ცოდნის არქეოლოგია

ზღვარისა და  ტრანსფორმაციის  ცნებების განხილვა  წარმოადგენს  მთელ ისტორიულ ანალიზს.   ამ ნაშრომში განხილული  საკითხების თეორიული პრობლემები განხილული იქნება  ცალკეული  სფეროების ,დისციპლინების მიხედვით –  მათი საზღვრების/მიჯნების  დაუზუსტებლად,  ასე რომ  ისინი შინაარსით ბუნდოვანნი იქნებიან – ამას ჩვენ ვუწოდებთ იდეების,  აზროვნების,მეცნიერების ისტორიას, ან ცოდნის ისტორიას.

პირველ რიგში ნეგატიური სამუშაო უნდა  შევასრულოთ, ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ უამრავი წარმოდგენა, რომლებიც თავის მხრივ უწყვეტობის  გაბუნდოვანებას ახდენენ. . მათ შესაძლოა არ ჰქონდეთ ზუსტი კონცეპტუალური  ჩარჩო, მაგრამ მათ აქვთ კონკრეტული/ზუსტი ფუნქცია. განვიხილოთ შეხედულებები ტრადიციაზე, დროებითი სტატუსი მივანიჭოთ ფენომენების იმ ჯგუფს, რომლებიც თანმიმდევრული და იდენტურია, ეს შესაძლებელს ხდის გადავიაზროთ ისტორიის  გაფანტულობა მსგავსების ფორმაში და  საშუალებას  გვაძლევს მოვახდინოთ განსხვავებების  ( რომლებიც შეესაბამება, ყოველ საწყისს) რედუქცია, იმისათვის რომ  წყვეტიის გარეშე მივსდიოთ საწყისის/დასაბამის საფუძვლებს. ტრადიცია საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ ახლის იზოლირება მუდმივის/პერმანენტულის უკანა პლანის  ფონზე. შემდეგი არის  გავლენის ცნება, რომელიც გვეხმარება გამოვავლინოთ –  ტრანსმისიისა და კომუნიკაციის  ფაქტების, რომლებიც   თვალნათლივ მიზეზ-შედეგობრივ  პროცესს ეხება ( მაგრამ არც  ზუსტი საზღვრების  და არც თეორიული განსაზღვრების.) მსგავსების ან განსხვავების  ფენომენები ისეთ განსაზღვრულ ერთეულებს , როგორებიცაა ინდივიდები, œuvres, წარმოდგენები ან თეორიები დროისა და სივრცის მიხედვით უკავშირდება. შეხედულებები განვითარებასა და ევოლუციაზე,  აქცევს შესაძლებლად, რომ მოხდეს დაჯგუფება  თანმიმდევრული და გაფანტული მოვლენებისა, დაუკავშირდეს  ისინი ერთსა და იმავე  მაორგანიზებელ  პრინციპს, ხაზი გაუსვას  ცხოვრების სანიმუშო ძალაუფლებას ( მისი ადაპტაციებით, ინოვაციების შესაძლებლობებით, უწყვეტი კორელაციით მისი განსხვავებული ელემენტებისა, მისი ასიმილაციისა და გაცვლის სისტემებით) რომ აღმოაჩინოს  თითოეულ  საწყისში უკვე არსებული  კოჰერენტულობის/ ერთიანობის  პრინციპი და ასევე- მომავალი ერთიანობის კონტურები/ მონახაზები) გაიგოს  დრო,მუდმივად შექცევადი ურთიერთობების მეშვეობით, რომელიც არის საფუძველსა და  იმ პერიოდს შორის  და ეს ურთიერთობები მუდმივად  მოქმედებს, მაგრამ არასდროსაა მოცემული ზედაპირზე.  არსებობს მოსაზრება, რომ არსებობს ე.წ.   „სული“ (ეპოქის სული), რომელიც გვაძლევს საშუალებას  დავამყაროთ კავშირები მოცემული პერიოდის შემთხვევით და  თანმიმდევრულ ფენომენებს შორის ( მნიშვნელობათა ერთობებს შორის) სიმბოლური კავშირები, მსგავსებისა და არეკვლის  ( რეფლექიის) ურთიერთქმედება, რომელიც კოლექტიური ცნობიერების დამოუკიდებლობას განაპირობებს, რომ ამოტივტივდეს როგორც  პრინციპი  ერთიანობისა და ახსნისა. ჩვენ კითხვები უნდა დავსვათ ამ  მზა  სინთეზების შესახებ, იმ დაჯგუფებების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ჩვეულებრივ ვიღებთ განხილვის გარეშე, იმ კავშირების შესახებ რომელთა ვალიდობა  აღიარებულია  იმთავითვე/ დასაწყისშივე.  ჩვენ უნდა  განვაგდოთ ეს ფორმები და ბუნდოვანი ძალები, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ჩვეულებრივ ერთი ადამიანის  დისკურსს ვუკავშირებთ მეორე ადამიანის დისკურსს, ისინი სიბნელიდან უნდა გამოვიდნენ, რომელშიც სუფევენ, და ნაცვლად  მათი არაკვალიფიციური/არადეკვატური, სპონტანური ღირებულებისა, ჩვენ უნდა მივიღოთ, მეთოდოლოგიური სიცხადით რომ   ისინი უკავშირდება/ ეხება  გაფანტულ მოვლენებს.

