თვითობა, სიზმარი და პოსტმოდერნული იდენტობა

ვინ ვართ ჩვენ სიზმრებში? ეს კითხვა ჩვენს გონებაში, გონებაში რომელიც არარეალურად არის კონსტუირებული (სიზმრის შემთხვევაში) საკუთარი იდენტობის წარმოსახვის პრობლემას ეხება. რა ხდება როდესაც ჩვენ რაიმე გვესიზმრება და საკუთარი იდენტობით მანიპულირება შეგვიძლია? სიზმრის ფენომენი ასეთ მანიპულაციებს ნებას რთავს გამოჩნდნენ, გაათავისუფლონ ინდვიდი, რათა თვითობის მრავალფეროვანი შესაძლებლობები არსებული როლების დამამძიმებებლი კონფორმულობისაგან დამოუკიდებლად გამოიკვლიოს. ეს მგავსია, თვითობის დეცენტრალიზებულ ბუნებასათან დაკავშირებით არსებული პოსტმოდერნული ხედვისა.პოსტმოდერნული იდენტობა ფრაგმენტული იდენტობებისაგან შედგება, რომელიც სიზმრის დროს პიროვნული შემოქმედებითობის საფუძველს წარმოადგენს. სიზმარი პოსტმოდერნიზმთან იმ თვალსაზრისითაა დაკავშირებული, რომ ინდივიდს სთავაზობს ალტერნატიულ მეთოდებს ყოველდღიური კონვენციური ცხოვრებიდან ტრანსცენდენტირებისთვის.
lucid სიზმარი, (lucid სიზმარი არის, სიზმრის სახეობა, როდესაც ადამიანმა იცის რომ ის სიზმარშია, როდესაც ადამიანი სიზმარში ყოფნას აცნობირებს).იდენტობა, პოსტმოდერნიზმი, დანაწევრება.
lucid სიზმარი ფსიქოლოგების მიერ ეზოთერული ფენომენად იყო მიჩნეული, დიდი ხანი არ არის რაც lucid სიზმარი ძილის ლაბორატორიითაა შემოსაზღვრულია, მაგრამ ის პოპულარიზებულია როგორც შემოქმედებითი წარმოსახვის ხელოვნება. lucid სიზმარი ხშირად პარადოქსულია იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის სპონტანური გაანალიზება ინდივიდის მიერ რომ მას ესიზმრება. ის ხშირად აღწერილია, როგორც გამამხიარულებელი გამოცდილება, რომელიც გონების თავისუფლებას ამჟღავნებს. ჩარლზ მაკგერი (1973:144) ფსიქიკური ფენომენების მკვლევარი, ამბობს რომ ” იმის გაცნობიერებას, რომ სიზმარში ხარ თავისუფლების უმშვენიერესი შეგრძნება მოაქვს- თავისუფლების იმისა რომ გამოსცადო ნებისმიერი რამ გამოცდილების ფართოდ გაშლილ ველში”. საკუთარ სიზმარში გამოფხიზლებით ადამიანი აღწევს ცნობიერების დონეს რომელიც აღემატება ჩვეულებრივი გამომაფხიზლებელ გამოცდილებას. ოლივერ ფოქსი (1962;33) პარანორმალური მოვლენების მკვლევარი, საკუთარი lucid სიზმრის გამოცდილების შესახებ აზრებს შემდეგნაირად გამოხატავს: ”არასოდეს მიგრძვნია თავი ასე კარგად, ასე გონებაგახსნილად, ასე ღვთაებრივად ძლევამოსილად, ასე ენით აუღწერელად თავისუფლად!” სენსაციის ეს მწველი შეგრძნება სიტყვებს მიღმა დარჩა, მაგრამ ის მხოლოდ ცოტა ხანს გაგრძელდა, რამდენიმე წუთს და შემდეგ მე გამოვფხიზლდი”.

lucid სიზმრის ეს აღწერა,გვთავაზობს, რომ თვითობის რეალიზაცია სიზმარში დეკონსტრუქციული გამოცდილებაა.მომენტებში, lucid სიზმრისას ინდივიდი აცნობიერებს იმის შესაძლებლობას, რომ რეალურ ცხოვრებაში მიწერილი როლების მიღმა წასვლა შეიძლება. სხვადასხვაგვარი ახალი როლების გამოცდით ინდივიდი ჩართულია დეკონსტრუქციულ მოქმედებაში, რომელიც დუელში იწვევს ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებულ თვითიდენტობის აშკარა სტაბილურობას.ინდივიდი არ კარგავს თვითობის შეგრძნებას როგორც ის მიღებულია ჩვეულებრივ ცხოვრებაში, მაგრამ მას შეუძლია იმოქმედოს განსხვავებული გზებით რომ ძირი გამოუთხაროს მიწერილ მნიშვნელობებს, რომლებიც თვითობის რეალობის კონსტიტუირებას ახდენენ ფხიზელ ცნობიერებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა სოციალური წესი თვითიდენტობისა შესაძლოა ტესტირებული და დამსხვრეული იქნეს lucid სიზმარშ , ისე რომ ადამიანმა არ განიცადოს ფხიზელი სამყაროს დამანგრეველი შედეგები.მაგალითად, როდესაც ადამიანი დადის კედლებზე ან დაფრინავს ცაში lucid სიზმრის დროს, იმ სიზმრის გარემოში არავინაა ისეთი, რომელიც მას დაადანაშაულებს რომ ის არის გიჟი.
