წმინდა გონების კრიტიკა (ჩანაწერი კლასიკური გერმანული ფილოსოფიის ლექციიდან )

ორი სამყაროს მოქალაქეა ადამიანი, ერთის მხრივ ბუნების და  მეორეს  მხრივ თავისუფლების. წმინდა გონების კრიტიკა იმ კანონზმოიერებს იკვლევს, რომელიც ტრანსცენდენტალურ ცნობიერებას თავად  შეაქვს სამყაროში. წინააღმდეგომა არსებობს განსჯასა და გონებას შორის, ტრანსცენდენტალური ანალიტიკა  იგივე  განსჯაა, ტრანცენდენტალური დიალექტიკა კი გონება.  განსჯის კატეგორიებს  ახასიათებს  კონსტიტუციურობა, ანუ საგნების  აგების უნარი.  განსჯის კატეგორიები არეგულირებს  სულის უკვდავების, სამყაროს ერთიანობის, მე-ს იდეებს, რათა მან ეს  ყველაფერი მოიაზროს როგორც არსებული.  კანტი ცდილობს მონახოს  ხიდი აუცილებლობისა და  თავისუფლების  სინამდვილეს შორის. აუცილებლობა არის მიზეზი, ხოლო თავისუფლება არის მიზანი.  პრაქტიკული გონების ანალიზის ფარგლებში ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, ჩვენში რაღაც  მოქმედებს რომელსაც აქვს უნარი ააგოს  წარმოდგენები, დასახოს მიზნები და ა.შ.  თავისუფალი ნება არის ყოველთვის   კეთილი, ის ყოველთვის  გამიზნულია სიქველზე  და სათნოებაზე.  ადამიანი ყოველთვის როგორც მიზანი ისე  უნდა გყავდეს წარმოდგენილი და არასდროს როგორც საშუალება – კატეგორიული იმპერატივის ერთერთი მაგალითია.

მსჯელობის უნარი –  ჩვენს  განსჯას აქვს შესაძლებლობა რაღაც კონკრეტული უნარი დაუქვემდებაროს გარკვეულ ზოგადობას. განსჯა თავად ადგენს წესებს, ხოლო ის თუ როგორ  უნდა დაუკავშირდეს კონკრეტული  ვითარებები ამ წესს  მსჯელობის ფუნქციაა.  რა ფუნქციას  შეასრულებს მსჯელობა და როგორი სახით მოგვევლინება ის  მოცემულია  „მსჯელობის  უნარის კრიტიკაში.“  კანტი განასხვავებს ორი ტიპის მსჯელობის უნარს: განმსაზღვრელი უნარი  (  ეს ფუნქცია აქვს მსჯელობის უნარს  წმინდა გონების კრიტიკაში“) ის განსაზღვრავს იმას თუ როგორ  უნდა დაექვემდებაროს რაღაც წესს.  „მსჯელობის  უნარის კრიტიკაში „ მას აინტერესებს  მარეფლექსირებელი მსჯელობა, ანუ მსჯელობა, რომელიც ეძებს  ზოგადობას,  მაგრამ არა  იმისათვის რომ  მას  კონკრეტული ვითარება დაუქვემდებაროს, ის არ გადის ჩემი  ტრანსცენდენტალური ცნობიერების გარეთ, არამედ რჩება ჩემი ტრანსცენდენტალური   ცნობიერების  შიგნით. ამასთან დაკავშირებით  კანტს შემოაქვს მიზანშეწონილობის ცნება.