ჩვენ ასევე კითხვები უნდა დავსვათ  იმ  დაჯგუფებათა შესახებ, რომლებიც ასეთი ნაცნობი გახდა ჩვენთვის. შეგვიძლია თუ არა მივიღოთ განსხვავება დისკურსის ძირითად  ტიპებს შორის, თუ  მივიღოთ განსხვავება ისეთ ფორმებს ან ჟანრებს შორის, როგორებიცაა, მეცნიერება, ლიტერატურა, ფილოსოფია, რელიგია, ისტორია,  ბელეტრისტიკა და ა.შ.  და რომელია მიდრეკილი, რომ შექმნას  ცალკეული დიდი ისტორიული ინდივიდუალობები.  ჩვენ საკუთარ თავში არ ვართ დარწმუნებული, როდესაც ვიყენებთ განსახვავებას დისკურსებს შორის, როდესაც ჩვენ ვაანალიზებთ მტკიცებულებათა  ჯგუფს, რომლებიც  როდესაც პირველად იყო ფორმულირებული, იყო განაწილებული, დაყოფილი და დახასიათებული განსხვავებული გზით: მაშინ როცა  ლიტერატურა და  პოლიტიკა არის  თანამედროვე  კატეგორიები, რომელი შეიძლება  შეესაბამებოდეს  შუა საუკუნეების  კულტურას ან კლასიკურ  კულტურას, მხოლოდ რეტროსპექტული ჰიპოთეზებით და ფორმალური  ანალოგიების ურთიერთგაცვლით ან  სემანტიკური მსგავსებებით;  მაგრამ არც ლიტერატურა, არც პოლიტიკა, არც ფილოსოფია და მეცნიერებები  არ  იყო  არტიკულირებული  დისკურსის სფეროში, მეჩვიდმეტე ან მეთვრამეტე  საუკუნეში, როგორც ეს მოხდა მეცხრამეტე  საუკუნეში.  ნებისმიერ  შემთხვევაში ეს დაყოფები – ყოველთვის არის  რეფლექსური  კატეგორიები,  კლასიფიკაციის  პრინციპები, ნორმატიული წესები, ინსტიტუციონალიზებული ტიპები;  ისინი არის  დისკურსის ფაქტები, რომლებიც უნდა გაანალიზდეს სხვების გარეშე , რა თქმაუნდა მათ ასევე აქვთ ერთმანეთთან  კომპლექსური ურთიერთმიმართება, მაგრამ ისინი არ არიან  შინაგანი / ჩვეული/ დამახასიათებელი , ავტოქტონური/ მკვიდრი/ ადგილობრივი და უნივერსალურად აღიარებული მახასიათებლები.

მაგრამ  ეს ერთეულები  ( დისკურსის ერთეულები) არის  ის,  რომლებიც გამოჩნდება   ყველაზე  პირდაპირი/ უშუალო გზით: წიგნისა  და œuvre-ეს შემთხვევაში. ერთი შეხედვით ჩანს რომ,  შეუძლებელია ამ ერთეულებზე უარის თქმა, უკიდურესი ხელოვნურობის  გარეშე .  ეს არის მატერიალური ინდივიდუალიზაცია წიგნისა, რომელიც იკავებს განსაზღვრულ სივრცეს, რომელსაც აქვს ეკონომიკური ღირებულება, და რომელიც თვითონ მიუთითებს, ნიშნების მეშვეობით, დასაწყისისა და დასასრულის საზღვრებს; რა არის oeuvre-ს დადგენა, რომელსაც ჩვენ შევიცნობთ და  გავმიჯნავთ  ერთი ავტორისთვის ტექსტების ცალკეული რაოდენობის მიწერის მეშვეობით.  როგორც კი საკითხს   ახლოდან შევხედავთ სირთულეებს ვაწყდებით. oeuvre  არის წიგნის მატერიული ერთობა? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არის თუ არა ტომეულის ( წიგნის ტომის) მატერიული ერთობა საკმარისი oeuvre-ს  განსასაზღვრად, არის თუ არა ის დამხამრე ერთობა დისკურსული ერთობისთვის.მაგრამ არის თუ არა ეს დისკურსული ერთობა თავის მხრივ  ჰომოგენური და ერთიანად  გამოყენებადი? სტენდალისა და დოსტოევსკის ნოველებს ინდივიდუალობის ერთიდაიგივე ურთიერთმიმართებები არ აქვს, როგორიც არსებობს ორ ნოველას შორის, რომელიც  მიეკუთვნება   ბალზაკს Balzac’s cycle La Comédie humaine; და ურთიერთმიმართებები  ბალზაკის ნოველებს შორის არ არის იგივე როგორიც    ჯოისის ულისესა და  ოდისეას შორის. წიგნის საზღვრები არასდროს არ არის   ზუსტად განსაზღვრული, სათაურს მიღმა, პირველ ხაზს მიღმა და საბოლოო დასასრულს მიღმა, მის შინაგან კონფიგურაციებსა და მის ავტონომიური ფორმების მიღმა,  ჩანს სხვა წიგნებთან მიმართებების სისტემა, სხვა ტექსტებთან, სხვა სიტყვებით: ეს არის  კვანძი  ქსელებს შორის. ურთიერთმიმართებათა ეს  ქსელები არ არის  იგივეობრივი მათემატიკური ტრაქტატების/ შეთანხმებების, ტექსტობრივი კომენტარების, ისტორიული ანგარიშების და ნოველების  ციკლში ეპიზოდების შემთხვევაში; წიგნის ერთიანობა, ჯგუფების ურთიერთმიმართებების გაგებითაც არ შეიძლება მივიჩნიოთ როგორც იდენტური ყველა შემთხვევაში. წიგნი არ არის  მარტივი ობიექტი, რომელიც შეგვიძლია დავიჭიროთ ხელში და ის არ შეიძლება დარჩეს, როგორც  პატარა  პარალელეპიპედი. მისი ერთიანობა არის ცვალებადი და რეალტიური. და როგორც კი ვინმე  კითხვას დასვამს ამ ერთობის შესახებ , ის ამცირებს მის  სიცხადეს , ის მიუთითებს საკუთარ თავზე, კონსტრუირებას ახდენს საკუთარი თავის, მხოლოდ და  მხოლოდ დისკურსების კომპლექსური სფეროს საფუძველზე.