lucid სიზმარი, ნამდვილად ღრმა ტესტია თვითობის რეალობის, იყენებს რა სიზმრის სიურეალურ ბუნებას და მანიპულირებს თვითობის კომპლექსურობით.ფხიზელ ცხოვრებაში ეს კომპექსურობები შეიძლება გაანალიზებული და ტესტირებული იყოს, მაგრამ იმ პირობების ქვეშ , სადაც სოციალური წესები ჰეგემონურია.მაგალითად, წესების დარღვევის ექსპერიმენტები ჩატარებული ეთნომეთოდოლოგების მიერ, ჰაროლდ გარფინკელი (1967) გვთავაზობს, რომ მიღებული ნორმების დარღვევა სარისკო მეთოდია თვითობის დეკონსტრუქციისთვის.მეორე მხრივ, სიზმრის გარემოთი მანიპულირება ინდივიდის მიერ თავს იჩენს სიურეალურ კონტექსტში, სადაც ფხიზელი სამყაროს სოციალური წესები არ მოქმედებენ.ამიტომ, თვითობის დეკონსტრუქცია სიურეალურ გარემოში გამოფენს, ააშკარავებს სოციალურ წესებს საკუთარი რეალობის შესაქმნელად.
სიზმარში იყო შეგნებული, ანუ როდესაც იცი რომ გძინავს, ეხება თვითობის ცვალებადობას და თვითობის ცვალებადობა სიზმარში, გამოხატავს ავტონომიურობას, რომელიც მიუღწევადია ფხიზელ ცხვორებაში. სოციალური ნორმები არის დაწესებული და დამტკიცებული იმ ინდივიდების მიერ, რომლებიც ფხიზლები არიან. ამ ნორმების წინააღმდეგ მეამბოხეები შენიშნავენ, რომ საზოგადოება შესაძლოა ღია იყოს სიზმარში თვითობის რეინოვაციისათვის.
”გამჭვირვალე სიზმარი” წარმოადგენს მცდელობას ტრასნცენდენტირდე სოციალური ნორმებისა და ბარიერებისაგან, შეზღუდვებისაგან უკუქცევითი ძალაუფლებით, რომ იყო შეგნებული სიზმარში.
თვითობის რეფლექსურობა ”გამჭვირვალე სიზმარში” არის გამოწვევა მოდერნული სელფის, როგორც ნორმატიული სოციალიზაციის ინტეგრირებული პროდუქტის წინააღმდეგ. მოდერნული სელფი ნათელი შედეგია კარტეზიანული დუალიზმისა, დარეგულირებული მსოფლიო ბატონობის მიერ. ტალკოტ პარსონსის შრომა (1974) იმოწმებს მოდერნულ სელფს, როგორც საყრდენს ღირებულებებისა და ნორმებისა რომლებიც არეგულირებენ სოციალურ მიზნებსა და მოქმედებებს.როდესაც ღირებულებები და ნორმები არის ინტერნალიზებული თვითობაში, სოციალური მოქმედება ეფექტურად არის მიმართული გარემოზე. მოდერნული სელფის ამ მოდელში ღირებულებებისა და ნორმების შეანრჩუნება არის მთავარი გარემოთი წარმატებული მანიპულაციისათვის.
”გამჭვირვალე ძილში” მოდერნული სელფის მოდელი სრულიად საპირისპიროა. ძილის სიურეალური ბუნება დესტაბილიზაციას მუდმივ ფაქტორად აქცევს. ინდივიდის ეფექტური გადადგილება და მოქმედება სიზმრის სწრაფად ცვალებად ლანდშაფტში ინტერნალიზებულ ნორმებზე არ არის დამოკიდებული. ამ დროს ინდივიდმა განმეორებით უნდა მოიგონოს საკუთარი თავი, რათა შეძლოს ეფექტური ორიენტირება სიურეალიზმის სამყაროში. ინტერნალიზებულ ნორმებსა და გარემოში მიმდინარე მოვლენებს შორის შესაბამისობის სიმცირე აქცევს lucid სიზმარს ანტი ნორმატიულად. ადამიანი შეიძლება მიწერილი როლების საწინააღმდეგოდ მოიქცეს,რათა ურთიერთსაწინააღმდეგო თვითობისა აქტუალიზება მოახდინოს სიზმრის, ძილის ცვალებადობაში. ასეთ გამოცდილებაში ყალიბდება თავისუფლების ახალი შეგრძნება, ისინი არამხოლოდ უარყოფენ მოდერნული სელფის მოდელს არამედ გვთავაზობენ ფრაგმენტული იდენტობების პოსტმოდერნული მოდელს. იდენტობის ფრაგმენტულობის იდეა უფრო ნათელი გახდება, მას შემდეგ რაც ჩვენ განვიხილავთ თვითობის ბედს მოდერნულობის დასასრულისას. (ადრეული მოდერნის დასასრულისას)

მოდერნული სელფის კრიზისი

მოდერნულობამ სელფი მნიშვნელობათა ეპიცენტრში მოაქცია. მოდერნული სელფი ვერ იარსებებდა,სუბიექტური არსებობის გარეშე, რომელმაც მისი გარემოცვის ობიექტები გადაწონა. მოდერნული სელფი გადაიქცა ისეთ რამედ, რომელსაც ისე ეპყობოდნენ როგორც განსხვავებულს, რომელიც ფლობს ძალაუფლებას გააკონტროლოს საკუთარი ფიქრები და ზეგავლენა მოახდინოს გარე ობიექტებთან ურთიერთობაზე. განსსხვავებით პრემოდერნული სელფისგან რომლის არსებობა გაზომილი იყო ძალაუფლებით. მოდერნული სელფი ფიქრობს და იქცევა დამოუკიდებლად, ანუ აუცილებელი არ არის მიეკუთვნებოდე რომელიმე დიდ ძალაუფლებას.