მიზანშეწონილობა  მიზნის გარეშე- ადამიანი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე აკეთებს რაღაცებს, ეს არის მიზანშეწონილობა. ამასვე  უკავშირდება ინტერესი და დაუინტერესებლობა. ინტერესე (  ლათინური  სიტყვაა)  – ყოფნაში დგომა. როცა ვამბობთ რომ მე რაღაც  მაინტერესებს, მიზნისთვის მაინტერესებს. ინტერესი რაღაცაში დგომას ჩართვას გულისხმობს.  დაუინტერესებლობა-  დაუინტერესებელი  ჭვრეტა – რაღაცას უყურებ ისე რომ არ ფიქრობ აქედან რა სარგებელს მიიღებ შენ .  მაგალითად  სილამაზე და მშვენიერება,  ლამაზ  ყვავილს უყურებ  იმიტომ რომ  ის ლამაზია და არა იმიტომ რომ მოწყვეტ.  იმისათვის რათა ადამიანს  ჰქონდეს კავშირი  მშვენიერთან, აღიქვას მშვენიერი აუცილებელია თუ არა  ადამიანს  ჰქონდეს მშვენიერების იდეა, თუ ჩემი ურთიერთობა მშვენიერთან უნდა იყოს ცნების გარეშე , ცნებით გაშუალების გარეშე. იმისათვის რათა ადამიანმა დაამყაროს კავშირი  მშვენიერთან არ არის საჭირო იდეა. ცნება არ არის ამ სიტყვის კლასიკური გაგებით ის რაც დგას  ჩემსა და მშვენირებას  შორის, თუმცა ბუნდოვანი რაღაც შეიძლება იყოს. ეს იძლევა  კანტის ირაციონალისტური გაგების  საფუძველს ( კანტზე  გავლენა მოახდინა სენტიმენტალიზმა, რაც უკავშირდება რუსოსა და სხვების სახელს) შემდეგ კანტის ნააზრევმა მისცა საფუძველი ლიტერატურულ მოძრაობას   ქარიშხალი და შეტევა,  ამ  მოძრაობაში ჩართულნი იყვნენ გოეთე, შილერი და სხვები.

ცოდნა  VS სურვილი  –  სურვილი არ არის  წმიდნა გონებასთან დაკავშირებული, ის დაკავშირებულია გარკვეულ სიამოვნებასთან. სურვილის სახით რაც შემოდის ადამიანში უკავშირდება გრძნობებს, შეგრძნებებს.  „ზეგრძნობადი სუბსტრატი „  – ადამიანს  მშვენირებასთან ურთიერთობა შეიძლება  ჰქონდეს  შეგრძნებების დონეზე, ამ შემთხვევაში მას მშვენიერი ეძლევა, როგორც საამური.  მშვენიერის  აღქმა , რაც არ არის ინტერესის საგანი დაკავშირებულია გრძნობად- გონიერ ადამიანთან, ამგვარად გაგებულ ადამიანს  მშვენიერება არ უნდა მიზნისთვის. ის რაც გრძნობის მასალაა  განზოგადებას არ  ექვემდებარება, იმისათვის რომ გრძნობადობამ მიიღოს ზოგადობის საფუძველი გონება უნდა ჩაერიოს. კანტი ამბობს რომ გრძნობიერებას  თვითონ აქვს აპრიორული სტრუქტურა, უპირისპირდება იმას , რომ  „გემოვნების შესახებ არ დაობენ, „  ის ამ ვითარების წინააღმდეგია და ამბობს,  ის რაც მშვენიერია ერთისთვის , მშვენიერია მეორესთვის თუ ის ჭეშამრიტად მშვენიერია. ის საუბრობს არა  მშვენიერ  საგნებზე, არამედ მშვენიერების წარმოდგენაზე.  ჩემი წარმოდგენა რაღაცის შესახებ შეიძლება იყოს მშვენიერი. ნივთი თავისთავად არის მშვენიერი თუ არა არც ეცოდინება ადამიანს, მას საქმე აქვს ფენომენებთან და არა ნოუმენებთან.

მიზანშეწონილობა მიზნის გარეშე-  რაღაცის ფორმალურ  მახასიათებლებზე  ყურადღების გამახვილება და  არა შინაარსზე.  მიზანი, როგორც შინაარსობრივი მომენტი გამორიცხულია და ხელთ გვრჩება  მხოლოდ და მხოლოდ თამაში. მიზეზობრიობისა და  თავისუფლების დაკავშირება  მოხდება   მაშინ, როცა  თავისუფლების სამყაროსთვის მიზნები იქნება დამახასაითებელი. „ინტელექტუს არქეტიპუს „ – წარმოსახვის ძალა  , ემპირიული მონაცემების გარეშე  ზეგრძნობადი სუბსტრატის ჭვრეტა. „ ინტელექტუს  ექტიპუს“ – რაღაც მონაცემები უნდა მქონდეს, რომ დასკვნები გავაკეთო.  აუცილებლობისა და თავისუფლების სამყაროს  ინტელექტუს არქეტიპუსი ანუ წარმოსახვის ძალა აკავშირებს.  წმინდა და  პრაქტიკული გონების სინთეზი ეს არის წარმოსახვა.

ლექტორი: გია  ბარამიძე

About socioflaneur

სოციოფლანიორი
This entry was posted in "ცოტა მერწყული და აპოკალიფსი". Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s