პრობლემები, რომლებიც წარმოშობილია  œuvre-ს მიერ  გაცილებით რთულია. ერთი შეხედვით რა შეიძლება იყოს უფრო მეტად მარტივი?  ტექსტების ერთობა რომლებიც შეიძლება აღვნიშნოთ შესაფერისი სახელით. მაგრამ ეს აღნიშვნა ( მუხედავად მიკუთვნების პრობლემების ერთ  მხარეს დატოვებისა) არ არის  ჰომოგენური ფუნქცია. ავტორის სახელი აღნიშნავს  თუ არა  ერთი და იმავე გზით ტექსტს, რომელიც მან გამოაქვეყნა მისი სახელით და ტექსტს, რომელსაც ის წარმოადგენს  ფსევდონიმის  მეშვეობით, ან მისი სიკვდილის შემდეგ ნაპოვნი დაუსრულებელი  მონახაზი  და მოკლე ჩანაწერების კოლექცია, დღიური? დაფუძნება სრული œuvre-ს მოითხოვს   მრავალფეროვნებას, ძნელია რომელიმე  მათგანი ავირჩიოთ  მოვახდინოთ მისი გამართლება და  ფორმულირება: საკმარისია დავამატოთ ავტორის მიერ  გამოქვეყნებულ ტექსტებს, ის ტექსტები რომელთა გამოქვეყნებასაც აპირებდა, მაგრამ რომელიც დარჩა  დაუსრულებელი მისი  სიკვდილის გამო, უნდა შეიცავდეს თუ არა მის   ყველა ჩანაწერსა და პირველად   ნიმუშებს, დრაფტებს, მათი ყველა ჩასწორებით?  უნდა  დავამატოთ თუ არა ის  ესკიზები, რომლებიც მან  უარყო/ აკრძალა/ გამოტოვა და რა სტატუსი უნდა ჰქონდეს წერილებს,  ჩანაწერებს,  საუბრებს,    მის  იმ ტრანსკრიპტებს რომლებიც მისმა თანამედროვეებმა გააკეთეს, მოკლედ რომ ვთქვათ იმ  უზარმზარ  ვერბალურ  კვლაში ნაკვალევში, რომელსაც ტოვებს ინდივიდი  მისი  სიკვდილის შემდეგ.

 ნებისმიერ შემთხვევაში სახელი მალარამე ერთი და იგივე   გზით არ მიემართება მის თემებს, ედგარ ალან პოს მის თარგმანებს, მის პოემებს, მის პასუხებს კითხვარებზე; მსგავსად ერთი და იგივე მიმართება არ არსებობს ნიცშეს ახალგაზრდობის  პერიოდის ავტობიოგრაფიებს, სქოლასტიკურ დისერტაციებსა და  ფილოლოგიურ სტატიებს შორის, Zarathustra, Ecco Homo, წერილები, უკანასკნელი  საფოსტო ბარათები ხელმოწერით ‘Dionysos’ or ‘Kaiser Nietzsche’, და იმ უთვალავ დღიურს შორის,სამრეცხაოს  უწესრიგო  ჩეკებსა და აფორიზმების ესკიზებს შორის. თუკი ვინმე ასე  არადისკრიმინაციულად და არარეფლექსურად  საუბრობს ავტორის  œuvre  ეს არის იმიტომ რომ ზოგს წარმოუდგენია, რომ ის შეიძება განსაზღვრული იყოს, როგორც ცალკეული გამომხატველობითი ფუნქცია.  oeuvre მის ყველა ფრაგმენტში, უმცირესშიც კი, ყველაზე არსობრივ საკითხებში, როგორც გამოხატვა ფიქრებისა, გამოცდილებისა, წარმოსახვისა ან ავტორის არაცნობიერისა.  ან ისტორიული დეტერმინაციებისა, რომლებიც მასზე ზემოქმედებდნენ. მაგრამ ცხადია რომ ასეთი ერთობა, განსხვავებით იმთავითვე  მოცემულისგან არის შედეგი ოპერაციებისა / მოქმედებისა ,  ეს ოპერაცია არის ინტერპრეტაციული ( მას შემდეგ რაც ის  ტექსტში შიფრავს, იმას, რომელიც დაფარულიცაა და ცხადიც.)და მოქმედება რომელიც განსაზღვრავს  ოპუსს, მის მთლიანობაში და შედეგად œuvre არ იქნება  ერთი და იგივე the Théâtre et son Double (Artaud) და Tractatus (Wittgenstein) შემთხვევაში და როდესაც ვინმე საუბრობს œuvre თითოეულ შემთხვევაში ის  სხვადასხვა გაგებით  იყენებს   სიტყვას. Œuvre არ შეიძება მივიჩნიოთ როგორც  უშუალო ერთობა, ან ცალკეული ერთობა არც როგორც ჰომოგენური  ერთობა.

 სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, კითხვადასუმელი უწყვეტობების განცალკევებას, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ვახდენთ ორგანიზებას, მანამ სანამ  დისკურსულ ანალიზს დავიწყებთ: ჩვენ უნდა უარვყოთ ორი ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ ურთიერთსაპირისპირო თემა. პირველი მოიცავს სურვილს, რომ არასოდეს იქნება შესაძლებელი მივაწეროთ დისკურსულ წესრიგს,  რეალური  შემთხვევის შემოჭრა; რომ ნებისმიერი ცხადი საწყისის  მიღმა , არსებობს  დაფარული საწყისი  – იმდენად  დაფარული და იმდენად  ფუნდამენტური, რომ  სრულად არასდროს იქნება შესაძლებელი ჩავეჭიდოთ მას. შესაძლოა ქრონოლოგიის   ნაივურობის მიერ   ვიყოთ შთანთქმული – ის არასდროს არ არის წარმოდგენილი  ისტორიაში;   ნებისმიერი დასაწყისი არ შეიძლება იყოს მეტი, ვიდრე  რეზიუმირება ან თვალთახედვიდან გაქრობა. ყველაფერი რაც დისკურსს გამოხატავს  ფარულად დაფუძნებულია  „უკვე ნათქვამზე“; და ეს უკვე ნათქვამი  არ არის მხოლოდ ფრაზა, რომელიც  მხოლოდ უკვე ნათქვამია, ან ტექსტი რომელიც უკვე დაწერილია, არამედ „ არასდროს-ნათქვამი“,  არანივთიერი/ არამატერიალური დისკურსი, ხმა რომელიც ისეთივე ჩუმია, როგორიც სუნთქვა, ნაწერი რომელიც  უბრალოდ მორიგი ღრმულია, რომელსაც თავისი ნიშანი აქვს. ამიტომაც სავარაუდოა, რომ ყველაფერი რაც ფორმულირებულია დისკურსში უკვე არტიკულირებული იყო ნახევრად-სიჩუმის მდგომარეობაში, რომელიც წინ უსწრებდა მას, რომელიც  დაბეჯითებით აგრძელებს არსებობას მის ქვეშ, მაგრამ რომელსაც ის ფარავს და აჩუმებს/ ადუმებს.