სწავლულები, როგორებიც არიან ჩარლზ ტეილორი (1989) და ენტონი გიდენსი( 1991) განიხილავდნენ მოდერნულ სელფს როგორც რეფლექსურ ერთობას. დამკვიდრდდა თვითობის ცნება, როგორც ცალკეული ინდივიდის აღმნიშვნელისა, იმიტომ რომ რეფლექსურობა როლების წარმოსახვისათვის ავტონომიურობის გრძნობას ააქტიურებდა.ინდივიდები დიდი ხანია უკვე აღარ იყვნენ დამოკიდებულნი იმაზე თუ რას ამბობდნენ სხვები მათ შესახებ და შეეძლოთ განესაზღვრათ საკუთარი როლები საჯარო და პრივატულ დონეზე. ტეილორისათვის თვითობის კვლევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ თვითობის გამოკვლევით თითოეულ ინდივიდს შეეძლო შეეფასებინა ის ლატენტური მახასიათებლები რომლებიც მას უნიკალურად აქცევდნენ. მიიჩნეოდა, რომ თვითობის გამოკვლევა ჩვენ მოგვცემდა შესაძლებლობას, დაგვეხარისხებინა ინდივიდუალური არსებობის დამალული განზომილებები.ამას შეეძლო შეეცვალა პიროვნების მიერ საკუთარი თვითობის განსაზღვრა და დამოკიდებულება სხვებთან.
თავისუფლება არის საშუალება, რომ მოვახდინოთ სელფის ანალიზი, პერსონალური შეხედულებების აქტუალიზება, ახალი არსებობის ახალი იმდებისა და ახალი იდენტურობების შესახებ.
გიდენსი ამბობს (1991:28) ” ქრონიკული ერთობა ცოდნისა, მოქმედების პირობებში (სელფი) აანალიზებს ან აღწერს, ქმნის გაურკვევლობების მთელ რიგს, რომ დაამატოს ცირკულარს და დაამრცხოს პოსტრადიციული მტკიცებების მახასიათებლები.” აუტენტურობის შესახებ კითხვა ცენტრალური ხდება მოდერნული სელფისათვის. შეიძლება თუ არა ჩვენ ვიყოთ მართლები საკუთარი სელფის წინაშე, როდესაც რეფლექსური ცოდნა მუდმივად ცვლის გრძობას ჩვენი არსებობის შესახებ.
მოდერნული სელფის კრიზისი ონტოლოგიის შესახებ ეჭვს ბადებს.სელფის ტრანსფორმაციული ბუნება ზრდის სკეპტიციზმს თვითობის როგორც დაურღვევევლი მთელისადმი. კენეტ გერგენი ( 1991:49) ხაზს უსვამს რომ, ”სოციალური გაჯერებულობის ტექნოლოგიები ცენტრალურია სელფის თანამედროვე ერისათვის.” მხოლოდ ნაწილობრივი იდენტობებია შესაძლებელი, იმ სიტუაციაში რომელშიც ადამიანები მუდმივად იღებენ ინფორმაციას ცოდნასა და გამოცდილებას.ნაწილობრივი იდენტობები არის მნიშვნელობის მქონე.
