუტირება  იწყება ტოტალიტარიზმი, დემოკრატიული გარემო ძალაუფლების დიალექტიკასა  და ორვექტორიანობას ეყრდნობა.

მოქმედების სტრუქტურა სხვა არაფერია თუ არა მოქმედების წესებისა და რესურსების ერთობლიობა. როგორ  უნდა იქცეს  ის სტრუქტურაციად, ანუ მოქმედებაში ჩართულ ფენომენად. მოქმედების წესებისა და რესურსების ერთობლიობა არამხოლოდ მოქმედების განხორციელების საშუალებაა, არამედ  მოქმედების განხორციელების შედეგიც. სტრუქტურა მოქმედების პირობაცაა და შედეგიც, სწორედ ამაში მდგომარეობს სტრუქტურის დუალობის  კონცეფცია.

1) სტრუქტურა თავისთავად არსებობს და გამოყენებისა და გამეორების შედეგად  კვლავიწარმოება.

2) სტრუქტურა მუდმივადგანახლებადია ( მაგალითად, ჩვენ საუბრისას  გრამატიკულ წესებს მხედველობაში მიღების გარეშე, ლატენტურად  ვიყენებთ, რომლებიც დროთა განმავლობაში  იცვლება, ანუ წესების კვლავწარმოებას ვახდენთ. წესი არის პროცესის შედეგიც და წესიც)

როდის იწყება ცვლილებები- მაშინ როცა სოციალური რუტინები ირღვევა,(ისინი თავისთავადნაგულისხმევი,”Takenforgranted” მოქმედებებია) სოციალურ რუტინებს პასიური ცნობიერება ახორციელებს. მათი დარღვევისას დისკურსული ცნობეირება ირთვება, ანუ  ცნობიერება აქტიურად ერთვება  მოქმედებაში, რუტინის დარღვევისას  დისკურსული ცნობიერება გამოსავლის ძიებას იწყებს. დისკურსული ცნობიერება ირთვება მაშინ, როდესაც სოციალური რუტინების დარღვევა  და ღირებულებათა   გადაფასება მასშტაბური ხდება, როდესაც მოქმედებებს ჩვეული შედეგები კი არ  მოსდევს, არამედ განუზრახველი შედეგები,  შედეგად  ადამიანები  ახალი რუტინების დამკვიდრებას ცდილობენ,  რაც არაცნობიერი მოტივაციით, ანუ ონტოლოგიური უსაფრთხოების განცდითაა ნაკარნახევი, ეს  უკანასკნელი კი გულისმხობს, რომ ინდივიდის ცხოვრება უსაფრთხოა, შფოთისაგან დაცლილია, მისი არსებობა ამ სოციალურ გარემოში უსაფრთხოა და ქმედებები განუზრახველ შედეგებს არ გამოიწვევს. ამგვარად ხორციელდება  ”პრაქსისი” ( სოციალური ცხოვრების კონსტიტუციის (ქმნადობის) სინონიმი) პრაქისის ქვეშ მოიაზრება იმ ხელსაყრელი წესების (ხერხების) და მეთოდების ერთობლიობა, რომელთაც აგენტები ფლობენ.

სტრუქტურაციის თეორიის არსი კი ის არის, რომ სოციალური მეცნიერებების შესწავლის ძირითად სფეროს არ წარმოადგენს არც მხოლოდ ინდივიდუალური აქტორის გამოცდილება და არც მხოლოდ სოციეტალური ერთობლიობის ნებისმიერი ფორმა, არამედ -დროსა და სივრცეში მოწესრიგებული სოციალური პრაქტიკები.

სალექციო ჩაანწერი

ლექტორი : იაგო  კაჭკაჭიშვილი

About socioflaneur

სოციოფლანიორი
This entry was posted in თანამედროვე სოციალური თეორიები and tagged , , , . Bookmark the permalink.

One Response to ენტონი გიდენსის სტრუქტურაციის თეორია

  1. Nuskheladze says:

    Gaixare amis damwero ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s