აშკარა დისკურსი ამიტომაც, მეტი არაფერია, ვიდრე  რეპრესიული არსებობა იმისა რასაც ის არ ამბობს,  და ეს „ უთქმელობა“ არის ღრმული, რომელიც ძირს უთხრის იმას საიდანაც ეს  ყველაფერი თქმულია.  დისკურსის ისტორიული ანალიზი არის ძიება და განმეორება საწყისისა, რომელიც თავიდან ირიდებს  ყველა ისტორიულ დეტერმინაციას. დისკურსული ანალიზის მეორე ხედვის მიხედვით, ის დანახულია  ინტერპრეტაცია „გაგებისა“ „უკვე-ნათქვამისა“, რომელიც ამავე დროს არის  „ არ-თქმული“. ჩვენ  ყველა ამ თემაზე უარი უნდა ვთქვათ, რომელთა ფუნქციაა დაგვარწმუნონ დისკურსის  განუსაზღვრელ  უწყვეტობაში. ჩვენ  მზად  უნდა ვიყოთ მივიღოთ დისკურსის  ყველა  მომენტი მის მოულოდნელ ამოფრქვევაში/ შემოჭრაში; იმ სიზუსტით რომლითაც  ის გამოჩნდება, და მის დროებით გაფანტულობაში რომელიც საშუალებას აძლევს მას  იყოს გამეორებული, ცნობილი, დავიწყებული,  ტრანსფორმირებული/სახეცვლილი, უკიდურესად წაშლილი, დაფარული წიგნების მტვერში.

უწყვეტობის წინასწარ არსებული ფორმები, ყველა ეს  სინთეზი რომელიც კითხვის გარეშეა მიღებული, ეჭვის ქვეშ  უნდა დარჩეს. ისინი არ უნდა უარიყოს, მაგრამ  წესრიგი რომელთა ფარგლებშიც არის ისინი მიღებული უნდა შევაწუხოთ; ჩვენ უნდა ვაჩვენოთ რომ ისინი თავისით არ გაჩენილან, არამედ მუდმივად  კონსტრუქციის შედეგები არიან და  იმ გამართლებების შედეგებს წარმოადგენენ,  რომლებიც კრიტიკულად უნდა   იქნას  განხილული.

 

მე ჩემს საწყის წერტილად ვიღებ იმ ერთეულებს, რომლებიც  უკვე მოცემულია ( როგორებიცაა, ფსიქოპათოლოგია, მედიცინა, პოლიტიკური ეკონომიკა) მე არ შევისწავლი ამ მერყევი ერთეულების,  შიდა კონფიგურაციას ან მათ დაფარულ ურთიერთწინააღმდეგობებს. მე ვიყენებ მათ იმისათვის რათა, დავადგინო რა  ერთობებს ქმნიან ისინი, რომელი კანონების მიხედვით არიან ისინი ფორმულირებული. მე ვიღებ იმ დაჯგუფებებს, რომლებსაც ისტორია გვთავაზობს .

მას შემდეგ რაც უწყვეტობის ეს  ფორმები ეჭქვეშ დადგება, მთელი სფერო განთავისუფლდება. ეს სფრეოები შედგება  გავლენის მქონე მტკიცებების  ტოტალობებისგან. თავდაპირველად უნდა მივმართოთ, დისკურსუსლი მოვლენების წმინდა აღწერას, როგორც ჰორიზონტი იმ ერთეულების ძიებისას, რომლებიც  ფორმირდებიან მათ ქვეშ. მეცნიერება, ნოველები, პოლიტიკური გამოსვლები, ავტორის  œuvre თუ ცალკეული წიგნი, ისინი ნედლ, ნეიტრალურ მდგომარეობაში, სივრცეში  დისკურსული მოვლენების ერთობლიობაა. ამიტომაც თავდაპირველად უნდა მოვახდინოთ დისკურსუსლი მოვლენების  წმინდა აღწერა, რომელიც საშუალებას  მოგვცემს ვიპოვოთ ჰორიზონტი, რომელთა ფარგლებშიც ხდება   მათი ფორმირება.  ეს აღწერა განსხვავდება ენის  ანალიზისაგან,  რა თქმაუნდა, ლინგვისტური სისტემა შესაძლოა დამკვიდრდეს მხოლოდამხოლოდ  მტკიცებულებათა კორპუსის  გამოყენებით, ან დისკურსული ფაქტების შეგროვებით;  მაგრამ ამის შემდეგ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, ამ  დაჯგუფების საფუძველზე, რომელსაც აქვს ღირებულება როგორც მაგალითს, წესები რომელიც ხდის  შესაძლებელს რომ სხვა მტკიცებების შექმნა  მოხდეს  თუნდაც  ის დიდი ხნის გაუჩინარებული იყოს, თუნდაც ის დიდი ხანია თქმული არ იყოს, და შესაძლებელი იყოს  კონსტრუირება  მხოლოდ იშვიათ ფრაგმენტებზე დაფუძნებით, ენა არის სისტემა შესაძლო მტკიცებებისათვის, განსაზღვრული სხეული წესებისა, რომლებიც ავტორიზებას ახდენენ განუსაზღვრელი რაოდენობით შესრულებების/ პერფორმანსების. დისკურსული მოვლენების სფერო , მეორე მხრივ არის, დაჯგუფება რომელიც მუდამ განსაზღვრულია და შეზღუდულია ნებისმიერ  მომენტში ლინგვისტური  განმეორებითობით, რომლებიც ფორმულირებულია, ისინი შესაძლოა ურიცხვი იყოს, ისინი შესაძლოა ზომის განსაზღვრული იყოს, აჭარბებდეს ჩაწერის შესაძლებლობას, მეხსიერების, ან წაკითხვის მიხედავად იმისა რომ ისინი აყალიბებენ განსაზღვრულ დაჯგუფებას. კითხვა რომელიც   ზოგი დისკურსული ფაქტის ენობრივი  ანალიზის დროს  დაისმის მუდამ შემდეგია: რომელი წესების მიხედვით ყალიბდება ცალკეული მტკიცებები და შედეგად რომელი წესების მიხედვით შესაძლოა ჩამოყალიბებულიყო სხვა მსგავსი მტკიცებები.  დისკურსული მოვლენების ეს აღწერა, განსხვავებულ  კითხვას წარმოშობს: როგორ ხდება რომ,  ცალკეული მტკიცებები მეტად იჩენენ თავს ვიდრე სხვები?