ლოვის მიხედვით (1992:119) ”პოსტმოდერნიზმი არ მიისწრაფის იდენტურობისკენ არამედ ეძებს ასლებსა და ორაზროვნებებს.” ამ განაცხადში მოცემულია აზრი სუბიექტის დესოციალიზაციის შესახებ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ პოსტმოდერნული სელფი გათავისუფლებულია, პირობით იდენტურობასა და სოციალურ როლებს შორის უძრავი ურთიერთობისგან. თავისუფლება ნაპოვნია, არა აუთენტურობის, ნამდვილობის უტყუარობის ძიებაში, არამედ მრავალჯერადი როლების ურთიერთქმედებაში, რომლებიც ყველა მნიშვნელობის ღიაობას აღნიშნავენ. სელფი დიდი ხანია რაც განსაზღვრული არ არის როგორც მუდმივი კონგლომერატი დამოკიდებულებებისა და აღქმებისა, რომელბიც საერთო მიზნის მისაღწევად ერთმანეთთან არიან ”შეწნული”,აღარც საქციელი მიიჩნევა აუცილებლად განზრახვის შედეგად.პოსტმოდერნული სელფი უარყოფს სოციალური ინსტიტუტებისა და არსებული სოციალური ტექსტების მაკონტროლებელ პოლიციურ გავლენას.პოსტმოდერნული სელფის იდენტურობას ცენტრი არ აქვს. სარუფი (1996: 25-26) ასეთ იდენტურობას აღწერს როგორც ”მრავალგანზომილებიანი სივრცეს რომელშიც განსხვავებული ნაწერები ერევა და ეჯახება ერთმანეთს.. და არ არის ობიექტი, საგანი, რომელიც თავისთვის დგას და რომელიც თითოეულ დამკვირვებელს სხვადსხვა დროს, ერთსა და იამვე სახეს სთავაზობს ”
ფრაგმენტული სელფი როგორც ჩანს მოდერნული სელფის კრიზისის შედეგად განვითარდა. ვართ თუა რა ჩვენ ყველანი რაღაცების პატრპატარა ნაჭრებისა და ნაწუკებისგან შექმნილი? არის იდენტურობა მეტი ვიდრე სოციალიზაციის ილუზია ან ონტოლოგიის ფიქცია? ძნელი წარმოსადგენია სელფის არსებობა ინტეგრირებული იდენტობის გარეშე. ”სუბიექტი პროცესში”, რომელიც კონსტრუირებულია ენაში და ენის იქით” (სარპი,1996:47) ეს არის სელფი და იდნეტურობა პოსტმოდერნიზმში, მოძრაობა რომელიც აბუჩად იგდებს ზღვარსა და კომპლექტურობას. ლინგვისტური რელატივიზმის გამო სელფს არ შეუძლია შეინარჩუნოს მტკიცე იდნეტურობა,მაგრამ ანგარიში უნდა გაუწიოს სასაუბრო ინტერაქციის ყველა თვითნებურ გამოვლინებას.
და სწორედ ამიტომ სელფი ჩნდება ფრაგმენტულად როგორც საუბრის ფლუიდურობის, არამდგრადობის შედეგი.
თუმცაღა, რეფლექსურობა რაღაც ხარისხით რაციონალურ კონტროლს იდენტურობის კონსტრუირების ნებას რთავს . სელფი არც მთლიანად საუბრის თვითნებურობის ხელშია მოქცეული.ინდივიდები ისევ ირჩევენ თვითპრეზენტაციას, თუმცა, ეს არჩევანი განსაზღვრულია მრავალგანზომილებიანი პირობებით.(გერგენი, 1991:49) რაც აძლიერებს ყველა სახის ინოვაციას.ამ სიტუაციაში სად ერევა რეფლექსურობა ინოვაციასთან და უფრო შესაფერისი ხომ არ არის ვთქვათ, რომ ეს ცვლილებები სელფში იდენტობის ფრაგმენტაციისაკენ არის მიმართული. დანაწევრების იდეა ჟან ბორდიარის იდეებიდან მომდინარეობს (1993: 5-6) რომელიც პოსტმოდერნულ კულტურას” ღირებულებების რადიაციად” მიიჩნევდა ან კიდევ როგორც ” სუფთა იდეათა ასოციაციად”. ამიტომაც, იდენტურობის დანაწევრება ასახავს ღირებულებათა პატერნების ცვლილებას.მაგალითად, გლობალური კულტურის გამოჩენამ შექმნა უნიკალური სიტუაცია, რომელშიც ტრადცია იქცა ექსპერიმენტის საფუძვლად. შესაძლებელია მოახდინო სინთეზირება ტრადიციისა და მოდერნულობის ელემეტებისა, რომ შექმნა უნიკალური ნიმუშები იდენტურობისათვის.მაგალითად კოჰენისა და კენედის მაგალითში (2000:346) ახალგაზრდა ბრიტანელი მამაკაცი მოიხიბლა ტრადიციული ჩინური საომარი ხელოვნებით და ჯეკი ჩანის ფილმებმა მოახდიან მისი ტრანსფორმაცია სამხედრო პოპ მომღერლად.მისი ახალი იდენტურობა არ არის მიღებული როგორც ღირებულების კონფლიქტი არამედ, მიღებულია როგორც ცალკეული კულტურული ელემენტების დანაწევრება.