ცხადია, რომ დისკურსების ეს აღწერა, აზროვნების ისტორიის საწინააღმდეგოა. აზროვნების სისტემა შესაძლოა რეკონსტრუირებულ იქნას მხოლოდ განსაზღვრულ დისკურსულ ტოტალობებზე დაყრდნობით. მაგრამ ამ ტოტალობებს ისე  უნდა მოვექცეთ, თითქოს ცდილობენ ხელახლა აღმოაჩინონ საკუთარი თავი  მტკიცებებს მიღმა, მოსაუბრე სუბიექტის განზრახვა, მისი ცნობიერი აქტივობა, რას გულისხმობდა ის, და ასევე არაცნობიერი აქტივობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა, მის გარეშე, რა თქვა მან  ყველაზე უჩინარ ფრაგმენტში მისი რეალური სიტყვების; ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ რეკონსტრუირება უნდა  მოვახდინოთ სხვა დისკურსის, ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩუმი ბუტბუტი, დაუღალავი, მოუქანცავი  საუბარი, რომელიც გაცოცხლებულია იმ ხმის შიგნით რომელიც გვესმის, ხელახლა დავამკვიდროთ  პაწაწინა , უხილავი ტექსტი რომელიც მირბის მათ შორის და ზოგჯერ ეჯახება მათ. აზროვნების  ისტორია  ყოველთვის ალეგორიულია იმ დისკურსთან კავშირში, რომელშიც ის მოქმედებს. კითხვა ასეთია,  რა იყო თქმული იმის  შესახებ, რაც იყო ნათქვამი. დისკურსული სფეროს ანალიზს სხვა მიმართულება აქვს,  ჩვენ უნდა  ჩავეჭიდოთ მტკიცებებს მისი გამოჩენის  ზუსტ სპეციფიკურობებში; განვსაზღვროთ მისი არსებობის  პირობები, დავადგინოთ მისი საზღვრები, განვსაზღვროთ მისი  კავშირები სხვა მტკიცებებთან, რომლებიც თავის მხრივ შესაძლოა დააკვშირებულნი იყვნენ მასთან, და ვაჩვენოთ მტკიცებათა რომელ სხვა ფორმებს გამორიცხავს ის.  ჩვენ უნდა ვაჩვენოთ რატომ არ იყო სხვაგვარად ვიდრე  ის იყო, როგორ არის ის შეფასებული სხვებს შორის და  მათთან კავშირში, ადგილი რომლის დაკავებაც სხვებს არ შეუძლიათ.ამ ანალიზისათვის შესაფერისი  კითხვა შემდეგნაირად შესაძლოა ჩამოყალიბდეს: რა არის  ესა თუ ის სპეციფიკური არსებობა , რომელიც ჩნდება იქედან, რაც თქმულა ?

 ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს  რა არის  მიზანი, რომელსაც ემსახურება არსებული ერთობების მიღებაში დაეჭვება სინამდვილეში სისტემური წაშლა  ყველა მოცემული ერთობებისა   პირველ რიგში საშუალებას გვაძლევს  აღვადგინოთ მტკიცება, მისი გამოჩენის სპეციფიკურობა და ვაჩვენოთ, რომ წყვეტა  ერთერთია იმ დიდ შემთხვევებს შორის,  რომლებიც  ნაპრალებს, ბზარებს  ქმნიან არა მხოლოდ ისტორიის გეოლოგიაში, არამედ  მტკიცებების მარტივ ფაქტში, ის წარმოიშობა მის ისტორიულ  ამოფრქვევაში;  ის რის გამოცდასაც ჩვენ ვცდილობთ არის ის ჭრა,  რომელსაც ის ქმნის,  არარედუცირებადი  და ძალიან ხშირად  პაწაწინა გამოჩენა. რაც არ უნდა ბანალური იყოს  ის , რაც არ უნდა უმნიშვნელოდ არ უნდა გვეჩვენებოდეს მისი შედეგები, რაც არ უნდა მალე  იქნას ის დავიწყებული, მისი  გამოჩენის შემდეგ, რაც არ უნდა მცირედ იყოს გაგონილი და რაც  უნდა  ცუდად  გაშიფრული, ჩვენ უნდა მივიჩნიოთ რომ ის იყო, მტკიცება  მუდამ მოვლენაა, რომლის ამოხსნა არც ენას და არც მნიშვნელობას არ შეუძლია. თავიდან ის უცნაური მოვლენაა, ერთი მხრივ ის დაკავშირებულია წერის მანერასთან, ან საუბრის არტიკულაციასთან და მეორე მხრივ ის  ხსნის  თავისმხრივ რეზიდუალურ არსებობას მეხსირების სფეროში, ან  ხელნაწერებში, წიგნებში, სხვა სახის ჩანაწერებში, მეორედ, როგორც  ყველა მოვლენა, ის უნიკალურია, თუმცა არის განმეორების საგანი ტრასფორმაციის და რეაქტივაციის, მესამედ, ის არა მხოლოდ იმ სიტუაციებთანაა დაკავშირებული რომლებიც მას  იწვევს და არა მხოლოდ  იმ შედეგებთან რომლებსაც ის წარმოქნის,  მაგრამ ამავე დროს  და  სრულიად  განსხვავებული მოდალობის  მიხედვით, ის დაკავშირებულია იმ მტკიცებებთან, რომლებიც წინ უსწრებდ და  მოსდევს მას.

 მაგრამ თუ ჩვენ მოვახდენთ იზოლირებას  ენასთან და აზროვნებასთან დააკვშირებით, გამოჩენას  მტკიცებისა/ მოვლენისა, ეს  არ  არის იმისათვის რომ ყველაფერზე გავავრცელოთ მოვლენების მტვერი.ეს არის იმისათვის რათა დავრწმუნდეთ რომ მისი გამოჩენა არ არის დაკავშირებული  მხოლოდ წმინდად ფსიქოლოგიური სახის  ( ავტორის განზრახვა, მისი გონების  ფორმა, მისი ფიქრების სიცხადე, თემები რომლებზეც დამოკიდებულია ის , პროექტი რომელიც  გასდევს მის არსებობას და აძლევს მას  მნიშვნელობას )სინთეზურ  ოპერაციებთან  და რომ შევძლოთ ჩავეჭიდოთ რეგულარობების სხვა ფორმებს, ურთიერთმიმართებათა სხვა ტიპებს. ურთიერთმიმართებები მტკიცებებს შორის  ( მაშინაც კი, როცა ავტორი არ იცნობს მათ; მაშინაც კი  როცა მტკიცებებს არ  ჰყავს ერთიდაიგივე ავტორი; მაშინაც კი როცა ავტორებმა არ იციან ერთამნეთის არსებობის შესახებ); ამიტომაც ურთიერთობები მტკიცებათა  ჯგუფებს შორის დამკვიდრებულია  ( მაშინაც  კი თუ ჯგუფები არ ეხება  ერთსადაიამვე ფენომენს, ან  მონათესავე სფეროების შემთხვევაშიც; მაშინაც კი როცა ისინი არ ფლობენ ერთსადაიმავე ფორმალურ დონეს; მაშინაც კი თუკი ისინი არ არიან ლოკუსი ურთიერთგაცვლის); ურთიერთობა მტკიცებებს შორის და მტკიცებათა ჯგუფს შორის  და სხვადასხვა სახის  მოვლენებს შორის ( ტექნიკური, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური).  

მესამე  მიზანი დისკურსული ფაქტების აღწერისა არის ის რომ მათი გათავისუფლებით იმ დაჯგუფებებისგან რომლებიც მიიჩნეოდა ბუნებრივად, გარდაუვლად, უნივერსალურ ერთობებად,  შვენ შეგვეძლება აღვწეროთ  სხვა ერთობები.  შეგვეძლება  ნათლად განვსაზღვროთ პირობები,  სწორად აღწერილი ურთიერთმიმართებების საფუძველზე, დისკურსული ჯგუფები რომლებიც სავალდებულო არ არის, და მაინც რჩებიან უხილავნი.  რა თქმაუნდა ეს  მიმართებები არასდოდეს იქნება  ფორმულირებული თავისით მტკიცებებში (განსხვავებით,იმექსპლიციტურიურთიერთმიმართებებისგან,რომლებიც ჩამოყალიბებულია და ნათქვამია საკუთრივ დისკურსში, როგორც  ნოველის ფორმაში, მატემატიკური თეორემების სერიაში) მაგრამ ისინი ქმნიან ფარულ დისკურსებს, რომლებიც აცოცხელბენ  მთავარ დისკურსს შიგნიდან; ამიტომაც ეს არ არის  მტკიცებათა ფაქტების ინტერპრეტაცია,  არამედ  მათი თანაარსებობის   ანალიზია, მათი თანმიმდევრულობის, მათი ერთობლივი ფუნქციონირების, მათი  ურთიერთ განსაზღვრულობის , და მათი დამოუკიდებელი თუ კორელაციური ტრანსფორმაციის.

თუმცაღა არ არის შესაძლებელი ყველა  იმ ურთიერთმიმართების აღწერა, რომელიც ამ გზით იჩენს თავს,  ცალკეული გზამკვლევებისგარეშე. პირობითი, მიახლოებითი  დაყოფა უნდა შემოვიღოთ : თავდაპირველი რეგიონი რომელიც ანალიზის შედეგად უნდა დაინგრეს, თუკი საჭირო იქნა რეორგანიზდეს.  მაგრამ როგორ  უნდა იყოს ამ სახის რეგიონი შემოზღუდული? ერთი მხირვ ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ემპირიულად, სფერო რომელშიც მოსალოდნელია რომ მრავალი ურთიერთმიმართება იქნება, ხშირი და აღწერისთვისშედარებით მარტივიიქნება
: რომელ რეგიონში გამოჩნდება დისკურსულ  მოვლენებს შორის მეტი ურთიერთმიმართება, და რომელი იქნება  მეტად ადვილად გასაშიფრი ვიდრე მეცნიერება?  მაგრამ მეორე  მხრივ, რა არის საუკეთესო გზა ჩავეჭიდოთ მტკიცებებს, არა მათ ფორმალურ სტრუქტურასა და  შექმნის წესებს, არამედ მის არსებობასა და წესებს რომლებიც   მას  წარმართავენ, არა მხოლოდ დისკურსის შედარებით არაფორმალურ ჯგუფებთან დაკავშირებით, რომლებშიც არ არის აუცილებელი რომ მტკიცებები იყოს აშენებული, წმინდა სინტაქსის წესის საფუძველზე? როგორ  უნდა ვიყოთ დარწმუნებული  ასეთი დაყოფების თავიდან აცილებაში, როგორებიცაა oeuvre,ან ისეთი კატეგორიების, როგორიცაა“ გავლენა“ სხვა შემთხვევაში ძალიან გარედან, ჩვენ  სამკარისად  ფართო სფეროებსა და სკალებს  მივიღებთ? საბოლოოდ როგორ  უნდა დავრწმუდეთ ჩვენ რომ  არ აღმოვჩნდებით  ყელში ხელწაჭერილები ამ  ნაჩქარევი ერთობების მიერ ან სინთეზების, რომლებიც ეხება  მოსაუბრე  სუბიექტს, ან ტექსტის ავტორს, მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა  ანთოლოგიური კატეგორია?