ზემოთ მოყვანილი მაგალითი ფხიზელ, ცნობიერ ცხოვრებაში, ფრაგმენტული იდენტობის ჩახლართულ ბუნებას ეხება. ნებაყოფლობითობა ასეთი იდენტობისა ფხიზელ ცხოვრებაში თავისთავადნაგულისხმევია, სანამ ინდივიდი ცნობიერ მდგომარეობაშია, უფრო სწორად სანამ ინდივიდისთვის ცხადია ცნობილია შერეული ღირებულებებისა და მათი ეფექტების შესახებ. ძილის მდგომარეობაში, ძილის მოვლენების ფლუიდური ბუნება და ცნობიერების კონტროლის ნაკლებობა ამ იდნეტობის ფორმირების არავოლუნტარული ბუნების მაგალითია.სწორედ ამიტომ ფრაგმენტულ იდენტობებს ძილში სხვა მნიშვნელობა აქვთ ვიდრე ფხიზელ ცხოვრებაში, იმიტომ რომ მძინარე ინდივიდი ვერ ახორციელებს ცნობიერ კონტროლს მისი იდენტურობისა.ღირებულებების არევა ძილის იდენტურობებში, ანუ იმ იდენტობებში რომელიც ძილის დროს გვაქვს შეუძლიათ მიიღონ შემზარავი გარეგნობა იმიტომ რომ მათ არ აქვთ პირდაპირი პასუხი ფხიზელ ცხოვრებაში.მძინარე ინდივიდი ჩვეულებრივად არ რეაგირებს იდენტობის დანაწევრებაზე. დანაწევრებული იდენტობები ძილის სიურეალიზმის ნაწილი ხდება.

რა ხდება მაშინ როცა, ინდივიდი ცნობიერ მდგომარეობას უბრუნდება და ამ იდენტობის დანაწევრებას ისე ეპყრობა როგორც ფხიზელი ცხოვრებიდან ტრანსცენდენტირების საშუალებას? ძილის სიურეალიზმი წინასწარგანუსაზღვრელ კონტექსტს გვგთავაზობს სადაც იდენტობებს ზღვარი არ აქვს და ფიქციურ ხასიათს იღებენ.ყველა ვარაუდი ხაზს უსვამს, რომ მოდერნული სელფი ცვალებადი იმიჯების აუზში ტივტივებს. სიზმრის დროს,ადამიანს შეუძლია იდენტობით მანიპულირება და ტრანფორმირება ისე რომ არ უხდება წუხილი სოციალური წესების დარღვევაზე.მოკლედ რომ ვთქვათ, lucid სიზმარი ხელს უწყობს იდნეტობის დანაწევრებას , ვინაიდან არ არსებობს ფხიზელი სამყაროდან გამოძახილის შიშის. რა მნიშვნელობა აქვს lucid სიზმარს პოსტმოდერნული სელფის განვითარებისათვის? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ ამისათვის ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში lucid სიზმრის მნიშვნელობა და ეფექტები უნდა განვიხილოთ.

სელფი lucid სიმზარში

როგორც სიზმრების ანალიზის პიონერი ფროიდი (1954) აღნიშნავდა, სიზმარი არაცნობიერი მეს მტერია. სურვილებსა და შეუსრულებელ სურვილებს ფროიდი სიზმრების წარმომქმნელ ძალად მიიჩნევს. ფროიდის გაგებით სელფი ძილის პროცესში ირაციონალურ ძალებს ემორჩილება. წარმოუდგენელი იყო რომ სიზმრის ასეთი გაგება სერიოზულად მიიღებდა იმას, რომ ცნობიერი სელფი აქტიურად მანიპულირებდა მისი იდენტობით სიზმრის მდგომარეობაში.ფროიდისეული სიზმრების ანალიზი პარადოქსულ ხასიათს იღებდა, იმ შემთხვევაში თუ ადამიანი გაიღვიძებდა მის სიზამრში იმისათვის, რომ მისი არაცნობიერი სურვილები ცნობიერ მიზნებად ექცია.
lucid სიზმარის ცნება ეწინააღმდეგება ფროიდის რწმენას, რომ ძილი არის სიმბოლური რეპრეზენტაცია შიშებისა და ფანტაზიების რომელბსაც ჩვენ ვგეგემავთ, მაგრამ მათი კონტროლი ჩვენ არ შეგვიძლია. lucid სიზრმის დროს ინდივიდი სწავლობს და ეჩვევა გააცნობიეროს და კონტროლი დაამყაროს ობიექტებზე, სიზმრის სამყაროში. სიზმრის მდგომარეობაში გაღვიძებით სელფი არა მხოლოდ შეიგნებს სიზმრს, როგორც ინდივიდუალურ რეალობას, არამედ ასევე აანალიზებს, რომ სიზმარი და სიფხიზლე გრძელდება. სტეფან ლაბერჟე, luid ძილის მკვლევარი თავის გამოცდილებას ყვება ტიბეტელ ლამასთან ტარტან ტულკუსთან, რომლის მოსაზრებითაც ყველა აღქმათა შეჯახება ბუნებაში სიზრის მსგავსია . სინამდვილეში ლაბერჟე თავის მკითხველებს ასწავლის რომ ფხიზელ და ძილის მოვლენებს შორის განსხვავება შეამცირონ. (ლაბერჟე და ლინეგორდი, 1990). მსგავსად ჰარარი და ვეინტრაუბი (1989:17-18) თავის მკითხველებს ასწავლიან, რომ წარმოიდგინონ საკუთარი თავი თითქოს სიზმრებში იღვიძებენ და სიზმრის სამყაროში შედიან, როდესაც ისინი ფხიზლდებიან.ეს მიდგომა სელფის ძილის დროს მნიშვნელობისადმი რადიკალურად განსხვავდება იმისგან რასაც ფხიზელ და არაფხიზელ ცნობერებას შორის, ფენომენოლოგიურ და ნეირობიოლოგიური განსხვავებებს გულისხმობს.