თავი მეორე

დისკურსული ფორმაციები

მე განვიზრახე, აღმეწერა მტკიცებებს შორის ურთიერთმიმართებები. მე გადავწყვიტე აღმეწერა მტკიცებები დისკურსულ სფეროში და ის  ურთიერთმიმართებები, რომლებსაც ისინი   ქმნიდნენ.  ორი სახის პრობლემა წამოიჭრა: პირველი  ეხება ცნებების: მტკიცება, მოვლენა და დისკურსი გამოყენებას, რომელსაც მე მოგვიანებით  დავუბრუნდები, მეორე პრობლემა ეხება მტკიცებებს შორის ურთიერთმიმართებებს.

ზოგი მტკიცება მიეკუთვნება პოლიტიკურ ეკონომიას, ბიოლოგიას , ფსიქოპათოლოგიას,  მაგრამ ასევე ტოლძალოვნად   მიეკუთვნება  გრამატიკასა და მედიცინას.  მაგრამ რა  არის ეს ერთობები. როგორ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისტკივილის ანალიზი, ჩატარებული Willis ან Charcot  მიეკუთვნება დისკურსის ერთსა და იმავე  წესრიგს? Petty ის გამოგონებები   განგრძობით კავშირშია ნიუმანის ეკონომეტრიკასთან. Port-Royal გრამატიკოსების მსჯელობები მიეკუთვნება  იმავე საფუძველს, როგორსაც ხმოვნების გრადაცია ინდო-ევროპულ ენებში? სინამდვილეში, რა არის   მედიცინა, გრამატიკა ან პოლიტიკური ეკონომია.  არის თუ არა  ისინი უბრალოდ  რეტროსპექტული გადაჯგუფება, არის თუ არა  ისინი ფორმები რომლებიც დამკვიდრდდა ერთხელ და  ვითარდება დროთა განმავლობაში? ფარავენ თუ არა  ისინი სხვა ერთობებს? რა სახის კავშირები შესაძლოა  იყოს  გამოვლენილი ამ მტკიცებებს შორის, რომლებიც ასეთი ნაცნობი და დაჟინებული გზით ქმნიან ენიგმატურ   მასებს, ერთობებს?

 პირველი ჰიპოთეზა-  მტკიცებები განსხვავდება  ფორმით, განფანტულია დროში, ქმნიან  ჯგუფებს, თუკი ისინი ეხება  ერთსა და იმავე  ობიექტს, საგანს.  ამიტომაც, მტკიცებები რომლებიც ფსიქოპათოლოგიას მიეკუთვნება, ჩანს რომ  ყველა ეხება  ობიექტს რომელიც სხვადასხვანაირად  იჩენს თავს ინდივიდუალურ ან სოციალურ  გამოვლინებაში და რომელსაც შესაძლოა ვუწოდოთ შეშლილობა.  მაგრამ მე  მალევე გავაანალიზე რომ  „შეშლილობის“ ობიექტების ერთობა, არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მოვახდინოთ მტკიცებათა  ჯგუფის  ინდივიდუალიზება, და დავამყაროთ მათ შორის ურთიერთმიმართება, რომელიც არის  მუდმივი და აღწერადი. ამის ორი მიზეზი არსებობს: შეცდომა იქნება  შევეცადოთ აღმოვაჩინოთ რა შეიძლებოდა თქმულიყო შეშლილობს შესახებ  დროის გარკვეულ  მონაკვეთში  საკუთრივ  შეშლილობის  კითხვისნიშნისქვეშ დასმის გარეშე, მისი საიდუმლო შინაარსი, მისი დუმილი, მისი თანდართული სიმართლე.  მენტალური ავადმყოფობა შეიქმნა  ყველა  იმ  მტკიცების   მიერ, რომელიც  სახელდებას  უკეთებდა მას,  ყოფდა მას, აღწერდა, ხსნიდა, განვითარების კვალს  მისდევდა, მის სხვადასხვა სახის კორელაციებს აღწერდა და განსჯიდა მას.  უფრო მეტიც მტკიცებათა ეს  ჯგუფი არ ეხება ერთსა და  იმავე  ობიექტს, რომელიც ჩამოყალიბდა ერთხელ და სამუდამოდ.  სამედიცინო დისკურსის ობიექტები რომელბიც მიეკუთვნება  მეჩვიდმეტე ან მეთვრამეტე  საუკუნეს  მათ არ აქვთ ერთი და იგივე ობიექტები კანონიერ  მტკიცებებში ან  პოლიციის მოქმედებაში, მსგავსად ფსიქოპათოლოგიური დისკურსის ყველა ობიექტი მოდიფიცირებულია, შეცვლილია, ჩვენ აღარ ვსაუბრობთ იმავე შეშლილ ადამიანზე.