ოვენ ფლანაგანი (2000:58) გვახსენებს, რომ ”სხვა რისი მსგავსიც არ უნდა იყოს სიზმარი ის არ არის სიფხიზლის მსგავსი”. და ამით იმოწმებს რომ ადამიანთა უმრავლესობა ფხიზელ ცნობიერებაში სელფის აუტენტურობისკენ.ვალდებულება იმისა რომ როგორც ფლაგანი გვთავაზობს არ არის აუცილებელი სიზმარში არსებული სელფისათვის ჩირქის მოცხება, იმიტომ რომ ”სიზმრები ხშირად სელფის გამოხატვაა და შეუძლიათ ცოდნის წარმოება” ამიტომაც ყოველ ინდივიდს ფხიზელ ცხოვრებაში სელფის გაცნობიერების საშუალებებს აწვდის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ სიზმრები, როგორც ძილის ბუნებრივი გვერდითი ეფექტები შეიძლება განვიხილოთ, როგორც ფხიზელი სელფის ერთგული დამცველები, რომლებიც ეკრანზე უცნაურ და ირაციონალურ ხატებად ჩნდებიან. ფხიზელ ცხოვრებაში ბუნებრივი ტენდენციაა, რომ დავიცვათ თვითიდენტურობა თითქოს ის ვინმეს ნორამლური ფსიქიკური მდგომარეობის დაკონსერვებული ვარიანტი იყოს. სიზმრის შემდეგ ინდივიდი შვებას გრძნობს, როდესაც აცნობიერებს რომ მისი სელფი ხელუხლებელია.
როდესაც სიზმრის პროცესში იგებ რომ სიზმარში ხარ , იბადება სპეციფიკური კითხვა როდის არის ფხიზელი სელფი დომინანტური სიზმრის დროს და როდის ხდება სიზმრისეული სელფი მეტად რეფლექსური? ორივე შემთხვევაში სიზმრისეული სელფის რეალიზაცია მიდრეკილია, რომ შეამციროს განსხვავება ფხიზელ და სიზმრისეულ სელფს შორის, იმიტომ რომ ის ხდება იმავე თვითცნობიერების დონეზე, რომელიც მოქმედებს გონებაში ორივე შემთხვევაში. Lucid სიზმარი ამიტომაც არის ხიდი იმას შორის რასაც ტრადიციულად უწოდებენ სიფხიზლესა და სიზმარს.სელფი შეიძლება უფრო მოქნილი გახდეს, როდესაც ის ფხიზელ ძილში ერთვება, იმის შემდეგ რაც მას ისე შუძლია მოეპყრას სიზმრის სამყაროს თითქოს ის ფხიზელი იყოს ან ფხიზელ ცხოვრებაში ისე მოიქცეს თითქოს ის სიზმარი იყოს. ეს საზღვრის მოშლა ფხიზელ და სიზმრის სამყაროს შორის lucid სიზრის მეშვეობით წარმოშობს ახალ მიდგომას სელფის მნიშვნელობსადმი, როგორც კრიტიკული იდენტობისა და ცოდნის წყაროსადმი. ფხიზელ სიზმარში სელფის საზღვრების შენარჩუნების გრძნობა შესუსტებულია იმისათვის რათა სელფმა გამოსცადოს არსებობის სხვა შესაძლებლობები.მაშასადამე, ამ გამოცდილებას შეუძლია საფუძველი ჩაუყაროს შემოქმედებით მომენტებს ფხიზელ ცხოვრებაში.
მნიშვნელოვანი შედეგი ფხიზელ და სიზმრისეულ სელფს შორის საზღვრის რღვევისა არის ფენომენალური სამყაროსა და სელფის კონსტუირებული ბუნების რეალიზაცია. ლაბერჟე და რეინგოლდი (1990:287-88) ამბობენ რომ ” სიზმრის მდგომარეობა და სიფხიზლის მდგომარეობა ორივე ერთსადაიმავე აღქმით პროცესებს იყენებს, რომ სამყაროს მოდელების მენტალური რეპრეზენტაციისათვის.” ეს მოდელები იქნება ისინი სიზმრის თუ ფიზიკური სამყაროს ორივე მაინც მოდელებია.ასე რომ ისინი ილუზიებია და არა საგნები რომლებსაც ისინი წარმოადგენენ. დასკვნა არის ის, რომ ფხიზელ სიზმარს შეიძლება ჰქონდეს ”შემანჯღრეველი” ეფექტი ჩვენს მიერ სამყაროს კონვენციონალურ გაგებაზე. თუ ჩენ შეგვიძლია საკუთარი თავის გარდაქმა ფხიზელ სიზმარში მაშინ ჩვენი ფხიზელი ცხვორების გამოცდილება დეკონსტრუქციისადმი უფრო მეტად ღია უნდა იყოს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ფხიზელი სიზმარი გამოწვევაა, ფხიზელი რეალობის ფრომალურობისადმი.
შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ რომ სელფი ფხიზელ მგომარეობაში მეტად რეალურია ვიდრე სიზმარში? ფხიზელი სიზმარი გვთავაზობს ახალ გამოცდილებას რომ გამოვცადოთ სელფის ორგანიზებისა და პრეზენტირების ახალი გზა.

პოსტმოდერნიზმი, დანაწევრება, ფრაგმენტაცია და სიზმარი.

პოსტმოდერნული რეალობის დეკონსტრუქციული ბუნება სოციალური რეალობის მსხვრევადობაზე, სიმყიფეზე მიგვანიშნებს. სოციალური რეალობა, რომელიც ფხიზელი ცნობიერებითაა შექმნილი პოსტმოდერნული კრიტიკის წყაროა.სოციალური რეალობის რეალურობა პოსტმოდერნული კრიტიკის მიკროსკოპშია მოთავსებული, რომელსაც სოციალური რეალობის თვითნებურობა სურს რომ წარმოაჩინოს.(სარუპი 1993) ეს კრიტიკა ბადებს კითხვას, რომელიც ფხიზელი ცვნობიერების მნიშვნელობასა და ამ ცნობიერების არაფხიზელი ცნობიერების სხვა ტიპებთან ურთიერთობის საკიხს ეხება, სიზმრის ჩათვლით.პოსტმოდერნიზმი არა მხოლოდ ხსნის სოციალური რეალობის ფარისევლურ ბუნებას, არამედ გვთავაზობს რომ ფხიზელი და არაფხიზელი ცნობიერება ეკვივალენტურია.პოსტმოდერნი ფხიზელი ცნობიერების დეპრივილეგირებას ახდენს. პოსტმოდერნული მზერის ქვეშ ფხიზელი სამყაროს სოციალური კონსტრუქციები მძინარე გონების სწრაფმავალი სიზმრისლანდშაფტების მსგავსია. რასაც ჩვენ კონვენციურად ვიღებთ, როგორც ფხიზელი რეალობის სტრუქტურებს, პოსტმოდერნულ ფიქრში მოდერნული სამყაროს ილუზორულ მეტანარატივებად გარდაიქმნება. მოდერნულობაში , მეტანარატივები ყოველდღიური მოქმედებისათვის პარამეტრებს გვაწვდიდა, შთაბეჭდილებას გვიქმნიდა, რომ ჩვენი ცნობიერება წესების ლოგიკურ ერთობას ეფუძნებოდა, რომლებიც ჩვენს ქცევას განსაზღვრავდნენ. როდესაც ეს წესები განხილულ იქნა როგორც შემთხვევითი კონსტრუქტები ლინგვისტური კონვენციებისა, მეტანარატივებს უკვე კონვენციური ცხოვრების შემუშავება აღარ შეუძლიათ.ამრიგად აღიარებენ ფხიზელი ცხოვრების სიურეალურ ბუნებას.
ერთი მხრივ სიზმრის სიურეალიზმი ინდივიდების რაციონალიზმს ეჯახება, იმიტომ რომ თანამედროვე ფხიზელი ცხოვრების მეტანარატივები შეუძლებელია ძილში შეგნებულად შევინარჩუნოთ იმისათვის, რათა იშვიათი აღქმითი ასოციაციები მოგვაწოდოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიზმრები კონსენსუსის ნაკლებობას განიცდიან, კონსენსუსისა რომელიც განსაზღვრავს მოდერნული ფხიზელი ცხოვრებისი რუტინას. ძილში სიზმრებისი ირონიულობა და კონტიგენტურობა მოდერნული მეტანარატივებითაა გამსჭვალული.ინდივიდები საკუთარ სიზართა სამყაროს მართავენ,არა ფხიზელი ცხოვრების მსგავსი მეტანარატივების მიღებით, არამედ შემზარავი ირონიულობითა და კონტიგენტურობით, რომელიც ფხიზელ ცხოვრებაში იგნორირებულია. პოსტმოდერნული დეკონსტრუქცია სიზმარში წინა პლანზე გამოდის. სწორედ ამიტომ, სიზმრის სიურეალიზმის პოსტმოდერნულ დეკონსტრუქციასთან შეთავსება სიფხიზლესა და სიზმარს შორის განსხვავებისათვის ახალ გამოცდილებას გვთავაზობს და ამ ახალი გამოცდილების მაგალითია lucid სიზმარი, რომელიც ძილის ცნობიერებას როგორც ფხიზელი ცნობიერების სპეციფიკურ სახეს ისე განსაზღვრავს.
მიდგომა რომელსაც lucid სიზმრის ექსპერტები იცავენ, ეხება ფხიზელ და ძილის ცნობიერებას შორის განსხვავებისას ფოკუსირებულია იმაზე, რომ ძილის პროცესში ჩვენ სიფხიზლეს ვინარჩუნებთ. ეს ტექნიკა ინდივიდს საშუალებას აძლევს განივითაროს უნარი რომ ფხიზელი იყოს როდესაც სიზმრის მდგომარეობაში გადადის ანუ სიზმრის მდგომარეობაში გადავიდეს ცნობიერების დაკარგვის გარეშე. ჰიპნოზური წარმოსახვის გამოყენებით ძილის საწყის ფაზაზე ინდივიდებს ცნობიერებიდან გასვლის გარეშე შეუძლიათ განიცადონ lucid სიზმარი.ჰიპნოზური წარმოსახვა იშვიათ და ცოცხალ, ცხად მენტალურ სურათებს სთავაზობს ინდივიდს, როგორც კი ის გადადის სიფხიზლიდან ძილის მდგომარეობაში. ეს არის ნახევრად სიზმრის მდგომარეობა, როდესაც ინდივიდი გამოსცდის , ხედავს დაუკავშირებელ სურათებს იმიჯებს (ჰარარუ და ვეინტრაუბი, 1989:55:ლაბერჯე და რინეგოლდი, 2990:96) ჰიპნოზური წარმოსახვა პოსტმოდერნული
დეკონსტრუქციის იმ ასპექტს შეიძლება შევადაროთ, რომელიც ხაზს უსვამს ყველა აღმნიშვნელის ანუ სიმბოლოს რელატიურ ბუნებას. დერიდას მიხედვით, ყველა აღმნიშვნელი (1976) არ არის აუცილებელი წინასწარ იყოს დაგეეგმილი, რათა განვსაზღვროთ მნიშვნელობა. მეორე მხრივ აქ არის დაუსრულებელი თამაში განსხვავევბებისა, რომელიც იწვევს აღქმით ცვლილეებს , ანუ ცვლილებებს იწვევს ფორმებისა და მნიშვნელობების აღქმისას.პოსტმოდერნული დეკონსტრუქციის მიზანია გამოიწვისო ყველა სოციალური სტრუქტურა და ინტერპრეტაცია ანუ გამოუცხადოს ბრძოლა სტაბილურობასა და პერმანეტულობას.ის ამზადებს გზას, რომ სამყაროს შევხდეოთ როგორც შეუდარებლად ღიასა და დეცენტრალიზებულს. სწორედ ამიტომ, ჰიპნოზურ მდგომარეობაში ანალოგიური სამყაროს შესახებ სწრაფად ცვალებადი იმიჯების მიღების გამოცდილება, დეკონსტრუქციულია..
გამოფხიზლება სიზმარში გვთავაზობს იმის შესაძლებლობას რომ მოხდეს ყველა აღმნიშვნელის ტრანსფორმაცია და ასევე ტრანსფორმაცია იმისა რაც იდენტურობას ლიმიტირებას იწვევს. ადგილების გამოცვლის თამაში რეკომენდირებული, ჰარარისა და ვეინტრაუბის მიერ (1989:61-62) ფხიზელი სიზმრის მქონე ადამიანს იდენტობის ცვალებადობის გამოცდის შესაძლებლბობას აწვდის.იყო ფხიზელი ძილის მდგომარეობაში ნიშნავს იყო იდეალურ მდგომარეობაში, შენ შეგიძლია საკუთარი თავი გარდაქმნა აბსოლუტურად განსხვავებულ პიროვნებად. ასეთი გამოცდილებების დიდ ჰორიზონტი იშლება, იმიტომ რომ ფხიზელი ძილის მქონე ადამიანი გამოსცდის ცვალებად იდენტობებს, რომლებიც ფხიზელ ცხოვრებაში მიღებული იყო, როგორც სელფის ინტეგრირებულობის, ერთიანობის საფრთხე. Lucid სიზმრის მქონე ადამიანს დანაწევრება, ფრაგმენტაცია სიზმრის დროს ცნობიერების ნორმატიული პირობად შეუძლაი მიიღოს . ფხიზელი ცხვორების ძალდატანებისგან განსხვავებით, დანაწევრება ძილის დროს ადამიანს საშუალებას აძლევს ისე მოიქცეს, როგორც ეს სახიფათო არ იქნება მისი კარგად ყოფნის გრძნობისათვის. ეს ადამაინები იქცევიან ქამელეონებად და შეუძლიათ გაანალიზონ ფრაგმენტული იდენტურობები სოციალურ ცხოვრებაში გამოუვალ მდგომარეობაშია სოციალური წესრიგის შესახებ ილუზიური წარმოდგენით რომელიც ამცირებს différance-ეს.
Lucid სიზმრის თავისუფლება აღწერილი Charles McCreery და Oliver Fox-ის მიერ ეხება ”სიზმრისგამომუშავებლის” უნარს ტრანსცენდენტირდეს ფხიზელ ცხოვრებაში არსებული იდენტობებისაგან.ეს არის თავისუფლება რომ გარდავქმნათ საკუთარი თავი ისე რომ არ გავუწიოთ ანგარიში ფხიზელი ცხოვრების მეტანარატივებს.
თუ პოსტმოდერნიზმი ამ მეტანარატივების კრიტიკაა, ის ასევე მოძრაობაა ცნობიერების ტრანსფორმაციისა.მეტანრატივები ,რომლებიც ჩვენშია ინტერნალიზებული როგორც საკუთარი.

თარგმანი :

Department of Anthropology & Sociology
University of Malaya
50603 Kuala Lumpur
Malaysia
e-mail: f2lmlee@umcsd.um.edu.m

About socioflaneur

სოციოფლანიორი
This entry was posted in სიზმრების სოციოლოგია and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s