ობიექტების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, შესაძლოა ზოგმა იფიქროს, რომ შეუძლებელია მტკიცებათა   ჯგუფების შექმნა, დისკურსის, რომელიც ეხება შეშლილობას შექმნა. ზოგმა  შესაძლოა ყურადღება მაიქციოს მტკიცებათა იმ ჯგუფს, რომლებიც ერთსა და  იამვე ობიექტებს ეხება, მელანქოლიის  დისკურსი, ნევროზების დისკურსი. მაგრამ მალევე გავაცნობიერებთ, რომ თითოეული დისკურსი საკუთარ  ობიექტს ქმნის და ასევე გარდაქმნის მას.  პრობლემა არის იმის ცოდნა რომ დისკურსის ერთიანობა დაფუძნებულია არა შემადგენელი ობიექტების პერმანენტულობასა და უნიკალობაზე, არამედ იმ სივრცეზე რომელშიც  სხვადასხვა ობიექტები წარმოჩინდებიან და  მუდმივად ტრანსფორმირდებიან. ეს არ არის ტიპური ურთიერთმიმართება რომელიც საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ მტკიცებათა ჯგუფების ინდივიდუალიზება რომლებიც ეხება შეშლილობის დისკურსს, ეს არის თანმიმდევრული გამოჩენა  ობიექტებისა, რომლებიც არის სახელდებული, აღწერილი, გაანალიზებული, შეფასებული და განსჯილი ამ ურთიერთმიმართებებში. შეშლილობის შესახებ  დისკურსის ერთიანობა არ ეფუძნება,  შეშლილობის  როგორც  ობიექტის არსებობას, ეს არის  წესების  ურთიერთთამაში, რომელიც შესაძლებელს ხდის ამა თუ იმ ობიექტის გამოჩენას დროის გარკვეულ მონაკვეთში: იმ ობიექტებისა რომლებიც ფორმირებულია დისკრიმინაციისა და რეპრესიის ზომების მიერ, ობიექტების, რომლებიც დიფერენცირებულია ყოველდღიურ  პრაქტიკაში, კანონში, რელიგიურ  კაუზალობაში, სამედიცინო დიაგნოზებში, ობიექტები, რომლებიც მანიფესტირებულია  პათოლოგიურ აღწერებში, ობიექტები რომლებიც სამედიცინო კოდებით არის  შემოზღუდული, პრაქტიკები, მკურნალობა, მზრუნველობა და ა.შ.  უფრო მეტიც , შეშლილობის შესახებ დისკურსის ერთიანობა  არის ურთიერთთამაში იმ წესებისა, რომლებიც განსაზღვრავენ ტრანსფორმაციებს d’ rent  ობიექტების, მათ არაიდენტურობას  დროში, წყვეტას რომლებიც წარმოებულია მათში, შიდა უწყვეტობას რომელიც უზრუნველყოფს მათ  პერმანენტულობას.  პარადოქსუალი, რომ განვსაზღვროთ მტკიცებათა   ჯგუფი, უნდა განვსაზღვროთ ამ ობიექტების დროში  დისპერსია, გაფანტულობა რომ ჩავეჭიდოთ ყველა იმ შუალედს რომელიც მათ აცალკევებს,  რომ გავზომოთ მანძილი რომელიც მათ შორის სუფევს, სხვა სიტყვებით მოვახდინოთ მათი დაყოფის კანონის ფორმულირება.

მეორე ჰიპოთეზა –  მდგომარეობს იმაში, რომ განვსაზღვროთ ურთიერთმიმართებები მტკიცებებს შორის; მათი ფორმა და კავშირის ტიპი.  მეცხრამეტე საუკუნიდან სამედიცინო მეცნიერებები ხასიათდებოდა არა იმდენად მისი  ობიექტებით ან  კონცეპტებით, არამედ ცალკეული   „სტილით“,   მტკიცებათა ცალკეული მუდმივი  მანერით.   მედიცინა დიდი ხანია არ შედგებოდა ტრადიციათა  ჯგუფისგან, დაკვირვებებისა და ჰეტეროგენული  პრაქტიკებისგან,  არამედ -ცოდნის  კორპუსისგან, რომლის წინაპირობა იყო იგივე გზა საგნების დაკვირვებისა,   პერცეფციის სფეროს იგივე დაყოფა, პათოლოგიური ფაქტის  იგივე ანალიზი სხეულის  ხილვადი  ნაწილის  მიხედვით, იგივე  ლექსიკონი, მეტაფორათა იგივე თამაში) მოკლედ რომ ვთქვათ, მედიცინა  ჩემთვის ჩანდა,  რომ იყო ორგანიზებული  ისე  როგორც, დესკრიპტული მტკიცებებია   ორგანიზებული.   მე ისევ მომიწია ამ ჰიპოთეზის უარყოფა დასაწყისისთანავე  და გავაცნობიერე, რომ  სამედიცინო დისკურსი იმდენად   იყო სიკვდილისა და სიცოცხლის შესახებ  ჰიპოთეზათა  ჯგუფი, ეთიკური არჩევანების, თერაპიული გადაწყვეტილებების, რომ  დესკრიფციათა  ჰიპოთეზებისგან აბსტრაჰირება შეუძლებელი იყო, და დესკრიპტული მტკიცებები იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთერთი ფორმულაცია ამჟამად არსებული სამედიცინო დისკურსში.  მე ასევე გავაცნობიერე რომ ეს დესკრიფცია  მუდმივად ნაცვლდებოდა; იმიტომ რომ Bichat იდან დაწყებული  უჯრედების პათოლოგიამდე  სკალები და გზამკვლევები  ჩანაცვლდა ან იმიტომ რომ ვიზუალური დაკვირვებიდან auscultation იიდან და palpation იიდან მიკროსკოპებისა და ბიოლოგიური ტესტების გამოყენების, საინფორმაციო სისტემა მოდიფიცირდა; ან   კიდევ იმიტომ რომ  მარტივი ანატო- სამედიცინო კორელაციებიდან   დელიკატურ ფსიქო-პათოლოგიური პროცესების ანალიზამდე მივედით.  ნიშანთა ლექსიკონი და მათი გაშიფრვა სრულიად რეკონსტრუირდა;  ან საბოოლოდ  იმიტომ რომ   ექიმმა  თანდათანობით შეწყვიტა   თავად  ყოფილიყო  ლოკუსი ინფორმაციის  დაფიქსირებისა და ინტერპრეტაციის, და  ამიტომაც , მის გარდა ,  მის გარეთ,  გამოჩნდა  დოკუმენტაციის მასები, კორელაციის ინსტრუმენტები და ანალიზის ტექნიკები, რომელიც,  მას ექიმს უნდა გამოეყენებინა, მაგრამ რომელიც ახდენდა მისი პოზიციის  მოდიფიცირებას, როგორც დაკვირვებადი   საგნისა, პაციენტთან მიმართებით.

წყარო: The Archæology of Knowledge by Michel Foucault

About socioflaneur

სოციოფლანიორი
This entry was posted in სოციოლოგია. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s